შალამანდილის-Salvia glutinosa L., მიწისზედა ვეგეტაციურ და გენერაციულ ორგანოთა მიკროსტრუქტურული თავისებურება

Lamiaceae Salvia glutinosa L. Microstructural analyses

ავტორები

ტომ. 4 No. 4 (2022)
სტატიები
September 20, 2022

ჩამოტვირთვები

შესწავლილია პერსპექტიული სამკურნალო მცენარის შალამანდილის - Salvia glutinosa L., მიწისზედა ვეგეტაციური და გენერაციულო ორგანოების შინაგანი აგებულების სადიაგნოსტიკო მახასიათებლები.შალამანდილის - Salvia glutinosa L მიწისზედა ვეგეტაციური და გენერაციული ორგანოები ინტენსიურად შებუსულია, ერთ ან მრავალუჯრედიანი, კონუსური ბუსუსებით, ჯირკვლებით, ერთ ან მრავალუჯრედიანი, ასევე კონუსური, სფეროსებრთავიანი, სეკრეტორულ შიგთავსიანი ტრიქომებით. ფოთოლს არადაგვირისტებული, მრუდხაზოვანი და მრუდკედლიანი ეპიდერმული ქსოვილის ფუძემდებარე უჯრედები ახასიათებს. ფოთოლი ბიფაციალურია, ამფისტომატური, დორზოვენტრ­ალუ­რი სტრუქტურის. ფოთოლსა და ღერძითი ორგანოების მფარავ ქსოვილში დიფერენცირებულია დიაციტური ტიპის ბაგის აპარატი. ბაგის ოსპისებრი მკეტავი უჯრედები, თითისტარისებრი უჯრედშორისი, ხოლო, ბაგის თანმხლები, სატელიტური უჯრედები მრუდხაზოვანი სტრუქტურის.S. glutinosa-ს ღეროს მუხლთშორისის ეპიდერმისის ფუძემდებარე უჯრედები  არადაგვირისტებული, სწორხაზოვანი და მოხრილკუთხოვანია.  მიწისზედა ორგანოთა შინაგან აგებულებაში გამოხატულია ძირითადი,  პოლიგონალური სტრუქტურის ქსოვილი და მექანიკური ტიპის უჯრედების აქტიური დიფერენცირება, კერძოდ დამახასიათებელია ლაფნის ბოჭკოების და კოლენქიმური უბნების თანაპოვნიერება. მუხლთშორისის ტრანზიტორული სისტემა მონოციკლურია, ღეროს, ფოთლის ყუნწსა და მთავარ ძარღვში აისახება კოლატერალური ტიპის გამტარი კონების დიფერენცირება. ტრანზიტორული სისტემის მერქანში ფიქსირდება სიგრძეზე სიმეტრიულ მწკრივებად განწყობილი, სფეროსებრი კონფიგურაციის გამტარ ჭურჭელთა და ტრაქეიდების სანათურები. ღერძით ორგანოთა გამტარი ჭურჭლები უპირატესად სპირალური, ხოლო იშვიათად  ფოროვანი გარსის გასქელებით ხასიათდება.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.