საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გავრცელებული სამკურნალწამლო მცენარე - ძმერხლი (Ruscus Hypophyllum L)

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გავრცელებული სამკურნალწამლო მცენარე - ძმერხლი (Ruscus Hypophyllum L)

ავტორები

  • ნარგიზ ალასანია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივრსიტეტი
  • ნარგული ასანიძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივრსიტეტი
  • დარეჯან ჯაში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივრსიტეტი
  • ლამზირა გორგილაძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივრსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.03

საკვანძო სიტყვები:

ორსახლიანი, მხოხავფესვიანი, სამკურნალწამლო, არეალი, ნესტიანი ტყე სამკურნალო მცენარე: მეტი, ვიდრე უბრალოდ „ნივთიერება“

ანოტაცია

ძმერხლი (Ruscus Hypophyllum L) – შროშანასებრთა ოჯახის 60 სმ-მდე სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქია. მართალია არეალის მიხედვით ეს მცენარე ფართოდაა წარმოდგენილი, მაგრამ მისი მარაგი მცირეა, რაც უკანასკნელ ათწლეულში კიდევ უფრო მკვეთრად შემცირდა ზემოაღნიშნული ფაქტების გამო სავსებით სამართლიანად ძმერხლი გადაშენების ზღვრამდე მისულ მცენარედაა მიჩნეული საკავშირო წითელ წიგნში, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ აუცილებელია ამ მცენარის დამზადების ყველგან აკრძალვა და მისი გამრავლების ხელშეწყობა.

წინათ ძმერხლის ნახარშს საშვილოსნოს სამკურნალოდ იყენებდნენ, როგორც სისხლგამომდევნ საშუალებას მშობიარობის შემდეგ, თესლს ფქვავდნენ და ყვავილის სუროგატად იყენებდნენ.ნაყოფი იჭმება, მაგრამ არცთუ მაინცა და მაინც მიმზიდველი გემოს გამო მას ნაკლებად ეტანებიან.         

ძმერხლი, კოლხური თაგვისარა  (ლათ. Ruscus colchicus) — ორსახლიანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. დაბალი, მხოხავფესურიანი, მარადმწვანე ნახევრად ბუჩქია; უკანასკნელი წყების ტოტები გარდაქმნილია ფოთლის მსგავს, დიდი ზომის, ტყავისებრ, პრიალა, მწვანე, თავწაწვეტებულ, უეკლო ფილოკლადოდიუმებად, ქვედები მოპირდაპირეა, დანარჩენი — მორიგეობითი. ნაყოფი წითელი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-სექტემბერში. საკმოდ ფართოდ არის გავრცელებული. იზრდება დაბლობების, მთისა და სუბალპური სარტყლის ტყეებსა და ბუჩქნარებში.გავრცელებულია კავკასიის ეკორეგიონის დასავლეთ და, იშვიათად, ცენტრალურ ნაწილში. არის რეგიონის  ენდემი. საქართველოში გვხვდება აფხაზეთში, აჭარასა და ქართლში. იყენებენ დეკორატიულ მებაღეობა

 მართალია არეალის მიხედვით ეს მცენარე ფართოდაა წარმოდგენილი, მაგრამ მისი მარაგი მცირეა, რაც უკანასკნელ ათწლეულში კიდევ უფრო მკვეთრად შემცირდა

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

მაყაშვილი ა. „საქართველოს ფლორა“ თბილისი (ტ. 1-2, 1941)

ნათაძე ლ. „ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983.

სუხიტაშვილი კ. კ საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი

არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018.

ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ. სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია ტ 1, 2002.

იოსებიძე ნ. საქართველოში გავრცელებული ველური და კულტურული სამკურნალწამლო მცენარეები, თბილისი 202

ქუთათელაძე ი. სამკურნალო და ზოგიერთ ტექნიკურ მცენარეთა რესურსები, საქართველოში, თბ., 1945;

წუწუნავა ნ. მცენარე, როგორც სამკურნალო საშუალება ძველ საქართველოში, თბ., 1959;

წუწუნავა ნ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985.

ხიდაშელი შ. ვ. პაპუნიძე ვ. საქართველოს სამკურნალო მცენარეები ; გამოცემის თარიღი: 1980 ; ..ბათუმი,” საბჭოთა აჭარა.”

ხიდაშელი შ. პაპუნიძე ვ. საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. გამომც. „საბჭოთა აჭარა“, მეორე გამოცემა, ბათუმი, 1985,

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-08

როგორ უნდა ციტირება

ალასანია ნ., ასანიძე ნ., ჯაში დ., & გორგილაძე ლ. (2025). საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გავრცელებული სამკურნალწამლო მცენარე - ძმერხლი (Ruscus Hypophyllum L) . "კულტურათაშორისი დიალოგები“ შრომები , 8, 41–47. https://doi.org/10.52340/idw.2025.03

გამოცემა

სექცია

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები (ყველა)

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...