სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის ზოგიერთი გამოცდილების შესახებ

კავშირები სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორის ონ-ლაინ და ინტერაქტიური სახელმძღვანელოები თანამედროვე მსოფლიოს პრობლები მათი გადაწყეტის გზების შესწავლა

ავტორები

ტომ. 6 No. 3 (2024)
სტატიები
სექტემბერი 5, 2024

ჩამოტვირთვები

სტატიის ავტორებს, სადისერტაციო ნაშრომის „ზოგადსაგანმანათ­ლებლო სკოლის სასწავლო პროცესის მართვის ხელშემწყობი საინფორმაციო სისტემის დამუშავება“ ავტორს და მის სამეცნიერო ხელმძღვანელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, წლებია აკავშირებთ ის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც დღემდე გრძელდება. ვთვლით, რომ სკოლასა და უნივერსიტეტს შორის სასწავლო-სამეცნიერო სფეროებში დაწყებული ამგვარი სახის ურთიერთობანი საქმის მხოლოდ დასაწყისია, რომელიც მომდევნო წლებში სასურველია, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. კავშირების უწყვეტობა ორივე მხარის, მთლიანობაში კი ქვეყნის  წინსვლის საქმეს მნიშვნელოვნად წაადგება, დაგროვილი გამოცდილების გაზიარება კი შესაბამის ნიადაგს მოამზადებს მომავალში სტუდენტთა სათანადო დონის კონტიგენტის ფორმირებისათვის. სწორედ ასეთი მიზნების რეალიზებისათვის შეიქმნა  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინტერდისციპლინური ინფორმატიკის დეპარტამენტის ბაზაზე სტრუქტურული ერთეული „ერთად“. სკოლასა და უნივერსიტეტს შორის ორმხრივად სასარგებლო კავშირების დასამყარებლად სტუ-ს სხვა ფაკულტეტებზეც არაერთი ღონისძიება ტარდება, მაგრამ, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სწორედ, ინფორმატიკის ფაკულტეტს და კერძოდ, მის სტრუქტურაში შემავალ აღნიშნულ დეპარტამენტს დაეკისრა ამ მიმართულებით წამყვანი როლის შესრულება. საქმე ისაა, რომ დღეს მსოფლიო მასშტაბით მეტად სწრაფად ცვლად გარემოში მრავალ პრობლემაზე დროულად რეაგირებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტრანს- და ინტერდისციპლინურ კავშირებს, მათი ორგანიზებისათვის კი - ინფორმატიკის სფეროს. ფაქტია, რომ დღეს სპეციალისტების მიღწევათა დონეს დიდწილად სწორედ მათ მიერ უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიების ფლობის უნარ-ჩვევები განაპირობებს. ბოლო წლებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა სწავლების პროცესის ონ-ლაინ ფორმატში ჩატარებამ. თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები ფართო შესაძლებლობას იძლევა, მეცადინეობების ეს ფორმა აყვანილი იქნეს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე, რაც ხდება სწავლებისათვის ინტერაქტიური სახის მიცემით. ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა  მიმდინარეობს ინფორმატიკის ფაკულტეტზე. მიგვაჩნია, რომ აქ მიღებული შედეგები შეიძლება წარმატებით იქნეს გამოყენებული საჯარო სკოლებშიც, შექმნილი სისტემების გარკვეული მოდიფი­ცირების შემდეგ. ცნობილია, რომ განვითარებულ ქვეყნებში მეტად დიდი ყურადღება ექცევა „დისტანციური სწავლების“ (distance education) ორგანიზებას საგანმანათლებო სფეროში. მეცადინეობების ამ ფორმის მეშვეობით დამატებითი ეფექტიანი კავშირები მყარდება პედაგოგიურ პერსონალსა და მოსწავლეებს შორის.

ჩვენში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე კი, სწავლების ამ მეთოდის დანერგვის საჭიროებას განაპირობებს დამატებითი ფაქტორებიც:

  • ქვეყნის დროებით მიტაცებულ ტერიტორიებზე ოკუპანტების  დავალებით ადგილობრივი სეპარატისტები, ფაქტობრივად, კრძალავენ მშობლიურ ენაზე სწავლებას;
  • მოსწავლეების კონტიგენტის მხრივ მცირერიცხოვან სკოლებში რთულდება, ზოგჯერ კი შეუძლებელიც ხდება რიგ დისციპლინებში სრულფასოვანი ცოდნის მიღება.

შემდეგ, საჯარო სკოლები მოსწავლეებს უნდა აცნობდნენ, ფაქტობრივად, ნებისმიერ დარგში არსებულ პრობლემებს და  უახლეს ფუნდამენტურ მიღწევებს. თბილისის 52-ე საჯარო სკოლაში ამ მიმართულებით მრავალი ღონისძიება ტარდება. სკოლა აქტიური მონაწილეა  გერმანელი სპეციალისტების  მიერ შემუშავებული „მზის სკოლის“ პროექტის; პერიოდულად ლექციების წასაკითხად ვიწვევთ სპეციალისტებს უნივერსიტეტებიდან და მოსწავლეები სტუმრობენ მათ ფაკულტეტებზეც.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.