უცხოური და ქართული მულტიმედია პლატფორმები – კონვერგენტულობა და ეთიკურობა
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.77საკვანძო სიტყვები:
მულტიმედია, კონვერგენტულობა, ციფრული პლატფორმები, ტექნოლოგიები, ეთიკური ნორმებიანოტაცია
ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად თანამედროვე მედია გარემო მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. მულტიმედიური პლატფორმები, რომლებიც აერთიანებს ტექსტურ, ვიზუალურ და ხმოვან ფორმატებს, ხდება მთავარი საინფორმაციო არხი აუდიტორიისთვის. კვლევაში წარმოვადგენთ მსჯელობას იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს მულტიმედიური პლატფორმების კონვერგენტულობა ინფორმაციის გავრცელების სისწრაფესა და ხარისხზე, რა ეთიკური გამოწვევები არსებობს კონვერგენტული ჟურნალისტიკის წარმოებისას, როგორია განსხვავებები საერთაშორისო და ქართულ მედიის სტანდარტებს შორის და რა არის საჭირო საქართველოში მულტიმედიური ეთიკური სტანდარტების გასაუმჯობესებლად. კონვერგენტული ჟურნალისტიკა წარმოადგენს მედიაგარემოს ტრანსფორმაციის პასუხს ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე.
თანამედროვე ციფრული ეკოსისტემა მნიშვნელოვან როლს ანიჭებს მულტიმედიურ პლატფორმებს. ეს პლატფორმები — ონლაინ გაზეთები, სოციალური ქსელები, პოდკასტები და ლაივტრანსლაციები — წარმოადგენენ მედიასაშუალებების ახალ სტრუქტურას, რომელიც აერთიანებს როგორც ტექსტურ, ისე აუდიო-ვიზუალურ მასალას. ასეთი ინტეგრაცია უზრუნველყოფს ინფორმაციის ფართო აუდიტორიამდე სწრაფ და ეფექტურ მიწოდებას.
BBC და The New York Times აქტიურად იყენებენ სხვადასხვა პლატფორმას ერთიანი საინფორმაციო ნაკადის შესაქმნელად, რაც აუდიტორიას აძლევს მრავალმხრივ ხედვას (BBC Editorial Guidelines, n.d.). საქართველოში, "ნეტგაზეთი" და "ფორმულა ნიუსი" წარმატებით იყენებენ კონვერგენტულ მოდელს, რაც მათ საშუალებას აძლევს, ერთდროულად წარმართონ ტექსტური, ვიდეო და აუდიო გაშუქება.
როგორც უცხოურ, ასევე ქართულ მედია გარემოში მულტიმედიური პლატფორმების კონვერგენტული მოდელის განვითარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ კონვერგენტული ჟურნალისტიკა აუდიტორიას სთავაზობს არა მხოლოდ მრავალფეროვან კონტენტს, არამედ სიღრმისეულ ანალიზს და ინტერაქტიულ შესაძლებლობებს. საქართველოში ამ მიმართულებით არსებულმა განვითარებამ მნიშვნელოვნად გაზარდა მედია საშუალებების შესაძლებლობები, თუმცა კვლავ შესამჩნევია ტექნოლოგიური და ეთიკური გამოწვევები.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. (n.d.). ეთიკის პრინციპები. Retrieved from https://www.qartia.ge
ფილაკი ვინსენტ ფ. კონვერგენტული ჟურნალისტიკა; შესავალი; წერა და პროდიუსირება მედიაში; ბათუმი 2023
BBC Editorial Guidelines. (n.d.). Retrieved from https://www.bbc.co.uk/editorialguidelines/
Heider, D. (Ed.). (2012). Digital ethics: Research and practice. Peter Lang.
Society of Professional Journalists. (2014). SPJ code of ethics. Retrieved from https://www.spj.org/ethicscode.asp
Reuters. (n.d.). Multimedia storytelling. Retrieved from https://www.reuters.com/multimedia
The New York Times. (n.d.). Interactive stories. Retrieved from https://www.nytimes.com/interactive


