ანოტაცია
სახის ჩონჩხის არაცეცხლსასროლი ტრავმული დაზიანებებიდან, ყველაზე ხშირად გვხვდება ქვედა ყბის მოტეხილობები. ლიტერატურის მონაცემებით, ქვედა ყბა ზიანდება 10-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ზედა ყბა. ეს აიხსნება იმ მნიშვნელოვანი ფართობით, რომელიც მას უჭირავს, რომელიც პირის გაღების დროს ნიკაპის და ყბების წინ წამოწევით, თითქოს კიდევ უფრო იზრდება. ქვედა ყბა მარცხნივ უფრო ხშირად ზიანდება, ვიდრე მარჯვნივ.ფრაგმენტების სხვადასხვა ხასიათის შეცილება, რის განვითარებაშიც წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება საღეჭი კუნთების წევის თანაფარდობის დარღვევას. ქვედა ყბის მოტეხილობის დროს (ისევე, როგორც სხვა ლოკალიზაციების მოტეხილობებისას), ქირურგის ამოცანაა აღადგინოს დაზიანებული ძვლის მთლიანობა, ნორმალურ მდგომარეობაში მოიყვანოს კბილთა რიგის ოკლუზია და მიაღწიოს საღეჭი აპარატის ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფი ქალა-სახის შერწყმული ტრავმების მქონე 285 ავადმყოფიდან, ქვედა ყბის მოტეხილობა ჰქონდა 107 ავადმყოფს: მამაკაცი-91, ქალი - 16.ქვედა ყბის მოტეხილობების სახის სხვა ძვლების და ქალა-ტვინის დაზიანებებთან შერწყმის მიხედვით.
წყაროები
Амро А. с соавт. - Особенности клинической картины переломов нижней челюсти в различные возрастные периоды. Ж. Вестник Росийской во¬енно-медицинской академии. 2012, №4, с. 49-51.
Афанаццеб В.В - Травматология челюстно¬лицевой области. М. 2010, с. 256.
Бахтеева Г. Р. с соавт - Лечение и зажевление переломов нижней челюсти. Саратовский научно¬медицинский журнал. 2016 №4, с. 96-103.
Haskenberg B., Lee C., Caterson E. - Management of subcondylar mandibule fractures in the adult patient. J. Cran- iofac. Surg. 2016, Jan. 25 (1), 166-71.
Monnazzi M., Gabrielli M., Pereira - Filho V. - Cran- iomaxillofacial Trauma Reconstr. 2017. Vol. 7, p. 264-270.