თავის ტვინის ინსულტის მიღების ხელოვნური მოდელი

თავის ტვინის ინსულტის მიღების ხელოვნური მოდელი

ავტორები

  • გელა აზიკური იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.02

საკვანძო სიტყვები:

ინსულტი, ფოტოქიმიური თრომბოზი, თავის ტვინის იშემია, ბენგალის ვარდისფერი, ექსპერიმენტული მოდელი, თავისუფალი რადიკალები, სისხლძარღვოვანი პათოლოგია

ანოტაცია

დაავადებათა შორის მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას გულსისხლძარღვოვანი დაავადებები, რაც პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელი ცხოვრების წესთან, განსაკუთრებით კი ჯანსაღ კვებასთან, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიღებასთან. კომერციული მიზნებიდან გამომდინარე სოფლის მეურნეობაში და კვების მრეწველობაში ფართოდ შემოიჭრა სხვადასხვა სახის არაჯანსაღი ქიმიური დანამატები და შხამქიმიკატები, რაც მრავალი დაავადების წარმოშობის მიზეზია. ტოქსინები ხელს უწყობენ ორგანიზმისთვის ყველაზე საშიში ნივთიერებების -  ოქსიდანტების (ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების) წარმოქმნას. თავისუფალი რადიკალები აპროვოცირებენ და ხელს უწყობენ გულის იშემიური დაავადებების, ინფარქტის, ინსულტის და ა. შ. განვითარებას.

თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგია წარმოადგენს აქტუალურ პრობლემას მაღალი სიკვდილიანობისა და დაინვალიდების მაჩვენებლების გამო. კვლევის მიზანი იყო თავის ტვინის ინსულტის ხელოვნური მოდელის შესწავლა, რათა გაუმჯობესდეს სამკურნალწამლო საშუალებების კვლევა ამ პათოლოგიისათვის.

ექსპერიმენტები ჩატარდა თეთრ ვირთაგვებზე ფოტოქიმიური თრომბოზის მეთოდით. მეთოდი გულისხმობს ფოტომგრძნობიარე საღებავის (ბენგალის ვარდისფერი) კანქვეშ შეყვანას და შემდგომ თავის ტვინის ქერქის ლოკალურ დასხივებას ჰალოგენის ნათურით. საღებავისა და სინათლის ურთიერთქმედება იწვევს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რაც აზიანებს სისხლძარღვთა ენდოთელიუმს, იწვევს თრომბოციტების აგრეგაციას და სისხლძარღვების თრომბოზს.

ჰისტოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ დასხივებულ უბანში ვითარდება პარაბოლის ფორმის დაზიანების კერა, რომელიც ვრცელდება ქერქქვეშა თეთრ ნივთიერებამდე. აღინიშნება წერტილოვანი სისხლჩაქცევები, სისხლძარღვებში ერითროციტების აგრეგატები და თრომბები. ქსოვილში ვლინდება შეშუპება, ნეირონების დეგენერაციული ცვლილებები. საკონტროლო ჯგუფში (დასხივება საღებავის გარეშე) დაზიანების კერა არ აღინიშნებოდა.

წარმოდგენილი მოდელი არაინვაზიურია, მარტივია შესასრულებლად და იძლევა თავის ტვინის ქერქში პრაქტიკულად ნებისმიერი ლოკალიზაციის ინფარქტის კერის მიღების შესაძლებლობას. იგი მაქსიმალურად მიახლოებულია ინსულტის განვითარების ბუნებრივ კლინიკურ სურათთან და საშუალებას იძლევა შევისწავლოთ სხვადასხვა სამკურნალწამლო საშუალებების გავლენა სისხლის მიკროცირკულაციაზე, მათი ანტიჰიპოქსიური, ანტიიშემიური და ანტიოქსიდანტური მოქმედება.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Molinari G.F., Laureut J.P. Stroke, 7, 1, 14-17, 1976.

Van Reempts J., Van Deuren B., Van de Ven M., Cornellissen F., Borgers M. Stroke, 16, 1113-1119, 1987.

Watson B.D., Dietrich W.D., Busto R., Wachtel M.S., Ginsberg M.D. Ann Neurol., 17, 497-504, 1985.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-08

გამოცემა

სექცია

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები (ყველა)

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...