ანოტაცია
აჭარული ანგელოზა – Angelica adzharica M. Pimen., საქართველოს ენდემია, გვხვდება მთიან აჭარაში შუა, ზედა და სუბალპური სარტყლის ტყის ველობებზე, ბალახოვან ფერდობებზე, ზღვის დონიდან 900-1900 მეტრის სიმაღლეზე, შეტანილია წითელ წიგნში, ასევე მოხსენიებულია იშვიათ და ქრობად სახეობებს შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული განვითარების სტრატეგიაში 2010-2014 წწ. ლიტერატურული მონაცემები აჭარული ანგელოზას – Angelica adzharica M. Pimen. ქიმიური შემცველობისა და ბიოლოგიური აქტივობის შესახებ მწირია, არ არის დადგენილი მისი იდენტიფიკაციისა და კეთილხარიხოვნების მაჩვენებლები. კვლევის მიზანს წარმოადგენდა, აჭარული ანგელოზას მიწისზედა ნაწილების იდენტიფიკაციისა და კეთილხარისხოვნების ზოგიერთი მახასიათებელის დადგენა მაკროსკოპული, მიკროსკოპული და ფიტოქიმიური ანალიზით. კვლევის შედეგად დადგინდა საქართველოს ენდემური მცენარის, აჭარული ანგელოზას მიწისზედა ნაწილების მორფოლოგიური ნიშნები და ანატომიური შენების თავისებურებები მაკროსკოპული და მიკროსკოპული მეთოდებით. განისაზღვრა მცენარეული ნედლეულის კეთილხარისხოვნების ზოგიერთი მაჩვენებელი: ტენიანობა 8.5%, საერთო ნაცარი 7.85%. გაზური ქრომატოგრაფიული-მასსპექტრომეტრული (GC-MS/MS) მეთოდით აჭარული ანგელოზას მიწისზედა ნაწილების ეთანოლიან ექსტრაქტში დადგინდა 60-ზე მეტი შენაერთი, რომელთა შორის იდენტიფიცირებულია კუმარინები, ორგანული მჟავები, ტერპენული ბუნების ნივთიერებები, რომელთაც გააჩნიათ დადასტურებული ბიოლოგიური აქტივობა. აქედან გამომდინარე, მცენარეული ნედლეული პერსპექტიულია შემდგომი კვლევისათვის, მედიცინაში გამოყენების მიზნით.
წყაროები
დავლიანიძე მ., ღვინიაშვილი ც., მუკბანიანი მ. ჯიჯოლია-იმნაძე ლ., ჯუღელი თ. საქართველოს ფლორის ნომეკლატურული ნუსხა. თბილისი 2018.
SatyajitS.,Lutfun N.Natural Medicine:The Genus Angelica Current Medicinal Chemistry 11(11):1479-500, 2004.
Kandhasamy Sowndhararajan,1 Ponnuvel De-epa,1 Minju Kim, Se Jin Park, and Songmun Kim Gernot A. Eller, Academic Editor, A Review of the Composition of the Essential Oils and Biological Activities of Angelica Species, Sci Pharm. 2017; 85(3): 33.Published online 2017
MileskiKS, Trifunoviæ SS, Æiriæ AD, Šakiæ ŽM, Ristiæ MS, Todoroviæ NM, MatevskiVS, MarinPD, Teševiæ VV, Džamiæ AM. Research on Chemical Composition and Biological Properties Including Antiquorum Sensing Activity of Angelica pancicii Vandas Aerial Parts and Roots. J Agric Food Chem. 20;65(50):10933-10949. 2017.
Kil YS, Pham ST, Seo EK, Jafari M. Angelica keiskei, an
emerging medicinal herb with various bioactive constituents and biological activities. Arch Pharm Res. 40(6):655-675. 2017.
Gagnidze, R. Manvelidze, Z. "Angelica adzharica". The IUCN Red List of Threatened Species. IUCN.2014.