ანოტაცია
რეგიონული მეტასტაზირების ზონებზე ქირურგიული ჩარევების მასშტაბის შემცირება - ძუძუს კიბოს ე.წ. ბუნებრივი ისტორიის ახლებური ხედვის ლოგიკური გაგრძელებაა, ხოლო ამ ტაქტიკის ეფექტურობა და უსაფრთხოება მრავალრიცხოვანი რანდომიზებული კვლევების შედეგებს ეფუძნება (1).
სამწუხაროა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მყარადაა დამკვიდრებული კონსერვატული მოსაზრება, რომ ძუძუს კიბოს ქირურგიულ მკურნალობაში მნიშვნელოვანი თერაპიული სარგებელი გააჩნია ტრადიციულ მასშტაბს - აქსილურ ლიმფადენექტომიას იღლიის I,II,III დონის ლიმფოდისექციით. ამ, სამწუხაროდ მცდარ მოსაზრებას, ხშირად ახალგაზრდა “თაობის” ექიმებიც იზიარებენ და კლინიკურ საქმიანობაში დაუსაბუთებლად აგრესიული ქირურგიული მიდგომების მიმდევრებად რჩებიან.
Downloads
Download data is not yet available.