პირის ღრუს რბილი და ძვლოვანი ქსოვილების პოსტკოვიდური თრომბოზული ნეკროზი და ჰემიპოლინეიროპათია - გარსენის სინდრომი
PDF (English)

როგორ უნდა ციტირება

ორჯონიკიძე ზ., აწყვერელი ლ., ბრეგაძე ო., ჭუჭულაშვილი ნ., & წიკლაური გ. (2023). პირის ღრუს რბილი და ძვლოვანი ქსოვილების პოსტკოვიდური თრომბოზული ნეკროზი და ჰემიპოლინეიროპათია - გარსენის სინდრომი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 56, 115–117. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/2291

ანოტაცია

სტატიაში აღწერილია კლინიკური შემთხვევა, რომელიც შეეხება COVID-19 ინფიცირების ფონზე სისხლძარღვთა ტოქსიკური თრომბოზის შედეგად განვითარებულ იშვიათ სიმპტომოკომპლექსს. საკითხი ეხება 69 წლის მამაკაცს, რომელსაც COVID-19 ნეიროვირულენტური შტამით ინფიცირების შემდეგ, მრტ კვლევით გამოუვლინდა მარცხენა განივი და სიგმოიდური სინუსების, ასევე, მარცხენა თვალბუდისა და მაქსილარული  არტერიების სეპტიკური თრომბოზი. აღნიშნულმა გართულებებმა გამოიწვია პოსტკოვიდური თრომბოზული ჰემიპოლინეიროპათია (გარსენის სინდრომი), მგრძნობელობის მოშლით და ფუნქციის გამოვარდნით შესაბამის მხარეს I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII ნერვების საინერვაციო ზონაში და პირის ღრუს ღრუს რბილი და ძვლოვანი ქსოვილების პოსტკოვიდური თრომბოზული ნეკროზი. პირის ღრუს ინსპექციით მაგარი სასის შესაბამის ნახევარზე ვიზუალიზდებოდა რბილი ქსოვილების ვრცელი ნეკროზი, სადაც მოგვიანებით ჩამოყალიბდა სადემარკაციო ხაზი და მოხდა ნეკროზული ქსოვილების გამოძევება. აღნიშნულის შემდეგაც გაშიშვლდა ქვემდებარე ძვლოვანი ქსოვილის ნეკროზული უბანი. პაციენტს ჩაუტარდა კომპლესური მკურნალობა ნევროლოგის, ინფექციონისტის, ენდოკრინოლოგის და ყბა-სახის ქირურგის მონაწილეობით. პაციენტი 30.09.2021 წ. სტაბილური მდგომარეობით გაეწერა კლინიკიდან. მიეცა რეკომენდაცია მკურნალობის შემდგომ აუცილებლობაზე, ქსოვილოვანი დეფიციტის რეკონსტრუქციის მიზნით.

PDF (English)

წყაროები

Belopasov VV, Yachou Y, Samoilova EM, Baklaushev VP. The Nervous System Damage in covid-19. Journal of Clinical Practice. 2020;11(2):60–80. doi: 10.17816/clinpract 34851)

Yadav G, Verma N, Sachdeva S, Goyal A. Gracin’s Syndrome, a Rare Clinical Challenge in the Setting of Invasive Mucormycosis: A Systematic Review. Indian J Otolaryngol Head Neck Surg. 2022 Oct;74(Suppl 2):3411-3415. doi: 10.1007/s12070-021-02550-8. Epub 2021 Apr 23.PMID: 36452633

Sommer C, Geber C, Young P, Forst R, Birklein F, Schoser B. Polyneuropathies. Journal List Deutsches Arzteblatt v. 115 (6) 2018 feb. PMC 5832891

Downloads

Download data is not yet available.