ბადურისა და ქორიოკაპილარების სიმკვრივის შეფასება ახლომხედველ ბავშვებში ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია-ანგიოგრაფიის მეშვეობით
PDF (English)

როგორ უნდა ციტირება

მესხი ს., შენგელია დ., & შენგელია ბ. (2023). ბადურისა და ქორიოკაპილარების სიმკვრივის შეფასება ახლომხედველ ბავშვებში ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია-ანგიოგრაფიის მეშვეობით . თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 56, 95–101. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/2287

ანოტაცია

ახლომხედველობა თანამედროვე ოფთალმოლოგიის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. მისი პროგრესირება და მასთან დაკავშირებული რიგი გართულებები მხედველობის შეუქცევადი დაქვეითებისა და სიბრმავის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია მსოფლიოში. სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა ელექტრულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება მიოპიას ხდის მხედველობის დაქვეითების უმთავრეს პრობლემად ბავშვებში. ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია-ანგიოგრაფიის (OCTA) განვითარებამ უზრუნველყო არაინვაზიური მეთოდით მსხვილი და წვრილი სისხლძარღვების მორფოლოგიური ცვლილებების შეფასება, რაც იძლევა ახლომხედველი ბავშვების ბადურის და ქორიოკაპილარების სიმკვრივის გამოკვლევის საშუალებას აქსიალურ ღერძთან კორელაციაში, რათა დადგინდეს მიოპიის დროს განვითარებული მოსალოდნელი პათოლოგიური ცვლილებები. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ბადურის შრეებისა და ქორიოკაპილარების სიმკვრივის,  ასევე, ამ ქსოვილების სისქის შეფასება ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია-ანგიოგრაფიის მეშვეობით და მისი კავშირის დადგენა სხვადასხვა ზომის თვალის წინა-უკანა ღერძთან ახლომხედველ   ბავშვებში. გამოკვლეულია მიოპიის მქონე 48 სუბიექტის  96 თვალი  და 20 ემეტროპი მოხალისეს 40 თვალი. მიოპების სფერული ეკვივალენტი იყო >-1,0- ზე მეტი, ემე-ტროპებისა კი - +0,5-დან 0,5-მდე. აქსიალური ღერძის სიგრძე - 24,58 მმ (SD±1,22) და 22,88 მმ (SD±0,65).  7-16 წლის პაციენტებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ კვლევაში გაიარეს სრული ოფთალმოლოგიური გამოკ-ვლევა. ბადურის და ქორიოკაპილარების სიმკვრივე გამოკვლეულ იქნა  SS-OCTA DRI Triton-ის მეშვეობით. მიღებული კვლევის შედეგების მიხედვით, ბადურას ზედაპირული სისხლძარღვების სიმკვრივე ნაკლებია მიოპიურ თვალებში, ვიდრე ემეტროპულ თვალში და კორელირებს აქსიალურ ღერძთან. საშუალო და მაღალი მიოპიის მქონე პაციენტებში ქორიოიდეა მნიშვნელოვნადაა გათხელებული, ვიდრე დაბალი ხარისხის მიოპიის მქონე პაციენტებში; ასევე, შეინიშნება ქორიოკაპილარების სიმკვრივის შემცირება საშუალო და მაღალი მიოპიის მქონე პაციენტებში  ზედა და ქვედა სეგმენტებში, და არა ნაზალურ და ტემპორულ რეგიონებში. ცხადია, მეტად მნიშვნელოვანია ასეთ პაციენტებზე ხანგრძლივი დაკვირვების განხორციელება მომავალში მიკროვასკულური  ცვლილებების განსაზღვრის მიზნით.

PDF (English)

წყაროები

Oxidative Stress in myopia. franciso, Bosch-morell. s.l.:Hindawi, 2015, Hindawi, p. 12.

Association between retinal microvasculature and optic disc alterations in high myopia. Chen, J. H. Q. 2019.

Association between optic nerve head deformation and retinal microvasculature in high myopia. sung, T. h. l. Misun. 2018.

Optical coherent tomography-angiography of peripapillary retinal blood flow response to hyperoxia. Pechauer, Y.J. D. H. Alex D.

Myopia: anatomic changes and consequences for its etiology. Jonas,. K. o.-m. S. P.-J. Jost b.

Myopia, axial length and oct charasteristics of the macula in Singaporean children. Luo,. H. 2016.

Assotiation between optic nerve heas deformation and retinal microvasculature in high myopia. Sung., T. H. L. MiSun. 2018.

In vivo mapping of the choriocapillaris in high myopia a wildfield ss-octa. masterpaqua,. P. V. E. B. Rodolfo. 2019.

A comparison of enhanced depth imaging oct of chorioidal thickness between different oct device. Hua, D. X. Siya.

Opticl coherence tomography-angiography of superficial retinal vessel density and foveal avascular zone in myopic children. Golebiewska,. K. B.-G. Joanna. 2019.

Reduced macular vascular density in myopic. Fan H,Chen HY, Ma HJ, Chang Z, Yin HQ, Ng DS. 2017, Chin Med,pp. 445-451.

Retinal microvascular network and microcirculation assessments in high myopia. Li M, Yang Y, Jiang H, Gregori G, Roisman L, Zheng F.

Quantitative OCT Angiography of the retinal microvasculature and the choriocapillaris in Myopic Eyes. AlSheikh M, hasukkijwatana N, Dolz-Marco R, Rahimi M, Iafe NA, Freund KB.

Vascular flow density in pathological myopia: an optical coherence tomography angiography study. Mo J, Duan A, Chan S, Wang X, Wei W.

Morphological changes of choriocapillaris in experimentally induced chick myopia. Hirata A, Negi A. 1998.

Vessel density, retinal thickness, and choriocapillaris vascular fow in myopic eyes on OCT angiog-raphy. Milani P, Montesano G, Rossetti L, Bergamini F, Pece A. 2018.

Retinal and choroidal thickness in myopic anisometropia. Vincent SJ, Collins MJ, Read SA, Carney LG.

Myopic anisometropia: ocular characteristics and aetiological considerations. Vincent SJ, Collins MJ, Read SA,Carney LG.

Quantitative OCT angiography of the retinal microvasculature and the choriocapillaris in myopic eyes. Al-Sheikh M, Phasukkijwatana N, Dolz-Marco R, Rahimi M, Iafe NA, Freund KB,.

all Changes in choroidal thickness varied by age and refraction in children and adolescents: a 1-year longitudinal study. Xiong S, He X, Zhang B, Deng J, Wang J, Lv M,.

Longitudinal changes in choroidal thickness and eye growth in childhood. Read SA, Alonso-Caneiro D, Vincent SJ, Collins MJ.

Optical coherence tomography angiography for the assessment of choroidal. Devarajan K, Sim R, Chua J, Wong CW, Matsumura S, Htoon HM.

MJ. Wide-feld choroidal thickness and vascularity index in myopes and emmetropes. Yazdani N, Ehsaei A,Hoseini-Yazdi H, Shoeibi N, Alonso-Caneiro D, Collins MJ.

Increased choroidal blood perfusion can inhibit form deprivation myopia in guinea pigs. Zhou X, Zhang S, Zhang G, Chen Y, Lei Y, Xiang J,.

Scleral hypoxia is a target for myopia control. Wu H,Chen W, Zhao F, Zhou Q, Reinach PS, Deng L,.

Downloads

Download data is not yet available.