საქართველოში მოზარდი ზოგიერთი მცენარის ტრიტერპენული საპონინები და მათი ბიოლოგიური აქტივობა

ქვაპურა იაპონური ფაცია ჟენშენი ტრიტერპენული გლიკოზიდები საიკოსაპონინები ანთების საწინააღმდეგო აქტივობა

ავტორები

ტომ. 5 No. 2 (2023)
სტატიები
апреля 12, 2023

ჩამოტვირთვები

ტრიტერპენული საპონინები, რომლებიც ფართოდ გავრცელებულია მცენარეულ სამყაროში, მრავალმხრივი ბიოლოგიური მოქმედებით გამოირჩევიან. მათ ახასიათებთ იმუნომასტიმულირებელი, სიმსივნის საწინააღმდეგო, ანტიმუტაგენური, ანთების საწინააღმდეგო და სხვა მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური აქტივობები. ნაშრომში მოყვანილია იაპონური ფაციას Fatsia japonica გასუფთავებული საპონინების ჯამის (PS-551) და ქვაპურას სახეობებიდან, Bupleurum wittmannii Stev. და B.rotundifolium მიღებული გლიკოზიდების ჯამების ქიმიური შესწავლის და მათი ანთების საწინააღმდეგო მოქმედების შედეგები. გლიკოზიდების შემცველობა F. japonica-ში იყო 6.5%, B.wittmannii Stev.-ში - 3,4%, ხოლო B.rotundifolium L.-ში -3,7%. მიწისზედა ორგანოებიდან მიღებულ ტრიტერპენული გლიკოზიდებს შორის გამოვლინდა ოლეანოლის ტიპის საპონინები - საიკოსაპონინი A და საიკოსაპონინი C. მღრღნელებში კარაგენანით გამოწვეული შეშუპების მოდელში დადგინდა, რომ ყველა გამოკვლეული პროდუქტი ავლენს გამოხატულ დოზადამოკიდებულ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ამასთან, B.wittmannii  Stev.-ის გლიკოზიდების ეფექტური დოზა ორჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე B.rotundifolium და F.japonica-ს, რის გამო B.wittmannii  Stev. შეიძლება განხილული იქნას, როგორც საიკოსაპონინებით მდიდარი პერპექტიული ნედლეული ეფექტური ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შესაქმნელად.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.