ავტორებისთვის

ჟურნალში “ქართველი მეცნიერები“ გამოსაქვეყნებლად მიიღება სამეცნიერო ნაშრომები (მიმოხილვითი ან ორიგინალური სამეცნიერო სტატია, შემთხვევის აღწერა და სხვ.). სტატია უნდა შეესაბამებოდეს  პუბლიკაციებისადმი დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს. სტატიები მიიღება ნებისმიერ ენაზე: ქართული, ინგლისური, რუსული და ა.შ.; სტატიას თან უნდა ერთოდეს რეზიუმე ინგლისურ და ქართულ ენებზე (350 სიტყვა); ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საძიებო სიტყვები. მოცულობა  არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს (ფორმატი A4; Microsoft Word; შრიფტი: Sylfaen, ზომა - 12, სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15); საილუსტრაციო სურათი, ან სურათები ასეთის არსებობის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნას დამოუკიდებელ ფაილად “jpg” ფორმატში (რეზოლუცია - 250-300 dpi), ხოლო დიაგრამები – Excel-ის ფაილში. ასევე გთხოვთ, მიუთითოთ ავტორ(ებ)ის გვარი და სახელები სრულად, რეგალიები, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონები და ელფოსტა, სასურველია სამეცნიერო პროფილის Orcid-ის ანგარიში.

კრებულში დასაბეჭდ ნაშრომთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. ერთი სტატიის ავტორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთს. გადაწყვეტილებას წარმოდგენილი მასალის ჟურნალში პუბლიკაციის შესახებ, რეცენზირების შემდგომ, მიიღებს სარედაქციო კოლეგია; 

სხვა ჟურნალებისაგან განსხვავებით სტატიის გამოსაქვეყნებლად არ არის საჭირო ნომრის შეკვრა. სტატია გამოქვეყნდება მიღებიდან მაქსიმუმ 1 კვირაში. 

სტატიები მოწმდება პლაგიატზე.  25%-ზე მეტი პლაგიატის შემთხვევაში სტატია დაიბლოკება.

ავტორებს მოეთხოვებათ მიუთითონ კატეგორია სტატიებზე.

სტატიის ელექტრონული ვერსია გამოაგზავნეთ მისამართზე: info@4science.ge ან georgianscientists@gmail.com

სტატიის გამოქვეყნების ღირებულებაა 80 ლარი.

თანხა უნდა ჩაირიცხოს ასოციაციის ანგარიშზე: 

აა(ი)პ ასოციაცია მეცნიერებისათვის.
საიდენტიფიკაციო კოდი: 400248576
საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი
ბანკის კოდი – BAGAGE22
ანგარიშის ნომერი – GE39BG0000000101591797