ყბების ქრონიკული ტოქსიკური ოსტეომიელიტი - დაავადების სამედიცინო და სოციალური ასპექტები
PDF

როგორ უნდა ციტირება

აწყვერელი ლ., ბრეგაძე ო., ჭუჭულაშვილი ნ., სეხნიაშვილი ნ., & წიკლაური გ. (2026). ყბების ქრონიკული ტოქსიკური ოსტეომიელიტი - დაავადების სამედიცინო და სოციალური ასპექტები. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 53, 13–15. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/4581

ანოტაცია

ექიმ-სტომატოლოგებისა და ყბა-სახის ქირურგების პრაქტიკაში ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად იჩენს თავს ყბების ანთებად-ნეკროზული დაავადებების ატიპიური ფორმები, რომლებიც გამოირჩევიან პროცესის ქრონიზაციით, მორეციდივე მიმდინარეობით, ძვლოვანი ქსოვილის საკმაოდ ვრცელი უბნების ნეკროზით, რეაბილიტაციის პროცესის გახანგრძლივებით და ბაზისური თერაპიის დაბალი ეფექტურობით. მათ შორის, პირველ რიგში, ყურადღებას იქ-ცევს ყბების ტოქსიკური ოსტეომიელიტი, გამოწვეული თვითნაკეთი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებით, რამაც სიხშირით გაუსწრო ყბების ტრავმულ და ჰემატოგენურ ოსტეომიელიტებს და მეორე ადგი-ლი დაიკავა ოდონტოგენური ოსტეომიელიტების შემდეგ. თვითნაკეთი ნარკოტიკული ნივთიერებებით გამოწვეულ ტოქსიკურ ოსტეომიელიტებს პოსტსაბჭოთა ქვეყნების დაავადებასაც უწოდებენ. ალბათ, ამით აიხსნება ის გარემოება, რომ თითქმის არ მოიპო-ვება ინფორმაცია უცხოურ ლიტერატურაში, რაც განაპირობებს საზღვარგარეთის ქვეყნების მაღალ დაინტერესებას აღნიშნული პათოლოგიით. ყბების ტოქსიკური ოსტეომიელიტების კლინიკური შემთხვევები ძირითადად გამოვლინდა XXI საუკუნის პირველ ათწლეულში და პიკს მიაღწია 2012-2017 წლებში. 2018-2019 წლებში აღინიშნა ამ პათოლოგიით დაავადებული პაციენტების მომართვიანობის კლების ტენდენცია.

PDF

Downloads

Download data is not yet available.