ასიმეტრიული ტექნოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თანამედროვე რეალობა

ავტორები

ასიმეტრიული ტექნოლოგიური პროგრესი და მისგან მომდინარე გლობალური სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა, რომელიც XVIII საუკუნეში დაიწყო, პოსტინდუსტრიულ ეპოქაშიც გრძელდება, რის გამოც მდიდარი და ღარიბი მოსახლეობის შემოსავლებსა და შესაძლებლობებში განსხვავება უფრო  ღრმავდება.სიტუაციის გაუარესება მოსალოდნელია COVID-19 პოსტპანდემიურ პერიოდშიც, რადგან ეპიდემიის გავლენით, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ასობით მილიონი სამუშაო ადგილი გაუქმდება, მოსახლეობას შემოსავლები შეუმცირდება, გლობალური შიმშილი და კვების უკმარისობა დაისადგურებს.მოცემულ კრიტიკულ ვითარებაში, განვითარებულ ქვეყნებსა და რეგიონებში ტექნოლოგიური განვითარება არათუ უნდა შეფერხდეს, პირიქით, უნდა გაძლიერდეს, მაგრამ, იგი უნდა წარიმართოს არა მდიდართა კიდევ უფრო გასამდიდრებლად, არამედ ღარიბთა დასახმარებლად და მათი ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. თავის მხრივ, განვითარებადმა ქვეყნებმა და რეგიონებმა უნდა შეიმუშაონ ინოვაციური განვითარების მიზნობრივი სახელმწიფო პოლიტიკა, მაქსიმალური მობილიზება გაუკეთონ საკუთარ ინტელექტუალურ და ფინანსურ რესურსებს და გამუდმებით იზრუნონ ახალი ტექნოლოგიების მასობრივად დასანერგად.

მსგავსი სტატიები

<< < 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.