შიგელოზის კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებები საქართველოში XXI საუკუნის დასაწყისში (ვ. ბოჭორიშვილის კლინიკის მასალის მიხედვით)
PDF (English)

როგორ უნდა ციტირება

Javakhadze, M., შავრეშიანი ფ., ლაშქარაშვილი მ., დიდბარიძე თ., & კორინთელი ი. (2026). შიგელოზის კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებები საქართველოში XXI საუკუნის დასაწყისში (ვ. ბოჭორიშვილის კლინიკის მასალის მიხედვით). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 53, 141–144. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/4613

ანოტაცია

XXI საუკუნეში, მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებების (ინფექციის კონტროლის გაუმჯობესება; აქტიური, პასიური იმუნიზაცია) მიუხედავად, ინფექციური დაავადებებით ავადობა კვლავ მაღალია და, მათ შორის, მაღალია ბაქტერიული ნაწლავური ინფექციების ხვედრითი წილიც. ბოლო წლებში, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, მნიშვნელოვნად მოიმატა შიგელოზის შემთხვევებმა, უპირატესად ბავშვებში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 2016-2018 წწ-ში, 0-15 წლის ასაკში ინფექციური დაავადებით ჰოსპიტალიზებულთა 56,1%-ს ჰქონდა ნაწლავური ინფექცია, ეს მაჩვენებელი წლამდე ასაკის ბავშვებში 64,1% იყო. აქედან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია დიარეის ბაქტერიულ პათოგენთა გავრცელების პრევენცია.

PDF (English)

Downloads

Download data is not yet available.