„პოლიტიკური თამაშის წესები“ საქართველოში
pdf (English)

საკვანძო სიტყვები

პოლიტიკა
თამაშის წესები
სტრუქტურა
ელემენტები
ოპოზიცია
არასამთავრობო ორგანიზაციები
ბიზნეს ელიტა
წესრიგი
სამართლიანობა

კატეგორიები

როგორ უნდა ციტირება

ტუკვაძე ა., & გელაშვილი ე. (2024). „პოლიტიკური თამაშის წესები“ საქართველოში. ქართველი მეცნიერები, 6(1), 68–86. https://doi.org/10.52340/gs.2024.06.01.10

ანოტაცია

„პოლიტიკური თამაშის წესები“ ნებისმიერი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ორგანული ნაწილია და ძირითადად  მისი მიზანი ქვეყნის შიგნით ძალაუფლების დაუფლება, გაფართოება, რესურსებზე კონტროლია, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე უპირატესად გავლენის გაფართოებას, წესრიგის შეცვლას, ეკონომიკური განვითარების უტილიტარულ მიზნებს ემსახურება; თამაშის წესები შეიძლება ეყრდნობოდეს საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებს, ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს წესრიგი და სამართლიანობა ან კიდევ ატარებდეს ფორმას „თამაში წესების გარეშე“, სცილდებოდეს დემოკრატიული ინსტიტუციების  ფარგლებს; თამაშის წესების შეფასება საზოგადოებაში დადგენილი მორალურ–ზნეობრივ ნორმების პოზიციიდან არასწორია, რადგანაც პოლიტიკა საზოგადოებრივი საქმიანობის ავტონომიური სფეროა და იქ მოქმედებს სპეციფიკური კანონზომიერებები, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის „სამართლიანი სამართლის“ იდეალურ პრინციპებთან. პოლიტიკური თამაშის წესების სტრუქტურული ელემენტები გარეგნულად იდენტურია ყველა ქვეყანაში: პოლიტიკის სუბიექტები, ობიექტები (ხელისუფლება), ძალაუფლების დაუფლების ხერხები, მეთოდები, მოტივები, თუმცა, შინაარსობრივი თვალსაზრისით დიამეტრალურად განსხვავებულია თითოეული კომპონენტი რეჟიმების მიხედვით; უმრავლეს შემთხვევაში პოლიტიკური მოტივები და მიზნები ერთმანეთს ემთხვევა. საქართველოში დამკვიდრებული თამაშის წესები გარდამავალ ეტაპზეა, რომლის ერთ მხარესაა, ავტორიტარული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი ბრძოლის ელემენტები, ხოლო მეორე მხარეს, დემოკრატიის,  საჯარო-ღია პოლიტიკის მახაიათებლები;  მთლიანობაში აღებული თანდათანობით ფეხს იკიდებს ლიბერალურ–დემოკრატიული ფასეულობები: ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება ნიშნავს ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას, კონსენსუალური, დემოკრატიული, გამჭვირვალე პოლიტიკის წარმოებას საშინაო და საერთაშორისო დონეზე, რომელშიც მმართველ ძალასთან ერთად აქტიურად იქნება ჩაბმული სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები, ოპოზიციური და ბიზნეს ელიტები სხვა აქტორები;  ჩვენი აზრით საქართველოს შეუძლია დემოკრატია ააშენოს „უჩვეულო ადგილას“ (მაგშტადტი) და ამის ვარაუდს იძლევა ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, განათლების დონე, ეროვნული უნიკალური კულტურის პოტენციალი, ხალხის მენტალიტეტი, ელიტების საგარეო პოლიტიკური ორიენტირები და  ფასეულობები.

https://doi.org/10.52340/gs.2024.06.01.10
pdf (English)

წყაროები

ალმონდი, ვერბა (2009) სამოქალაქო კულტურა და დემოკრატიის სტაბილურობა ჟურნ „სოლიდარობა“ 2009 №2 (29)

Political games of attack and defence (2020) https://royalsocietypublishing.org/doi/10.1098/rstb.2020.0135

Keith Preston (2020) ДЖЕЙМС БЕРНХЭМ: КЕМ ОН БЫЛ И ЧТО ОСТАВИЛ ЧЕЛОВЕЧЕСТВУ. ЧАСТЬ1.https://petrimazepa.com/ru/dzheyms_bernkhem_kem_on_byl_i_chto_ostavil_chelovechestvu_chast_1).

ო. გოგიაშვილი (2016) ილია დღეს

ოთარ ჭილაძის უკანასკნელი ინტერვიუ (2013) https://forum.ge/?f=29&showtopic=34504502

ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია (2022) https://faolex.fao.org/docs/pdf/geo215987.pdf

ირაკლი ღარიბაშვილი (2023) მთავრობის მუშაობის ანგარიში. https://garibashvili.ge/ka/n/all/mtavrobis_mushaobis_2023_tslis_angarishis_tsardgena

თომას მაგშტადტი (2010) გავიგოთ პოლიტიკა

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...