ანოტაცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება წარმოადგენს თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე უფრო პრობლემურ მდგომარეობას მისი ჭარბად და არამართებულად გამოყენების გამო. მართალია, იგი დაავადებად არ განიხილება, თუმცა აზიანებს პიროვნების ფუნქციობის ბევრ სფეროს, მათ შორის მის სოციალურ და აკადემიურ აქტივობას, რაც საბოლოოდ ნეგატიურად აისახება მისი სიცოცხლის ხარისხზე. არსებობს კვლევათა სერია იმ ნეიროანატომიური სუბსტრატების გამოვლენის შესახებ, რომელნიც შესაძლოა მონაწილეობდეს ინტერნეტ-დამოკიდებულების განვითარებაში, თუმცა აღნიშნული მდგომარეობის სარწმუნო ბიომარკერი ჯერ კიდევ დადასტურებული არ არის. გამოკვლეულ იქნა ინტერნეტ-დამოკიდებულების მქონე 64 ბავშვი (33 საკვლევი და 31 საკონტროლი ჯგუფი). ყველა მათგანს ჩაუტარდა გამოწვეული პოტენციალების რეგისტრაცია. დადგინდა, რომ ინტერნეტ-დამოკიდებულ ბავშვებში ადგილი აქვს გამოწვეული პოტენციალების მოგვიანებითი პასუხის (P300-ის) ცვლილებებს. კერძოდ, აღინიშნება მისი ამპლიტუდის შემცირება და ლატენციის ზრდა. ამრიგად, აღნიშნული პარამეტრები შესაძლოა გამოყე-ნებული იქნას ინტერნეტ-დამოკიდებულების პოტენციურ ბიომარკერად.
წყაროები
Heinz A, Romanczuk-Seiferth N et al. Gambling Disorder, Springer, 2019.doi.org/10.1007/978-3-030-03060-5.
Koob GF, Le Moal M. Drug abuse: hedonic homeostatic dysregulation. Science 1997; 278 (5335):52-8.
American Psychiatric Association. Diagnostic and statistical manual of mental disorders (DSM-5). Washington, DC and London. American Psychiatric Publishing; 2013.
Black DW, Smith M, Forbush K et al. Neuropsycho-logical assessment of attention problems in pathological gambling. Journal of Addiction Research and Therapy, 2013; 21:216-26.
Slutske W, Richmond-Rakerd L. A closer look at the evidence for sex differences in the genetic and environmental influences on gambling in the National Longitudinal Study of Adolescent health: from disordered to ordered gambling. Addiction 2014; 109 (1):120-7.
Zhou Y, Lin FC, Du YS, Qin LD, Zhao ZM, Xu JR et al. Gray matter abnormalities in Internet addiction: a voxel-based morphometry study. European Jounal of Radiology. 2011; 79(1): 92-95.
Park M, Kim J et al. Differnetial neurophysiological correlates of information processing in Internet gaming disorder and alcohol use disorder measured by event-related potentials. Scientific reports, 2017. doi:10.1038/s41598-017-09679-z.
Luck S, Woodman J et al. Event-Related Potentials Study in attention. Trends in Cognitive Sciences, 2000, 4(11), 432-440.
Kim J, Son J et al. Neural responses to various rewards and feedback in the brains of adolescent Internet addicts detected by functional magnetic resonance imaging. Psychiatry and Clinical Neurosciences, doi.org/10.1111/pcn.12154.
Kim S, Kim M et al. Increased Attentional Bias Toward Visual Cues in Internet Gaming Disorder and Obsessive-Compulsive Disorder: An Event-related Potential Study. doi.org/10.1111/pcn.12154.