მყარი მასების გამოყენებით სითბური ენერგიის დაგროვების საკითხები მომავალში თბოაკუმულიატორების შექმნის მიზნით

ავტორები

ნაშრომში მოყვანილია კვლევები, რომლებიც ეხება ენერგიის დაგროვებასთან და მის შენახვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. კერძოდ, შესწავლილი იქნა საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მწვანე ენერგეტიკასთან და გულისხმობს მომავალში ეკოლოგიურად სუფთა და ეფექტური სითბური აკუმულატორების შექმნას. კვლევები ძირითადად ჩატარდა სხვადასხვა სილიკატური მასალებიდან სითბოს დასაგროვებლად ოპტიმალურის შერჩევისა და სითბური აკუმულატორის ეფექტური კონსტრუქციის დასამუშავებლად. გამოიკვეთა, რომ კარგი შედეგები მიიღება  თუ სითბოს დასაგროვებლად გამოყენებული იქნება ქვიშისა და ღორღის ნარევი. სითბური აკუმულატორის  კონსტრუქციის შემუშავებისას კი  მნიშვნელოვანია მისი კარგი თბოიზოლაცია. რაც თავის მხრივ ამცირებს დანაკარგებს, როგორც გაცხელებისას ასევე სითბური ენერგიის შენახვისას და ზრდის სითბური აკუმულატორის ეფექტურობას.

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.