ბარიერების ზეგავლენა ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებით პაციენტთა სარგებლობაზე
PDF

როგორ უნდა ციტირება

თოდაძე ხ., & გამყრელიძე თ. (2021). ბარიერების ზეგავლენა ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებით პაციენტთა სარგებლობაზე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 54, 54–56. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/420

ანოტაცია

ოპიოიდებზე დამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა, რომელიც რეციდივების და რემისიების მონაცვლეობით მიმდინარეობს. ოპიოიდების მოხმარება უდიდეს ზიანს აყენებს როგორც თავად პაციენტს, ისე მის გარშემომყოფებსა და ზოგადად საზოგადოებას. დამოკიდებულების ეს სახე ძალზე უარყოფითად მოქმედებს პაციენტის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, პიროვნულ განვითარებასა და ზრდაზე, მის ოჯახურ თუ სხვა სოციალურ ურთიერთობებზე, სწავლისა და მუშაობის უნარზე, თავად პაციენტისა და მისი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამავე დროს, ოპიოიდების მოხმარება (დამოუკიდებლად, თუ სხვა ნარკოტიკულ/ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან ერთად) სასიკვდილო ნარკოტიკული ზედოზირებისა და აივ-ინფექციის, C და B ჰეპატიტებისა და სხვა სისხლის გზით გადამდები დაავადების გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული კრიმინალური ქმედება, პაციენტების მკურნალობის თანხები და მათი უმუშევრობით მიღებული დანაკლისი დიდ ტვირთად აწვება საზოგადოებას [1], ამდენად, ძალზედ მნიშვნელოვანია, როგორც თავად დაავადების მკურნალობა, ისე მის მიერ გამოწვეული ზიანის შემცირება.

PDF

წყაროები

C Florence, F Luo, K Rice, The econo-mic burden of opioid use disorder and fatal opioid overdose in the United States, Drug and alcohol dependence, 2021 Elsevier;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის ბრძანება "ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამის განხორციელების შესახებ";

ოპიოიდური დამოკიდებულების ფსიქოსოციალურ დახმარებასთან კომბინირებული ფარმაკოლოგიური მკურნალობის სახელმძღვანელო; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, 2005;

Greg Herget, Methadone and buprenorphine added to the WHO list of essential medicines; HIV AIDS Policy Law Rev. 2005 Dec;10(3):23-4.

საზოგადოებრივი გაერთიანება "ბემონი", საერთაშორისო ფონდი "კურაციო"; ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების პოპულაციის ზომის შეფასება საქართველოში, ანგარიში, 2017.

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...