სარედაქციო პოლიტიკა

  1. ზოგადიდებულებები

ა. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „სოციოპოლიტოLOGOS არის ღია წვდომის სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც  გამოიცემა წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ;

ბ. ჟურნალი მოიცავს სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულებებს;

გ. ჟურნალი არის ღიად ხელმისაწვდომი გამოცემა, რაც გულისხმობს, რომ მისი ნახვა შეუძლია მომხმარებელს ყოველგვარი დამატებითი გადასახადის ან რეგისტრაციის გარეშე. მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ, ჩამოტვირთონ, გაავრცელონ ან სხვა კანონიერი მიზნით გამოიყენონ ჟურნალი და მასში განთავსებული ნაშრომები გამომცემლის ან ავტორების წინასწარი თანხმობის გარეშე, სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული Creative Commons ლიცენზიის პირობების შესაბამისად (იხ. საავტორო უფლებების საკითხი).

 ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომების ტიპები
ა. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში „სოციოპოლიტოLOGOS  შეიძლება გამოქვეყნდეს შემდეგი სახის ნაშრომები:
✓ აკადემიური ნაშრომი/სამეცნიერო სტატია;

  1. ჟურნალისათვისნაშრომების სტატიების შერჩევის წესი
    ჟურნალში გამოსაქვეყნებლად ნაშრომების პირდაპირი მიწოდება ხდება სარედაქციო კოლეგიის ან რედაქტორისათვის.
  2. ნაშრომისშესარჩევად პირდაპირ მიწოდების წესი
    ა. ავტორმა უნდა მიაწოდოს რედაქციას ნაშრომი ელ.ფოსტის საშუალებით sociopolitologos@gtu.ge. ნაშრომს უნდა ახლდეს: სათაური, ავტორის /ავტორების სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა, სამეცნიერო ხარისხი, ელ. ფოსტა, აბსტრაქტი, საკვანძო სიტყვები (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
    ბ. ავტორმა უნდა მიაწოდოს რედაქციას ავტორის ღია იდენტიფიკატორი: Orcid-16 ციფრიანი უნიკალური კოდი

გ. რედაქტორის მიერ შერჩეული სტატიების ავტორებს ელ.ფოსტის sociopolitologos@gtu.ge მეშვეობით გადაეგზავნებათ დასტური, რის შემდეგ ავტორმა/ავტორებმა სტატიები უნდა წარმოადგინონ ელ. ფოსტის საშუალებით;
დ. ავტორის მიერ უნდა მოხდეს რედაქციისათვის დასრულებული, ტექნიკური და ენობრივი თვალსაზრისით გამართული ტექსტის მიწოდება;
ე. სარედაქციო კოლეგია არ არის ვალდებული განიხილოს ჟურნალის მოთხოვნების მიხედვით გაუფორმებელი ნაშრომის გამოქვეყნების საკითხი.

  1. ნაშრომისშერჩევის წესი
    ა. პლაგიატის არ არსებობის შემთხვევაში, ნაშრომების შერჩევას ახდენს რედაქტორი და წარუდგენს რეცენზენტებს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად;
    ბ. ნაშრომი შეირჩევა სარედაქციო კოლეგიის მიერ ფარული რეცენზირების წესით.
  2. ნაშრომებისგამოქვეყნების საკითხის გადაწყვეტა
    ა. შერჩეული ნაშრომების ავტორებს კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით sociopolitologos@gtu.ge
  3. სტატიისშინაარსობრივი სტანდარტები
    ა. ნაშრომის მიზანს უნდა წარმოადგენდეს დარგში არსებული საკითხის გავრცობა ან ახალი საკითხის წამოჭრა, მასში უნდა იყოს მოცემული მყარი არგუმენტები და დასაბუთებული მოსაზრებები;
    ბ. ნაშრომში კვლევის მეთოდოგოლია სრულად უნდა იყოს დაცული.

არქივის პოლიტიკა

ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა სტატიის შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სტატიები ინახება მულტიდისციპლინურ საგამომცემლო პლატფორმაზე https://journals.4science.ge