შემაგრებული ღვინის წარმოება საოჯახო მარნის პირობებში

შემაგრებული ღვინის წარმოება საოჯახო მარნის პირობებში

ავტორები

  • ვეფხიშვილი ვალერი ვეფხიშვილი ვალერი
  • ვეფხიშვილი ნინო
  • ჭანტურია ირმა

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.493

საკვანძო სიტყვები:

საოჯახო მარანი, ღვინო, გამაგრება, რქაწითელი, საფერავი

ანოტაცია

        დიდი ისტორიის მქონე ქართველი ერი მევენახეობა-მეღვინეობაშიც ინარჩუნებს უძველეს ტრადიციებს და გამოირჩევა ღვინის დაყენების უმდიდრესი კულტურით.  ჩვენს ქვეყანაში არის ღვინის წარმოებისა და ვენახების მოვლა-გაშენების უწყვეტი, სულ მცირე,  8000–წლიანი პერიოდი; ქართული მევენახეობა ითვლის 500–ზე მეტ ადგილობრივი ყურძნის ჯიშს; ქართული მეღვინეობის ორიგინალური ნაწილი, ქვევრის ღვინო,  იუნესკომ არამატერილურ კულტურულ ძეგლად აღიარა. თუმცა, მხოლოდ საკუთარი ყურძნის ჯიშებითა და ღვინის დაყენების საკუთარი მეთოდებით არ შემოფარგლულა ქართული მეღვინეობა. მე–19 საუკუნიდან საქართველოში  უცხოური ჯიშებისა და ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა დაიწყო. ევროპული ღვინის ტექნოლოგიის დამკვიდრებას მოგვიანებით მოჰყვა შემაგრებული (პორტვეინის სტილის) ღვინის წარმოების შემოტანა საქართველოში. პორტვეინი წარმოადგენს შემაგრებულ ღვინოს სპეციფიკური ორგანოლეპტიკური თვისებებით. მის სამშობლოდ ითვლება პორტუგალია, ქალაქი პორტუ, პორტვეინის ტრადიციული ტექნოლოგია ითვალისწინებს ყურძნის მოკრეფას სრულ სიმწიფეში, დახარისხებასა და დაჭყლეტას, მიღებული ჭაჭის დუღილს, თვითნადენის გამოყოფას და ჭაჭის გაწნეხას, მადუღარი თვითნადენი და დაწნეხილი ფრაქციების დასპირტვას 18-19 %-მდე. ამასთან, გამოიყენება ღვინის სპირტი სიმაგრით 77-78%. ღვინოს ათავსებენ და ავარგებენ 50-60 დალი მოცულობის კასრებში (ჯანხოთელი გ., 1999).

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ჯანხოთელი გ., (1999) მეღვინეობა, თბილისი, გამომცემლ.მერანი-3,

ბაღათურია ნ. (2015) ენოლოგია, ღვინის წარმოქმნა და დავარგება, თეორია და პრაქტიკა, თბილისი, გამომცემლობა „ქართული აკადემიური წიგნი“

საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ, 2017 წ. თბილისი

Энциклопедия «Виноградарство и виноделие» т.2. Москва, 1983 стр.. 435

https://agrokavkaz.ge/dargebi/mevenakheoba/qarthuli-vazis-jishebis-mimokhilva-chkhaveri.html

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-24

გამოცემა

სექცია

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები (ყველა)

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...