მიგრაციიდან რეინტეგრაციამდე: ქართველ ქალების პოსტ საემიგრაციო გამოცდილების შესწავლა
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

Female Migration
Reintegration Challenges
Georgian Migrants
Labour Market
Functionalist Perspective of returned migration

როგორ უნდა ციტირება

მატარაძე თ., თურქიაშვილი შ., & ელიკაშვილი ე. (2024). მიგრაციიდან რეინტეგრაციამდე: ქართველ ქალების პოსტ საემიგრაციო გამოცდილების შესწავლა. ქართველი მეცნიერები, 6(3), 133–161. https://doi.org/10.52340/gs.2024.06.03.14

ანოტაცია

უკანასკნელი სამი ათეული წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით შეიმჩნევა ქალთა მიგრაციული ნაკადების ზრდა, რაც ასევე დამახასიათებელია საქართველოსთვის. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, ქალი მიგრანტების რიცხვი ბევრად აღემატება კაცი მიგრანტების რიცხვს (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2014) და ქართველი ქალი მიგრანტები ძირითადად დასაქმებულნი არიან საბერძნეთის, იტალიის თუ თურქეთის შინამეურნეობებში, ხშირად ლეგალური დოკუმენტაციის გარეშე. წარმოდგენილი სტატიის მიზანია შეისწავლოს დაბრუნებული ქალი მიგრანტების გამოწვევები მიკრო (ოჯახი), მეზო (თემი) და მაკრო (შრომის ბაზარი) დონეებზე. წარმოდგენილი სტატია ეფუძნება თვისებრივ მიდგომას, რომლის ფარგლებში შვიდი სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა დაბრუნებულ ქალ მიგრანტებთან, ხუთი სიღრმისეული ინტერვიუ - მიგრაციაში მყოფი ქალი მიგრანტების ქალიშვილებთან და ეთნოგრაფიული მიდგომით მოხდა ფეისბუქ გვერდებზე გამოქვეყნებული ყოფილი მიგრანტი ქალების პოსტებისა და კომენტარების შესწავლა. კვლევამ გამოავლინა  ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ან აფერხებენ დაბრუნებულ ქალ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროცესს, რომელთა შორისაა განშორების ხანრგძლივობა და ოჯახის წევრთა გამოცდილება. კვლევის მიგნებები მიუთითებს, რომ რეინტეგრაცია რთული პროცესია, რომელზეც გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი. დასაქმებისას დაბრუნებული მიგრანტები მნიშვნელოვანი გამოწვევებს აწყდებიან ასაკის, კვალიფიკაციის და მათი არყოფნის პერიოდში შრომის ბაზრზე გაჩენილი ახალი ტენდენციების არცოდნის გამო.  არაინფორმირებულობისა და შეზღუდული რესურსების გამო ბევრ დაბრუნებულ მიგრანტს ურჩევნია გააგრძელოს ზრუნვის შრომა, რომლებსაც ისინი საზღვარგარეთ ყოფნისას ასრულებდნენ. თემის დონეზე, მიმღებ და გამგზავნ ქვეყნებს შორის კულტურული და ქცევითი განსხვავებები ართულებს რესოციალიზაციის პროცესს. სოციალური უთანასწორობა და მომსახურების დაბალი სტანდარტები ასევე ხელს უშლის რეინტეგრაციას. გაჭიანურებული მიგრაცია საგრძნობლად ცვლის დარჩენილი ოჯახის დინამიკას, სტრუქტურას და წევრთა შორის ვალდებულებების გადანაწილებას, რაც ართულებს დაბრუნებულთა ადაპტაციის პროცესს. დაბრუნების პროცესის თანმხლები ნეგატიური ემოციები და გარიყულობის გრძნობა გამოწვევაა ყოფილი მიგრანტებისთვის, რომლებიც იბრძვიან ოჯახის სტრუქტურაში  ადგილის დასამკვიდრებლად. ოჯახების წევრთა ფინანსური დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე კიდევ უფრო ართულებს აღნიშნულ პროცესს. ოჯახის წევრებთან ხშირი და გულწრფელი კომუნიკაცია და ახლობლების მხარდაჭერა ხელს უწყობს დაბრუნებულ ქალ მიგრანტთა წარმატებულ რეინტეგრაციას. ფუნქციონალისტური პერსპექტივიდან, რეინტეგრაციის გამოწვევები შეიძლება განვიხილთ, როგორც სოციალური წონასწორობის დარღვევა, სადაც დაბრუნებული მიგრანტები იბრძვიან თავიანთი ყოფილი სტატუსების, როლებისა თუ ფუნქციების დასაბრუნებლად საზოგადოების მიკრო, მეზო და მაკრო დონეზე. მაშინ როდესაც ეს პროცესი წარმატებით არ მიმდინარეობს, ყოფილი მიგრანტები ხელსაყრელ გარემოებებს ელოდებიან მიგრაციაში დასაბრუნებლად.

https://doi.org/10.52340/gs.2024.06.03.14
PDF (English)

წყაროები

Antman, F. M. (2012). The impact of migration on family left behind. In International Handbook on the Economics of Migration (pp. 293–308). Elgar Original. https://docs.iza.org/dp6374.pdf

Arowolo, O. O. (2002). Return migration and the problem of reintegration. International Migration, 38(5), 59-82. https://doi.org/10.1111/1468-2435.00128

Azose, J. J., & Raftery, A. E. (2019). Estimates of emigration, return migration, and transit migration between all pairs of countries. PNAS, 116(1), 116–122. https://doi.org/10.1073/pnas.1722334116

Cassarino, J. P. (2004). Theorising return migration: The conceptual approach to return migrants revisited. International Journal on Multicultural Societies, 6(2), 253-279. https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=1730637

Castañeda, E. (2012). Living in limbo: Transnational households, remittances and development. International Migration, 51(S1), e13-35.

Chammartin, G. M. F. (2002). The feminization of international migration. International Migration Programme: International Labour Organization.

Durkheim, É. (1984). The division of labour in society. (W. D. Halls, Trans.). Free Press. (Original work published 1893)

Guruge, S., Kanthasamy, P., Jokarasa, J., Chinichian, M., Paterson, P., Wai Wan, T. Y., Shirpak, K. R., & Sathananthan, S. (2010). Older women speak about abuse & neglect in the post-migration context. Women's Health and Urban Life, 9(2), 15-41. https://tspace.library.utoronto.ca/handle/1807/25498

International Organization for Migration. (2019). An integrated approach of reintegration. https://www.iom.int/sites/g/files/tmzbdl486/files/documents/atip_levant/iom-reintegrationhandbook-module_1-an-iintegrated-approach-to-reintegration.pdf

IOM UN Migration. (2024). World Migration Report. International Organization for Migration. https://publications.iom.int/books/world-migration-report-2024

King, R., & Lulle, A. (2022). Gendering return. In R. King & K. Kuschminder (Eds.), Handbook of Return Migration. Edward Elgar Publishing.

Kozinets, R. V. (2010). Netnography: Doing ethnographic research online. Sage Publications.

Krelinova, K., & Ormotsadze, N. (2021). National study of reintegration outcomes among returned migrants in Georgia. IOM Georgia. https://georgia.iom.int/sites/g/files/tmzbdl1311/files/iom_reintegration-outcomes-georgia-study-june-2021.pdf

Lee, E. S. (1966). A theory of migration. Demography, 3(1), 47-57. http://links.jstor.org/sici?sici=0070-3370%281966%293%3A1%3C47%3AATOM%3E2.0.CO%3B2-B

Little, W. (2013). Introduction to sociology – 1st Canadian edition. BCcampus. https://opentextbc.ca/introductiontosociology/

Mataradze, T. (2019 (2015)). Rural locals, distant states: Citizenship in contemporary rural Georgia. [Doctoral thesis, Martin-Luther-Universität Halle-Wittenberg]. https://doi.org/10.25673/13996

Mataradze, T., & Mühlfried, F. (2009). Leaving and being left behind: Labor migration in Georgia. Caucasus Analytical Digest, (4). https://laender-analysen.de/cad/pdf/CaucasusAnalyticalDigest04.pdf

Merton, R. K. (1957). Social theory and social structure. Free Press.

OECD iLibrary. (2020). Number of Georgian emigrants and their socio-demographic characteristics. https://www.oecd-ilibrary.org/sites/c282e9fe-en/index.html?itemId=/content/component/c282e9fe-en

Parsons, T. (1951). The social system. Free Press.

Sahadeo, J. (2007). Druzhba Narodov or second-class citizenship? Soviet Asian migrants in a post-colonial world. Central Asian Survey, 26(4), 559-579.

Simmel, G. (1908). The stranger. In K. H. Wolff (Ed. & Trans.), The sociology of Georg Simmel (pp. 402-408). Free Press.

Suny, R. G. (1996). On the road to independence: Cultural cohesion and ethnic revival in a multinational society. In R. G. Suny (Ed.), Transcaucasia, nationalism, and social change: Essays in the history of Armenia, Azerbaijan, and Georgia (pp. 377-400). University of Michigan Press.

Sztompka, P., Alexander, J. C., Eyerman, R., Giesen, B., & Smelser, N. J. (2004). Cultural trauma and collective identity. University of California Press.

Caritas Internationalis (2010, February 17). The Female Face of Migration. https://www.caritas.org/includes/pdf/advocacy/FFMCaritasPolicyDoc.pdf

Vanore, M. T. (2015). Family-member migration and the psychosocial health outcomes of children in Moldova and Georgia [Doctoral dissertation]. https://www.semanticscholar.org/paper/Family-member-migration-and-the-psychosocial-health-Vanore-Vanore/27fd2ac6325363c6bfb2d975dbaefde8443e73cb

Zurabishvili, T., & Zurabishvili, T. (2010). The feminization of labor migration from Georgia: The case of Tianeti. Laboratorium, 1(1). http://www.soclabo.org/index.php/laboratorium/article/view/170/334

ბარქაია, მ. (2016, December 15). რადიკალური დასვენების აჩრდილი: დროის კოლონიზაციის კავშირი დასაქმებულთა ექსპლუატაციასა და ქალთა ჩაგვრასთან. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი. https://feminism-boell.org/ka/2016/12/15/radikaluri-dasvenebis-achrdili-drois-kolonizaciis-kavshiri-dasakmebulta-ekspluataciasa-da

გოგსაძე, გ. (2018). მოსახლეობის გეოგრაფია (სახელმძღვანელო) (2nd ed.).

კალაძე, ს., & დავითულიანი, ლ. (2018). საბერძნეთიდან დაბრუნებული ემიგრანტი ქალების რეინტეგრაცია ქართულ შრომის ბაზარზე. სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში. https://sjss.tsu.ge/img/emigranti-qalebi%201.pdf

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. (2024). საქართველოში დაბრუნება. IOM Georgia. https://georgia.iom.int/ka/node/113176

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2014). ემიგრანტების განაწილება ასაკისა და სქესის მიხედვით. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/743/gare-migratsia

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2023). იმიგრანტებისა და ემიგრანტების რიცხოვნობა სქესისა და მოქამაქეობის მიხედვით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/322/migratsia

ჩაჩავა, მ. (2020). საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტი ქალების ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი შრომა. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი. https://feminism-boell.org/ka/2020/12/03/sakartveloshi-dabrunebuli-emigranti-kalebis-anazghaurebadi-da-aunazghaurebeli-shroma

ჩაჩავა, მ., & ზუბაშვილი, ნ. (2023). ქართველი შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო. https://www.undp.org/ka/georgia/publications/georgian-migrant-women-study

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...