STEC შიგა-ტოქსინ მაპროდუცირებელი E.coli-ინფექცია და მისი გართულებები
pdf (ქართული)

Как цитировать

ვაშაკიძე ე., მეგრელიშვილი თ., პაჭკორია ე., თევზაძე ლ., & ლაშქარაშვილი მ. (2011). STEC შიგა-ტოქსინ მაპროდუცირებელი E.coli-ინფექცია და მისი გართულებები. Сборник научных трудов ТГМУ, 45, 48–50. извлечено от https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/3357

Аннотация

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ინფექციურ დაავადებათა, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის პრაქტიკულ-კვლევით ცენტრში დაკვირვება ჩაუტარდა ჰემორაგიული კოლიტით ჰოსპიტალიზებულ 100 პაციენტს. ჩვენი კვლევის მიზანი იყო STEC-შტამების სიხშირის იდენტიფიცირება ჰემორაგიული კოლიტის სტრუქტურაში და HUS-ით გართულებული შემთხვევების კლინიკური ნიშნების გამოვლენა. STEC-ინფექცია დადასტურდა ბაქტერიოლოგიური, მოლეკულური ბიოლოგიური და სეროლოგიური გამოკვლევებით (PCR და ImmunoCard STAT მეთოდები) (NCDC) 50 პაციენტის შემთხვევაში. ლაბორატორიული შედეგები მიუთითებს, რომ საქართველოში ცირკულირებს შიგა-ტოქსინის გამომწვევი ეკოლი. არსებობს არა მხოლოდ 0157, არამედ არა-0157 შტამებიც (26,0111, 0103 და ა.შ.).  განავალში შიგა-ტოქსინის მოლეკულური მარკერების გამოვლენის შემდეგ ახალი და თანამედროვე ლაბორატორიული კვლევების გამოყენებით.

(PCR და ImmunoCard STAT) STEC ინფექციის დადასტურების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა ბაქტერიოლოგიურ კვლევებთან შედარებით (41% vs 19%). STEC ინფექციას ახასიათებდა კლინიკური გამოვლინების მძიმე მიმდინარეობა ჰემორაგიულ კოლიტთან შედარებით. გართულებები განვითარდა პაციენტების 32%-ში, საიდანაც HUS უფრო ხშირად გამოვლინდა პრემორბიდული ფონის ანამნეზის მქონე ქალებში (26%). 5 პაციენტს დასჭირდა დიალიზი. ყველა პაციენტი განიკურნა კომპლექსური ეტიოლოგიურ-პათოგენური თერაპიით და არ დაფიქსირებულა ლეტალური შემთხვევა.

pdf (ქართული)

Библиографические ссылки

World Health Organization. available at. http://WWW.who.int/mediacentre/factsheets/fs330/en/index.html

თ. მეგრელიშვილი პირობით პათოგენური ენტერობაქტერიებით გამოწვეული ნაწლავთა მწვავე ინფექციების კლინიკური თავისებურებები მოზრდილებში ავტორეფერატი 1992. გვ.-10-22

Tarr PI, Gordon CA, Chandlre WL. Shiga- toxin- producing Escherichia coli and haemolytic uraemic syndrome. Lancet 2008, 365:1087-1110.

Johanna Takkinen Europian Center for Disease Pre vention and Control. STEC 0104:H4 , activities at EU level. Eu, RL, for Ecoli , Rome, 4 November 2011.

Bennet W.J. Tarr P. Enteric Infections and Diagnos- tic testing. 2009; 25: 1-7

Скачивания

Данные скачивания пока недоступны.