მწვავე პარაპროქტიტის ქირურგიული და მიკრობიოლოგიური ასპექტები
PDF (English)

Ключевые слова

მწვავე პარაპროქტიტი
პროქტოლოგია

Как цитировать

დიდბარიძე თ., აბულაძე თ., მკერვალიშვილი ზ., ქოჩიაშვილი გ., & კვახაჯელიძე ვ. (2021). მწვავე პარაპროქტიტის ქირურგიული და მიკრობიოლოგიური ასპექტები. Сборник научных трудов ТГМУ, 50, 3–6. извлечено от https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/63

Аннотация

მწვავე პარაპროქტიტი გავრცელებული ქირურგიული პათოლოგიაა.

დაავადების მარტივი (ლევატორებს დაბლა მდებარე) - კანქვეშა, ლორწქვეშა, იშიოანალური ჩირქგროვების დიაგნოსტიკა და მკურნალობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. სხვა საკითხია მწვავე პარაპროქტიტის რთული ფორმები, რომლებიც კლასიფიცირდება: ჩირქგროვის მდებარეობით და სიღრმით (პელვიორექტული და რეტრორექტული პარაპროქტიტი); ინფექციის გავრცელებისა და ქსოვილების დაზიანების ხარისხით (სკროტუმზე - ფურნიეს განგრენა); გამომწვევ მიკრობთა ბუნებისა (ანაერობული პარაპროქტიტი, რომლის ეტიოლოგიურ ფაქტორს პირობით პათოგენური აუტოფლორის კომბინაციები წარმოადგენს მაღალინვაზიური და ტოქსიკური ანაერობების ლიდერობით) და დაზიანებული კრიპტის ლოკალიზაციის მიხედვით. ისინი ხასიათდებიან ინფექციის სწრაფი გენერალიზაციით, ინვაზიურობით, ტოქსიკურობით, სეპტიკური მდგომარეობით, პოლიორგანული უკმარისობით, მაღალი ლეტალობით [8].

პრობლემის აქტუალობა განისაზღვრება იმით, რომ პარაპროქტიტის მძიმე ფორმები წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ პათოლოგიას 15-40%-მდე ლეტალობის მაჩვენებლით, ხოლო პროცესის გენერალიზაციის დროს - მაჩვენებელი 80%-მდე იზრდება [1; 4]. მკურნალობის ოპტიმალური მეთოდები დღესაც არ არის სრულყოფილი ისევე, როგორც პოსტოპერაციული მართვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამართლებულად მიგვაჩნია დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდების სრულყოფის შემდგომი გზების ძიება.

PDF (English)

Библиографические ссылки

Ayan F., Sunamako O., Paksoy S., et al. Fournier’s gangrene: retrospective clinical study on forty-one patients. ANZy, Surg, 2005, 75, 1055-1058.

Didbaridze N., Lomidze N., Abuladze T. et al, Clostridial paraproctitis with gas gangrene of front-lateral abdominal walles and nacrotic fascio-myositis (Case report). Georgian Medical News, 2016, N9(258), 73-76.

Hejuase M.J. et al., Genital Fornier’s gangrene experience with 38 patients. Urology, 1999, 47, 734-739.

Holzheimer R., Stebeek M., Treatment procedures for anal fistulous cryptograndular abesece – how to get the best result. Eur. J. Med. Res., 2006, 11, 12, 501-515.

Parks A.G., Pathogenesis and treatment of fistula-in-ano, Br. Med. J. 1961, 1, 463-479.

Scoma J.A., Salveti E.P., Rubin R.J. Incidens of fistulas subsequent to anal abscessus. Dis. Colon Rectum, 1974, 17, 357-359.

Toynaga T. et al, Comparison of accuracy of physical examination and endoanal ultrasonography for preoperative assessment in patients with acute and chronic anal fistula// Tech. Coloproctol. 2008, 12, 217-223.

Боровикова О.П., Особенности течения и оперативного лечения разных форм глубоких парапроктитов и зависимости от пола больного: Автореф. дис. канд. мед. наук. М. 2007.

Скачивания

Данные скачивания пока недоступны.

Метрики

Загрузка метрик ...