შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი - გზა საქართველოს ეკონომიკური გაჯანსაღებისკენ

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი - გზა საქართველოს ეკონომიკური გაჯანსაღებისკენ

ავტორები

  • ქეთევან ვეზირიშვილი-ნოზაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ელენე ფანცხავა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.76

საკვანძო სიტყვები:

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, „მწვანე ენერგია“, ელექტროენერგეტიკული სისტემა, ელექტროენერგიით ვაჭრობა, სატრანზიტო დერეფანი, ენერგეტიკული უსაფრთხოება

ანოტაცია

2020 წლის ივნისში მსოფლიო ბანკმა შეისწავლა და წინასწარი ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე დაადასტურა 21-ე საუკუნის სტრატეგიული პროექტის - შავ ზღვაში წყალქვეშა კაბელის ჩადების მიზანშეწონილობა.

         საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებმა შეთანხმებას ,,მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელი 2022 წლის 17 დეკემბერს მოაწერეს.

         შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს.

         პროექტის განხორციელების შემთხვევაში 1195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ  წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი) რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.

         პროექტის განხორციელება  ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს აღნიშნულ რეგიონებს შორის.

         ჩვენი კვლევის მიზანია ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისას წინასწარ დავადგინოთ თუ რა ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს საქართველო, შევძლებთ კი ექსპორტზე გავიტანოთ ჩვენი ქვეყნის განახლებადი რესურსების ენერგია (იხსნება ევროპის ბაზარი ჩვენთვის), თუ დავრჩებით მხოლოდ სატრანზიტო დერეფნად, რომელიც ასევე ძალიან მიმზიდველია, თუმცა ნაკლებად შემოსავლიანი.

          სტატიაზე მუშაობისას შევაფასეთ საქართველოს განახლებადი, არატრადიციული ენერგიის წყაროთა პოტენციალი, მათი სამიზნე მაჩვენებლები და მახასიათებლები. მოკვლეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შევიმუშავეთ დასკვნები და რეკომენდაციები.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ვეზირიშვილი-ნოზაძე, ქ. ფანცხავა, ე.(2019, 22-24 თებერვალი), „არატრადიციული ენერგო-რესურსების მენეჯმენტი და მათი ათვისების პროგრამის დამუშავება საქართველოში“, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,მეცნიერება პრაქტიკისა და განვითარებისათვის“. ბაქო, აზერბაიჯანი.93-104.

ვეზირიშვილი-ნოზაძე, ქ. ფანცხავა, ე. (2019, 20-21 სექტემბერი), ,,ენერგოეფექტურობა - ქვეყნის თანამედროვე განვითარების ქვაკუთხედი“, III საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე განვითარების ეკონომიკური სამართლებრივი და სოციალური პრობლემები“.თბილისი,საქართველო. 54-56.

ვეზირიშვილი-ნოზაძე, ქ, ფანცხავა, ე. (2020 წ. 7 – 10 დკემბერი), „საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარების ანალიზი და შუქჩრდილები (შედეგები)“, IIსაერთაშორისო სამეცნიერო - ტექნიკური კონფერენცია „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“, თბილისი, საქართველო, 80-84.

ვეზირიშვილი-ნოზაძე ქ, ფანცხავა, ე. ჯიშკარიანი, მ.(2021, 10-12 თებერვალი). ,,ენერგოეფექტურობა – ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ზრდის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი”. International Scientific and Practical Conference, «The World of Science and Innovation», London. 132-141.

ვეზირიშვილი-ნოზაძე ქ, ფანცხავა,ე. ჯიშკარიანი, მ.(2021, 14-15 მარტი). ,,ენერგიის ცვალებადი განახლებადი და არატრადიციული წყაროები“. VIII International Scientific and Practcal Conference, ,,Actual Trends of Modern Scientific Research”.. Munich. 232-240.

ვეზირიშვილი-ნოზაძე ქ, ფანცხავა,ე(2023, 2 – 4 აპრილი), „თანამედროვე მსოლფიო ახალი გამოწვევების წინაშე - ენერგეტიკის სექტორი“. საერთაშორისო მულტიდისციპლინარული სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე“. კვიპროსი(ლარნაკა). 59-66.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-30

გამოცემა

სექცია

ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ფინანსები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...