ანოტაცია
კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ენდოგენური უაბაინის და მარინობუფაგენინის როლის შესწავლა მარილმგძნობიარობის და მარილმგძნობიარე არტერტიული ჰიპერტენზიის განვითარებაში ქართულ პოპულაციაში. კვლევის ამოცანები იყო ნორმოტენზიული და ჰიპერტენზიული პირების ტიპირება მარილმგრძნობიარობის ტესტის საშუალებით, მარილრეზისტენტულ და მარილმგძნობიარე ნორმოტენზიული პირების სისხლის პლაზმაში ენდოგენური უაბაინის და მარინობუფაგენინის შემცველობის განსაზღვრა მარილის დაბალი და მაღალი შემცველობის დიეტის დროს. მარილმგძნობიარობა გამოვლენილი იქნა 12 (54,5%) ნორმოტენზიულ პირსა და 32 (64%) არტეტრიული ჰიპერტენზიით დაავადებულებში. მარილმგრძნობიარე ჰიპერტენზიული პაციენტების ენდოგენური უაბაინის და მარინობუფაგენინის პლაზმური დონე სარწმუნოდ აღემატებოდა მარილრეზისტენტულ პაციენტებში მიღებულ მონაცემებს.