ლადო მრელაშვილის „სამი ღამის თავგადასვლის“ ზოგიერთი ენობრივი მახასიათებელი
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.38საკვანძო სიტყვები:
Lado Mrelashvili, Linguistic Feature, Style, Original Phraseology, Figurative Languageანოტაცია
მწერლის დანიშნულება მისი თანამედროვე ცხოვრების მხატვრული ასახვაა. იგი გვიხატავს გარემოს და გვაზიარებს პერსონაჟის სულიერ სამყაროს მხატვრულ-გამომსახველობითი ფორმებითა და ენობრივი მახასიათებლებით.
მწერალმა ხალხური, სასაუბრო ლექსიკით, დიდი სითბოთო და სიყვარულით, სხარტი, მოსხლეტილი წინადადებებით შეძლო მკითხველის დაინტერესება. მის პროზას ახასიათებს ფსიქოლოგიურ-ემოციური განცდის გამომხატველი ტროპები, დიალოგური მეტყველება.
ლადო მრელაშვილის „სამი ღამის თავგადასავლის“ ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანდობლიობაა ზმნათა სიუხვე, რომელიც ხალხური, სასაუბრო ენის წიაღიდან მომდინარეობს და ტექსტს მხატვრულ-გამომსახველობით ფუნქციას ანიჭებს, ზოგჯერ ზმნა-შემასმენელი მეტაფორამდეა აყვანილი („მთების უბეებში კიაფობდნენ კენტ-კენტად დანთებული ცეცხლები“; „ელვის ნამსხვრევები ფხრეწდნენ ცას და ქარი ისევ ცელავდა წვიმას“).
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ზვიადაძე, თ. (2009). მწერლის ენის საკითხები. თბილისი: გამომცემლობა „მერიდიანი“.
კვაჭაძე, ლ. (1996). თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი: თბილისი: გამომცემლობა „რუბიკონი“.
კოშორიძე, ე. (2005). მწერლის ენისა და სრილის საკითხები. გამომცემლობა „მერიდიანი“.
სანიკიძე თ. (1999). ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა. თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“.
სანიკიძე, თ. სანიკიძე, ი. (2009). ქართული ენის სტილისტიკა. თბილისი: გამომცემლობა „ინტელექტი“.


