რაბეპრაზოლის ნაწლავში ხსნადი და ქაფწარმომქმნელი ტაბლეტების ფორმულაცია და ტექნოლოგია

ავტორები

ტომ. 5 No. 2 (2023)
სტატიები
May 24, 2023

ჩამოტვირთვები

           გასტროდუოდენალური დაავადებების ძირითად გამომწვევ მიზეზად ითვლება ჰელიკო-ბაქტერია- Helicobacter Pylori (H. pylori). ჰელიკობაქტერიის ერადიკაციისათვის  აქტიურად გამოიყენება სამმაგი თერ­ა­პია, ე.წ. ,,ოქროს სტანდარტი“, რომელიც აერთიანებს ანტიბიო­ტიკებს და პროტონული ტუმბოს ინჰიბი­ტორს. გასტროენტეროლოგიური სამკურნალო  საშუალებების  მიწოდების ინოვაციურ  სისტემებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს - ქაფები. ქაფები - მსუბუქი სისტემებია, განსხვავებით მყარი სამკურნალწამლო ფორმებისაგან, ისინი არ გამოილექებიან, პირიქით, იზრდებიან რა მოცულობაში, აქვთ დიდი შეხების ზედაპირი, სრულად ფარავენ ლორ­წოვან გარსს და აღწევენ მასში. ოქროს სტანდარტის შემადგენელი ინგრედიენტებისაგან  შემუშავდა მიზანმიმართული მიწოდების კუჭში ხსნადი და ქაფწარმომქმნელი ტაბლეტები, თუმცაღა ანტაციდების საკმაოდ დიდი რაოდენობის შემცველობით. კვლევის მიზანს წარმოადგენდა რაბეპრაზოლის ნატრიუმის ნაწლავში ხსნადი და ქაფწარ­მომქმნელი ტაბლეტების შემადგენლობის განსაზღვრა და ტექნოლოგიის დამუშავება. ბიოფარმაცევტული კვლევების საფუძველზე, მოწოდებულია ქაფწარმომქმნელი ფხვნილის ოპტიმალური კომპოზიცია,  როგორც დამხმარე ნივთიერება  ქაფწარმომქმნელი ტაბლეტების მომზადებისათვის, შემდეგი შემადგენლობით: ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ლეციტინი და  მეტოცელი  E6 PLV   (0,75:1,25:5) 7%; ქსანტანი და გუარის გუმფისი 1:1 თანაფარდობით - 2%; იზომალტი 10%.  ბიოფარმაცევტული კვლევების საფუძველზე მოწოდებულია რაბეპრაზოლის ნაწლავში ხსნადი და ქაფწარმომ­ქმნელი ტაბლეტ-ბირთვის და გარსწარმომქმნელი კომპოზიციის ფორმულაციები და მათი დამზადების  ტექნოლოგიები. შესწავლილია რაბეპრაზოლის ქაფწარმომქმნელი და ნაწლავში ხსნა­დი ტაბლეტების ფი­ზიკურ-ქიმიური და ტექნოლო­გიური თვისებები. დადგენილია, რომ მოწოდებული ტექნო­ლოგია უზრუნველყოფს მისი კეთილხარისხოვნების: გარეგნული სახე, დოზირების სიზუს­ტე, მექანიკური სიმტკიცე,  დაშლადობა, ქაფის წარმოქმნა, მდგრადობა და ა.შ., ოპტიმალურ მახასიათებლებს.  შესწავლილია რაბეპრაზოლის  ხსნადობის პროფილი ტაბლეტებიდან pH-ით 1,2 და 6,8. დადგენილია, რომ აფი თითქმის 100%-ით რეზისტენტულია მჟავა არის მიმართ:მჟავა არეში 2 სთ-ის განმავლობაში გამოთავისუფლებული აფის რაოდენობა უმნიშვნელოა და მერყეობს 3%-ის ფარგლებში. აფი სრულად გამოთავისუფლდება 30 წთ-ის განმავლობაში pH 6,8-ის დროს.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები