კუსტარულად დამზადებული სურსათით გამოწვეული კვებითი მოშხამვები საქართველოში
PDF (English)

როგორ უნდა ციტირება

დარსანია თ., & გარუჩავა ნ. (2023). კუსტარულად დამზადებული სურსათით გამოწვეული კვებითი მოშხამვები საქართველოში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 56, 64–67. https://doi.org/10.52340/csw.2022.56.20

ანოტაცია

მსოფლიო ლიტერატურაში ვრცლადაა აღწერილი სახლის პირობებში დამზადებული სურსათით გამოწვეული კვებითი მოშხამვის შემთხვევები, რაც მიუთითებს დიასახლისებისა და ოჯახის სხვა წევრების მიერ პირადი სისუფთავისა და გარემოს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დარღვევებზე. კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა საქართველოს მოსახლეობის მიერ საკვებისმიერი მოშხამვებისა და დაავადებების რისკის ცოდნის დონე, შეგვეფასებინა მოსახლეობის ქცევა სურსათის შეძენის, შენახვის, დამუშავებისა და დამზადების ეტაპებზე და ყურადღება მიგვექცია სურსათის ნარჩენების მართვის პროცესისათვის. კვლევის ფარგლებში გამოვიყენეთ რესპონდენ-ტების პირდაპირი გამოკითხვის მეთოდი. კვლევამ გვიჩვენა, რომ მომხმარებლები ზოგჯერ არასწორად იქცევიან სურსათის გამოყენების ყველა ეტაპზე - სურსათის შეძენიდან დაწყებული საკვებად გამოსა-ყენებელი მზა პროდუქტის დამუშავების ჩათვლით, რაც გამომდინარეობს მომხმარებლის თავდაჯერებულობიდან, რომ მათ არაფერი დაემართებათ, ასევე, ამ საკითხებზე ცოდნის დეფიციტიდან. საქართველოში არსებული ცხოვრების არახელსაყრელი პირობები სახლში უვნებლობის წესების დაცვის შემაფერხებელი ფაქტორია. ასევე, გაფუჭებული და უხარისხო საკვების გადაგდების დაუშვებლობა, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ საკვებთან ერთად ყრიან მასზე დახარჯულ ფულსაც. სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მართვის სისტემა აწარმოებს სურსათის უვნებლობას მთელ კვებით ჯაჭვში - ფერმიდან ჩანგლამდე, მაგრამ აუცილებელია ამ საკით-ხებთან დაკავშირებით ცოდნის გავრცელება, რათა სურსათის ჰიგიენური ნორმები და უვნებლობა სახლის პირობებშიც იქნას დაცული.

https://doi.org/10.52340/csw.2022.56.20
PDF (English)

წყაროები

Aloysius G., Binu D. An approach to products placement in supermarkets using PrefixSpan algorithm. J. King Saud Univ. Comput. Inf. Sci. 2013;25:77–87. doi: 10.1016/j.jksuci.2012.07.001. [CrossRef] [Google Scholar]

Bilska B., Tomaszewska M., Ko³o¿yn-Krajewska D. Analysis of the behaviors of polish consumers in relation to food waste. Sustainability. 2020;12:304. doi: 10.3390/su12010304

Gówny Inspektorat Sanitarny (GIS) Stan Sanitarny Kraju W Roku 2017. Gówny Inspektorat Sanitarny; Warsaw, Poland: 2018. pp. 44–50.

M. Tomaszewska et al, Do polish consumers take proper care of hygiene while shopping and preparing meals at home in the context of wasting food? Int J Environ res Public Health. 2020; 17(6): 2074.

Jevšnik M., Hlebec V., Raspor P. Consumer awareness of food safety from shopping to eating. Food Control. 2008;19:737–745. doi: 10.1016/j.foodcont.2007.07.017

Kasza G., Szabó-Bódi B., Lakner Z., Izsó T. Balancing the desire to decrease food waste with requirements of food safety. Trends Food Sci. Technol. 2019;84:74–76. doi: 10.1016/j.tifs.2018.07.019.

Roccato A., Uyttendaele M., Cibin V., Barrucci F., Cappa V., Zavagnin P., Longo A., Catellani P., Ricci A. Effects of domestic storage and thawing practices on Salmonella in poultry-based meat preparations. J. Food Prot. 2015; 78:2117–2125. doi: 10.4315/0362-028X.JFP-15-048.

Stenger K.M., Ritter-Gooder P.K., Perry C., Albrecht J.A. A mixed methods study of food safety knowledge, practices and beliefs in Hispanic families with young children. Appetite. 2014; 83: 194–201. doi: 10.1016/j.appet.2014.08.034

Stenmarck Å., Jensen C., Quested T., Moates G. Estimates of European Food Waste Levels. IVL Swedish Environmental Research Institute; Stockholm, Sweden: 2016. Report of the Project FUSIONS Granted by the European Commission (FP7)

Thaivalappil A., Young I., Paco C., Jeyapalan A., Papadopoulos A. Food safety and the older consumer: A systematic review and meta-regression of their knowledge and practices at home. Food Control. 2020; 107:106782. doi: 10.1016/j. foodcont. 2019.106782

Tomaszewska M., Trafia³ek J., Suebpongsang P., Kolanowski W. Food hygiene knowledge and practice of consumers in Poland and in Thailand—A survey. Food Control. 2018;85:76–84. doi: 10.1016/j.foodcont. 2017.09.022. [CrossRef] [Google Scholar]

https://www.ncdc.ge/#/pages/file/e6187208-0a3f-4026-a25e-d72fa93ec51a

https://www.who.int/en/news-room/fact-sheets/detail/food-safety

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...