თავის ტვინის პლასტიურობის პატერნები

კატეგორიები

როგორ უნდა ციტირება

ბახტაძე ს., გელაძე ნ., & ხაჭაპურიძე ნ. (2021). თავის ტვინის პლასტიურობის პატერნები. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 52. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/357

ანოტაცია

ნეიროპლასტიურობა წარმოადგენს კომპლექსურ პროცესს, რომელიც მოიცავს თავის ტვინის პრე- და პოსტნატალური განვითარების პერიოდს და შემდგომში შედარებით ნაკლები ინტენსივობით გრძელდება მოზარდობისა და მოზრდილობის პერიოდშიც. ნეიროპლასტიურობა ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) სრულყოფილად მომწიფებისთვის საჭირო თანდაყოლილ დინამიკური ბიოლოგიური მდგომარეობაა. მისი  საშუალებით, სხვადასხვა დაზიანების საპასუხოდ, ცნს ახდენს საკუთარი სტრუქტურული და ფუნქციური უნარების ცვლილებასა და ადაპტაციას (1). აღნიშნული ფუნქცია მიიღწევა სინაფსური კავშირებისა და ნეირონული წრეების ფორ მირებაზე პასუხისმგებელი გენეტიკური, მოლეკულური და უჯრედული მექანიზმების მოდულაციით. ნეიროპლასტიურობის შედეგი ყოველთვის დადებითი არ არის. მისი გამოსავალი დამოკიდებულია ნეიროგანვითარების ეტაპის ნეიროპათოგენური პროცესის ბუნებასა და გავრცელებაზე, და, ასევე ჰომეოსტაზური მარეგულირებელი მექანიზმების მთლიანობაზე (2). პათოლოგიური ნეიროპლასტიურობის პატერნები წარმოადგენს ძირითად განმსაზღვრელ რგოლს ცნს-ის ისეთი თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებებისათვის, როგორიცაა ნეონატალური ჰიპოქსიურ-იშემიური ენცეფალოპათია, ცერებრული დამბლა, ეპილეფსია და ეპილეფსიური ენცეფალოპათიები, დისტონიები, ინტელექტუალური უნარშეზღუდვა, აუტისტური სპექტრის აშლილობები და ნეიროფსიქიატრიული დაავადებები, როგორიცაა ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი (3) და შიზოფრენია (4). ამგვარად, პათოლოგიური ნეიროპლასტიურობის პატერნების მოდულაცია წარმოადგენს ტრანსლაციური პედიატრიული ნეირომოდულაციის ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს. აღნიშნულ ნაშრომში განხილულია განვითარებად თავის ტვინში მიმდინარე ნეიროპლასტიურობის სხვადასხვა პატერნები როგორც ფიზიოლოგიურ, ისე პათოლოგიურ მდგომარეობაში, ასევე, “კრიტიკული და სენსიტიური პერიოდები”, რომელიც გავლენას ახდენს განვითარებად თავის ტვინში ნეიროპლასტიურობის სივრცით და დროის პროფილზე.

წყაროები

Johnston MV, Ishida A, Ishida WN, Matsushita HB, Nishimura A, Tsuji M. Plasticity and injury in the developing brain. Brain Development 2009: 31 (1): 1-10. http://dx.doi.org/10.1016/j.braindev.2008.03.014

Dennis M, Spiegler BJ, Juranek JJ, Bigler ED, Snead OC, Fletcher JM. Age, plasticity, and homeostasis in childhood brain disorders. Neuroscience Biobehavioral Revue 2013; 37 (10):2760-73. http://dx.doi.org/10.1016/j.neurobiorev.2013.09.010

Kasparek T, Theiner P, Filova A. Neurobiology of ADHD from childhood to adulthood findings of imaging methods. Journal of Attention Disorders 2013; 20 (10): 1-13 .http://dx.doi.org/10/1177/1087054713505322

Johnston MV. Clinical disorders of brain plasticity. Brain Development 2004; 26 (2):73-80. http://dx.doi.org/10/1016/S0387-7604 (03)00102-5.

Meredith RM. Sensitive and critical periods during neurotypical and aberrant neurodevelopment: a framework for neurodevelopmental disorders. Neuroscience Biobehavioral Revues 2015; 50: 180-8. http://dx.doi.org/10.1016/

Huttenlocher PR, Dabholkar AS. regional Differences in Synaptogenesis in Human cerebral Cortex. Journal of Computer Neurology 1997; 178:167-78.

Ben-Ari Y, Khazipov R, Leinekugel X, Calliard O, Gaiarsa J-L. GABAA, NMDA and AMPA receptors: a developmentally regulated :menagee atrois”. Trends in Neuroscience 1997; 20 (11):523-9.

Sussman D, Leung RC, Chakravarty MM, Lerch JP, Taylor MJ. Developing human brain: age-related changes incortical, subcortical and cerebellar anatomy. Brain Behavior 2016:457. http//dx.doi.org/10.1002/brb3.457.n/a-n/a.

Gao W, Elton A, Zhu H, Alcauter S, Smith JK, Gilmore JH et al. Intersubject variability of and genetic effects on the brain’s functional connectivity during infancy. Journal of neuroscience 2014; 34 (34): 11288-96. http://dx.doi.org/0.1523/JNEUROSCI.5072-13.2014.

Chungani HT. A critical period of brain development: studies of cerebral glucose utilization with PET. Prev med alt 1998; 27 (27): 184-8.http://dx.doi.org/10.1006/med.1998.0274

Garvey MA, Mall V. Transcranial magnetic stimulation in children. Clinical Neurophysiology 2008; 119 (5):973-4. https://doi.org/10.1016/j.clinph.2007.11.048

Garvey MA, Gilbert DL. Transcranial magnetic stimulation in children. European Journal of Paediatric Neurolgy 2004; 8 (1): 7-19. http://dx.doi.org/10.1016/j.ejpn.003.11.002.

Taylor MJ, Doesburg SM, Pang EW. Neuromagnetic vistas into typical and atypical development of frontal lobe functions. Frontiers in Human Neuroscience 2014; 8 June):1-12. http:// dx.doi.org/10.3389/fnhum.2014.00453.

Downloads

Download data is not yet available.