შრომითი კმაყოფილების გამომწვევი ფაქტორები ქართულ ორგანიზაციულ კულტურაში
pdf (English)

საკვანძო სიტყვები

შრომითი კმაყოფილება
სუბიექტური კეთილდღეობა
შრომის ნაყოფიერება
შრომის ეფექტიანობა

როგორ უნდა ციტირება

გოროშიძე გ. (2021). შრომითი კმაყოფილების გამომწვევი ფაქტორები ქართულ ორგანიზაციულ კულტურაში. ქართველი მეცნიერები, 1(1). https://doi.org/10.52340/gs.02.09.224

ანოტაცია

შრომითი კმაყოფილების მიმართ ინტერესი ორგანიზაციების ეფექტიანობის ამაღლებაში მისი დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარეობს. მაღალი შრომითი კმაყოფილება საბოლოოდ განაპირობებს მეტი შემოსავლების მიღებას. ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ შრომითი კმაყოფილების ამაღლებას, შეიძლება მომუშავის აქტივობის სხვადასხვა დონეს განეკუთვნებოდნენ. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთ საინტერესო თეორიას ფ. ჰერცბერგის ორფაქტორიანი თეორია წარმოადგენს. ამ თეორიის მიხედვით გამოსაყოფია ფაქტორთა 2 კატეგორია - ჰიგიენური ფაქტოტები და მოტივატორები, რომელთაგან მოტივატორები (მაღალი საფეხურის ფაქტორები) განიხილებიან შრომითი კმაყოფილების წარმომშობ მთავარ მექანიზმებად და განაპირობებენ ორგანიზაციის მეტ წარმატებებს. მათი დაკმაყოფილებისთვის მეტი ზრუნვის გაწევა ხელს უწყობს მომუშავეთა შორის მაღალი დონის ურთიერთობების განვითარებას, რაც პერსპექტივაში აუმჯობესებს ორგანიზაციის სტაბილური ფუნქციონირების შესაძლებლობებს. ამიტომ ორგანიზაციები მუდმივად უნდა ცდილობდნენ არსებულ შესაძლებლობათა მაქსიმალურ გამოყენებას მომუშავეთა მაღალი მოტივების დაკმაყოფილებისთვის.

https://doi.org/10.52340/gs.02.09.224
pdf (English)

წყაროები

ჩარკვიანი დავით. ფსიქოლოგია ინდუსტრიულ ორგანიზაციებში. თბილისი, 2001.

რობინსი სტივენ პ., ჯაჯი ტიმოთი ა. ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2009.

Robert W. Rice, Janet P. near, Raymond G. Hunt, “The Job-Satisfaction/Life-Satisfaction Relationship: A Review of Empirical Research - 2003”.

Judge T. and Klinger, R. (2008) Job Satisfaction: Subjective Well-Being at Work. In: Eid, M. and Larsen, R., Eds., The Science of Subjective Well-Being, Guilford Publications, New York, p.393-413.

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

საავტორო უფლებები (c) 2021 ქართველი მეცნიერები

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...