ანოტაცია
ასიმეტრიული ტექნოლოგიური პროგრესი და მისგან მომდინარე გლობალური სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა, რომელიც XVIII საუკუნეში დაიწყო, პოსტინდუსტრიულ ეპოქაშიც გრძელდება, რის გამოც მდიდარი და ღარიბი მოსახლეობის შემოსავლებსა და შესაძლებლობებში განსხვავება უფრო ღრმავდება.სიტუაციის გაუარესება მოსალოდნელია COVID-19 პოსტპანდემიურ პერიოდშიც, რადგან ეპიდემიის გავლენით, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ასობით მილიონი სამუშაო ადგილი გაუქმდება, მოსახლეობას შემოსავლები შეუმცირდება, გლობალური შიმშილი და კვების უკმარისობა დაისადგურებს.მოცემულ კრიტიკულ ვითარებაში, განვითარებულ ქვეყნებსა და რეგიონებში ტექნოლოგიური განვითარება არათუ უნდა შეფერხდეს, პირიქით, უნდა გაძლიერდეს, მაგრამ, იგი უნდა წარიმართოს არა მდიდართა კიდევ უფრო გასამდიდრებლად, არამედ ღარიბთა დასახმარებლად და მათი ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. თავის მხრივ, განვითარებადმა ქვეყნებმა და რეგიონებმა უნდა შეიმუშაონ ინოვაციური განვითარების მიზნობრივი სახელმწიფო პოლიტიკა, მაქსიმალური მობილიზება გაუკეთონ საკუთარ ინტელექტუალურ და ფინანსურ რესურსებს და გამუდმებით იზრუნონ ახალი ტექნოლოგიების მასობრივად დასანერგად.
წყაროები
ჭითანავა, ნ. (2021). გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში. თბ., „ივერიონი“. გვ. 178 / Chitanava, N. (2021). Globaluri gamotsvevebi ertpolusian msoflioshi. Tb., “Iverioni”. p. 178 (in Georgian).
https://gtmarket.ru/ratings/gross-national-income-ranking
UNCTAD. Impact of the COVID-19 Pandemic on Trade and Development. UNITED NATIONS. Geneva, 2020.
UNCTAD. TECHNOLOGY AND INNOVATION REPORT 2021. Catching technological waves Innovation with equity. United Nations publication issued by the United Nations Conference on Trade and Development. Geneva, 2021.
Kurz R. Schwarzbuch Kapitalismus Ein Abgesang auf die Marktwirtschaft. Frankfurt am Main: Eichborn Verlag AG, 1999. с. 127.
Ковалев Ю. Ю. Инновационный сектор мировой экономики: понятия, концепции, индикаторы развития. Екатеринбург. 2016. с. 19. / Kovalev Y. Y. Innovacionnii cektor mirovoi ekonomiki: poniatia, koncepcii, indikatori razvitia. Ekaterinburg. 2016. p. 19 (in Russian).
Laurent E. Demokratisch, gerecht, nachhaltig: Die Perspektive der sozial-ökologie. Bern: Rotpunktverlag, 2012. p. 154.
Моисеев Н. Н. Судьба цивилизации. Путь разума. М., 1998. с. 70 / Moiseev N. N. Sudba civilizacii. Put razuma. M., 1998. p. 70 (in Russian).
OECD (2014), Shifting Gear: Policy Challenges for the next 50 Years. P. 1. URL: https://www.oecd.org/eco/growth/Shifting%20gear.pdf
WHO Global Ambient Air Quality Database (update 2018).
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .