ნიკეიდან ვესტფალიამდე: ინსტიტუციონალური უწყვეტობა და პოლიტიკური ავტორიტეტის ტრანსფორმაცია
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.89საკვანძო სიტყვები:
ნიკეა, ვესტფალია, სუვერენიტეტი, ლეგიტიმურობა, ინსტიტუციონალური უწყვეტობა, საეკლესიო მმართველობაანოტაცია
სტატია განიხილავს 325 წლის ნიკეის საეკლესიო კრებიდან 1648 წლის ვესტფალიის ზავამდე მიმავალ 1300-წლიან ისტორიულ პროცესს, როგორც ფუნდამენტური ინსტიტუციონალური ტრანსფორმაციის მაგალითს ევროპული ცივილიზაციის ისტორიაში. განვლილი გზა ცხადყოფს, რომ ნიკეის კრებამ ჩამოაყალიბა პირველი სისტემური მოდელი, რომელიც აერთიანებდა ცენტრალიზებულ ავტორიტეტს, კოლექტიური გადაწყვეტილების მექანიზმებს და უნივერსალური ნორმების აღსრულების პროცედურებს. ეს ისტორიული ტრანსფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებულ მნიშვნელობის სოციალურ-პოლიტიკურ ფენომენს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ევროპული ცივილიზაციის მომავალ ინსტიტუციონალურ განვითარებას და ფუნდამენტურად შეცვალა მმართველობის სისტემების თეორიული და პრაქტიკული პარადიგმები.
სტატიაში იკვეთება უშუალო ინსტიტუციონალური უწყვეტობა ნიკეასა და ვესტფალიას შორის, რომელიც გამოიხატება სამ ძირითად ასპექტში: კოლექტიური გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებში, ლეგიტიმური ავტორიტეტის კონცეპტუალურ ჩარჩოებში და მრავალმხრივი ურთიერთობების პროცედურულ სტანდარტებში. კვლევა ადასტურებს, რომ შუა საუკუნეების დაპირისპირებული ძალები, პროტესტანტული რეფორმაცია და რელიგიური ომები მიმდინარეობდა გარდამავალი ეტაპების სახით, რომლებიც თანდათანობით ახდენდა რელიგიური ჩარჩოების ცვლილებას თანამედროვე პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართულებით. ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს პროცესი წარმოადგენდა არა სტრუუქტურულ რღვევას, არამედ ევოლუციურ ტრანსფორმაციას, რომელშიც თითოეული ისტორიული ეტაპი გადასცემდა შემდეგს თავის მიღწევებს და ქმნიდა ახალ ინსტიტუციონალურ რეალობას.
ვესტფალიის ზავმა დაასრულა ინსტიტუციონალური რელიგიური გავლენის შესუსტების პროცესი და სისტემატიზირება გაუკეთა პრინციპებს, რომლებიც დღემდე განსაზღვრავს საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიის ძირითად ნორმებს. ნიკეის მემკვიდრეობა, რომელიც ვესტფალიურმა სისტემამ სეკულარიზებული სახით გადმოგვცა, აგრძელებს თანამედროვე გლობალური მმართველობის სტრუქტურების ფორმირებას და განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკური წარმომადგენლობითი ინსტიტუტების თანამედროვე ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, მათ შორის მულტილატერალური დიპლომატიის, კონსენსუსზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღებისა და სუვერენული თანასწორობის კონცეფციების განხორციელების მეთოდოლოგიურ ჩარჩოებს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Barnes, T. D. (1981). Constantine and Eusebius. Harvard University Press.
Croxton, D. (1999). The peace of Westphalia of 1648 and the origins of sovereignty. The International History Review, 21(3).
Drake, H. A. (2000). Constantine and the bishops: The politics of intolerance. Johns Hopkins University Press.
Krasner, S. D. (1999). Sovereignty: Organized hypocrisy. Princeton University Press.
Lenski, N. (2016). Constantine and the cities: Imperial authority and civic politics. University of Pennsylvania Press.
Nexon, D. H. (2009). The struggle for power in early modern Europe: Religious conflict, dynastic empires, and international change. Princeton University Press.
Oakley, F. (1969). The political thought of Pierre d'Ailly: The voluntarist tradition. Yale University Press.
Osiander, A. (2001). Sovereignty, international relations, and the Westphalian myth. International Organization, 55(2), 251-287.
Philpott, D. (2001). Revolutions in sovereignty: How ideas shaped modern international relations. Princeton University Press.
Ullmann, W. (1975). Law and politics in the Middle Ages: An introduction to the sources of medieval political ideas. Cornell University Press.
Williams, R. (2001). Arius: Heresy and tradition. Eerdmans.


