ზოგიერთი ფიზიოლოგიური და გენეტიკური ცვლილებების შესწავლა სოიის(Glicine max (L)Meer) ტესტ-სისტემის გამოყენებით

ზოგიერთი ფიზიოლოგიური და გენეტიკური ცვლილებების შესწავლა სოიის(Glicine max (L)Meer) ტესტ-სისტემის გამოყენებით

ავტორები

  • ჟანა ჭითანავა
  • ნანა ზარნაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.498

საკვანძო სიტყვები:

პესტიციდები, ინსექტიციდები, სოია, ტესტ-სისტემა, გენოტოქსიკური ქსენობიოტიკები, მუტაცია, რეკომბინოგენური აქტივობა

ანოტაცია

ადამიანის მიერ სინთეზირებულ ნივთიერებებს შორის გენოტოქსიკური აგენტები- პესტიციდები, განსაკუთრებით საშიშად ითვლება. სოფლის მეურნეობაში გამოყენებული პესტიციდების რაოდენობა ყოველწლიურად  იზრდება, გროვდება და ცირკულირებს ბიოსფეროში. პესტიციდების გამოყენებას თან ახლავს მათი ჩართვა კვების ჯაჭვში და  ბიომასაში დაგროვება. მათ ახასიათებთ საკმაოდ მაღალი სტრესის ინდექსი და იწვევს გენეტიკურ ცვლილებებს ცოცხალ ორგანიზმებში. ამ საკითხების შესასწავლად შემუშავებულია გამოცდის სხვადასხვა მეთოდი. ბ. პარიკისა და ალ. პოდოკის მიერ შემოთავზებული იქნა სოიოს გენეტიკური ხაზი, რომელიც შეიცავს ქლოროფილის სინთეზის მაკონტროლებელი გენის მუტაციას.  ფოთლებზე გამოვლენილი ლაქების საშუალებით შესაძლებელი იყო რეკომბინოგენური და მუტაგენური აქტივობის შესწავლა და სომატურ უჯრედში გამოწვეული ცვლილებების აღრიცხვა. ამ სისტემების გამოყენებით, ჩვენ პირველად შევისწავლეთ პესტიციდების კარატესა და ბორდოს გავლენა მცენარეთა ზრდა -გაშენების პროცესებზე და მათი გავლენით გამოწვეული გენეტიკური ცვლილებები.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გორდეზიანი მ. , კვესიტაძე გ. ეკოლოგიის ქიმიური საფუძვლები 2000.

შათირიშვილი ა. ჭუჭულაშვილი ი. სამედიცინო ბიოლოგია თბ. 2002.

Дубинин Н.П. Мутагены среды и наследственность человека. Труди избр. Науч. Ислед. Т.2Ю. 2000

Дурмишидзе С.В. Биохимия растении и охрана окружающей среды. В сб. Биотрансформация ксенобиотиков в растениях Тб. Мецниереба 1988 4-7

Busten S., Beudot F., Mclnnes B, Pesticide and noxious weed newsletter, Erop insights; Asian soybean rust; fungicides. 2005, v15, 2, 37-42.

Charles J. M., Cifone M. A., Lawlor T.,Mrli H.,Young R., Leeming N.M., Evaluation of the in vitro genetic toxicity of 4 ( 2,4-ichlorophenoxy) butyric acid. Mutat. Res., 2003. 12, 472(1-2), 75-83.

Chitanava Zh., Bazatashvili N., Shatirishvili A., On GenetikChanges in Somatic cells of. Soybean ( Glycine max (L) Merr). Ynducend by the Fungicides Kurozit and Mykal. Ball. Georg. Acad. Sci., 2003, 168, 3, S36-538.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-24

გამოცემა

სექცია

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები (ყველა)

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...