ანოტაცია
დღესდღეობით მსოფლიოში მასტიმულირებელი ჯგუფის ნარკოტიკების არასამედიცინო მიზნით მოხმარება ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და მზარდ პრობლემას წარმოადგენს. აშშ-ს ნარკოტიკების მოხმარების ნაციონალური ინსტიტუტის (NIDA) მონაცემებით, 2014 წელს, მსოფლიოში კოკაინის მომხმარებელთა რაოდენობა 1,5 მილიონს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ კოკაინის მომხმარებელთა რიცხვმა ბოლო ხანებში შედარებით დაიკლო (2002-2007 წლებში მათი რაოდენობა 2,0– 2,4 მილიონამდე მერყეობდა), თუმცა გაიზარდა სხვა სტიმულატორების (ამფეტამინები, მეტამფეტამინები) მოხმარების სიხშირე. იგივე ინსტიტუტის მონაცემებით, 2014 წელს სინთეზური სტიმულატორების _ მეტამფეტამინებისა და ამფეტამინების მომხმარებელთა რაოდენობამ 1,6 მილიონს მიაღწია, რომელთაგან 569,00 ადამიანი მეტამფეტამინებს მოიხმარდა. გასათვალისწინებელია, რომ 2014 წელს დაფიქსირებული მასტიმულირებელი ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მონაცემებს [1].
წყაროები
2. DRUGABUSE.COM-Lauren Brande, MA, 2014;
3. NIDA- Overdose Death Rates; September 2017;
4. Toxic Encephalopaty, Yangho Kim and Jae Woo Kim, 2012 Dec, 3;
5. Schmidt T, Dalubaeva D. Anniversary Collection: Diagnostic and Treatment of Neurological Diseases. W. Medicine Moscow; Russia: 1990. Neurological complications of ephedrone drug abuse (ephedrone encephalopathy) pp. 183–86;
6. Sanotsky Y, Lesyk R, Fedoryshyn L, et al. Manganic encephalopathy due to “ephedrone” abuse” Mov Disord. 2007;22(9):1337–43;
7. Colosimo C, Guidi M. Parkinsonism due to ephedrone neurotoxicity: a case report. Eur J Neurol. 2009;16(6):114–15;
8. Myoelicka D, Zuk M, Dziurkowski M. Ephedron dependence – case report. Psychiatr Pol. 2011;45(1):79–85;
9. Bowman A, Kwakye G, Hernandez E, et al. Role of manganese in neuro-degenerative diseases. JTrace Elem Med Biol. 2011;25(4):191–203;
10. Lewin OS. “Ephedrone” encephalopathy” Zh Nevrol Psikhiatr Im S S Korsakova. 2005;105(7):12–20;
11. Meral H, Kutukcu Y, Atmaca B, et al. Parkinsonism caused by chronic usage of intravenous potassium permanganate. Neurologist. 2007;13(2):92–94.