გადასახადების როლი სიღარიბის დაძლევაში

ავტორები

საქართველოს ეკონომიკური ზრდისათვის აუცილებელია საგადასახადო სისტემა არსებულ რეალობასა და ქვეყნის გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში იყოს. საჭიროა ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკა ემყარებოდეს მეცნიერულ საფუძვლებსა და ისტორიაში არსებულ პრაქტიკულ მაგალითებს. ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემები დამატებით გამოწვევებს ქმნის საგადასახადო პოლიტიკის განსაზღვრისათვის. ხარჯები, რომლებიც აუცილებელია სოციალური პროგრამების გასატარებლად და ამავდროულად ქვეყანაში მყარი ეკონომიკის შესაქმნელად, რომელსაც შესწევს უნარი ჯანსაღ გარემოში ეფექტურად იფუნქციონიროს, სწორედ საგადასახადო სისტემის გამართულად მუშაობაზეა დამოკიდებული. სიღარიბის დასაძლევად აუცილებელია, ქვეყნის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში მყოფი საგადასახადო პოლიტიკა. ასეთი პოლიტიკა  საშუალებას იძლევა სხვა ეკონომიკურ ინსტრუმენტებთან ერთად სიღარიბის დონის შემცირებისა და მოსახლეობას შორის შემოსავლების გადანაწილების უფრო მეტად სამართლიანი გზის შესაქმნელად.

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.