2.5 სოციალური მეცნიერებები

ელექტრონული სწავლების პრაქტიკა MOODLE -LESSON

Moodle LMS ადაპტირებული ლექცია LESSON ასინქრონული ელექტრონული სწავლება

ავტორები

ტომ. 6 No. 1 (2024)
სტატიები
February 6, 2024

ჩამოტვირთვები

ნაშრომში განხილულია ელექტრონული სწავლების პრაქტიკული საკითხები. კვლევის  ინსტრუმენტად შერჩეულია უფასოდ გავრცელებადი სწავლების მართვის ღია სისტემა Moodle LMS (Learning Management System). წარმოდგენილია სისტემის ძირითადი პედაგოგიური და ტექნოლოგიური ასპექტები. მისი ლოკალურ ინტერნეტ სივრცეში ინსტალაციისათვის საჭირო აუცილებელი განმარტებები; მოცემულია რეკომენდაციები სასწავლო კურსის მნიშვნელოვანი აქტივობის, სახელდობრ, ადაპტირებული „ლექციის“ Lesson დაგეგმვისა და აგების საფეხურების შესახებ.  წარმოდგენილია მასწავლებლისა და სტუდენტის პოზიციები Moodle-LMS ლოკალურ სერვერულ გარემოში.  განხილულია პრაქტიკული მოდელის „Moodle-ს აუდიტორიაში“ აქტივობა „ლექციის“  გამოყენების უპირატესობები ტრადიციულ აუდიტორიასთან შედარებით, როგორც სასწავლო პროცესში სტუდენტთა აქტიური ჩართულობის, ასევე, სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობის რეალიზებისათვის   ლოკალური  ასინქრონული  ჩართულობის  პირობებში. ნაშრომში წარმოდგენილ ინსტრუქციებს ახლავს ნაშრომის ავტორის მიერ მომზადებული დამატებითი საპრეზენტაციო რესურსების გაზიარების ბმულები, რაც  საშუალებას აძლევს   მკითხველს დეტალურად გაეცნოს  საჭირო ინფორმაციას.

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.