ანოტაცია
ნაშრომში მოცემულია ავტორის მცდელობა დაათარიღოს 1950-52 წლებში უჯარმის ციხის გათხრებისას აღმოჩენილი კერამიკა. უჯარმა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, გარე კახეთში, მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე. უჯარმა გაითხარა ივრის ხეობის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ გ. ლომთთიძის ხელმძღვანელობით. გათხრების შედეგები გამოქვეყნდა 1989 წელს, თუმცა მიუხედავად ამისა მოპოვებული კერამიკა არ არის დაყოფილი ფენების და პერიოდების მიხედვით და მომხდარა მასალის დიდი ნაწილის ფოტოფიქსაცია. წინამდებარე სტატიაში მასალის გენერალური ერთობლიობიდან ამოირჩა ის მასალა რომელიც ადრე შუა საუკუნეები კუთვნილად მივიჩნიეთ, მოვუძებნეთ პარალელური მასალა და მოვახდინეთ ფოტოფიქსაცია. სულ ამოირჩა 36 ფრაგმენტი, აქედან თექვსმეტი დოქი და ორი ჯამი. მასალის ნაწილს არ ქონდა მკაფიოდ გამოხატული მორფოლოგიური ნიშნები და მათი მიკუთვნება ადრე შუა საუკუნეებისათვის ხდება ფერის, კეცის შემადგენლობის და ზედაპირის დამუშავების მიხედვით. ადრე შუა საუკუნეების კერამიკისათვის დამახასიათებელი ნიშნები განსხვავდება იმის მიხედვით თუ რა დანიშნულებისაა კერამიკა, სამზარეულო კერამიკა თავის ნიშან თვისებებით განსხვავდება სასუფრე კერამიკისაგან და პირიქით. პარალელურ მასალას ვეძებდით საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში გათხრილ ადრე შუა საუკუნეების ძეგლებზე, შეგვხვდა პარალელები საქართველოს ფარგლებს გარეთაც რაც მარტივად აიხსნება ქართლის სამეფოს ჩართულობით რეგიონულ და საერთაშორისო ვაჭრობაში
წყაროები
ვახუშტი ბატონიშვილი "აღწერა სამეფოის საქართელოისა" წ. "ქართლის ცხოვრება" ტექსტი დადგენილია ყველა ძირითდი ხელნაწერის მიხედვით. ტომი IV. თბილისი 1973 წ.
ლეონტი მროველი - "ცხოვრება ქართუელთა მეფეთსა და პირველთგან მამათა და ნათესავთა" წ. "ქართლის ცხოვრება," ტექსტი დადგენილია ყველა ძირითდი ხელნაწერის მიხედვით. ტომი I. თბილისი 1955.
უცნობი ავტორი "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" წ. "ქართლის ცხოვრება" ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით თბილისი 1959 წ.
ამირანაშვილი შალვა "ქართული ხელოვნების ისტორია" ტომი I. თბილისი 1944.
ლომთათიძე გიორგი "არქეოლოგიური კვლევა ძიება ალგეთისა და ივრის ხეობებში" თბილისი 1989.
მუსხელიშვილი დავით "ციხე ქალაქი უჯარმა." თბილისი. 1966 წ.
რამიშვილი რამინ "ქართლის სამეფო ახალი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის პირველ ნახევარში" თბილისი 2018 წ.
ციციშვილი ირაკლი "უჯარმა", თბილისი, 1982 წ.
ჭილაშვილი ლევან "ნაქალაქარი ურბნისი" თბილისი 1964 წ.
ჭილაშვილი ლევან "ქალაქები ფეოდალურ საქართველოში" თბილისი 1970.
ჯაფარიძე ვახტანგ "ვარდციხის ნაქალაქარი" თბილისი 1989
ჯაფარიძე ვახტანგ "ეგრისის ახ. წ I-VIII სს მატერიალური კულტურის ძეგლები" თბილისი 2006 წ.
Ваидов Р. М. "Раннесредневековое городише сугылан" КСИМ. №54 москва 1954 г.
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .