გლობალიზმის საერთო გამოწვევები და შრომის სამყაროს ევოლუცია უთანასწორო ეკონომიკური ინტერნაციონალიზაციის ტენდენციების ფონზე
DOI:
https://doi.org/10.52340/splogos.2026.01.25საკვანძო სიტყვები:
გლობალიზმი, შრომის სამყარო, უთანასწორო ეკონომიკური ინტერნაციონალიზაცია, ტრანსნაციონალური კორპორაციები, ეკონომიკური უთანასწორობაანოტაცია
სტატიაში განხილულია გლობალიზაცია, როგორც საკაცობრიო მასშტაბის რთული, მრავალწახნაგოვანი და წინააღმდეგობრივი პროცესი. ავტორი აანალიზებს გლობალიზაციის ისტორიულ ფესვებს (კოლონიალიზმიდან თანამედროვე ფორმებამდე), მის კონცეპტუალურ დებატებს გლობალისტებსა და სკეპტიკოს/ანტიგლობალისტებს შორის, ეკონომიკურ უთანასწორობას, ტრანსნაციონალური კორპორაციების (კორპორატოკრატიის) მზარდ გავლენას და შრომის სამყაროს ევოლუციას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გლობალური ეკონომიკური ინტერნაციონალიზაციის უარყოფით შედეგებს − შრომის ექსპლუატაციას, უთანასწორობის გაღრმავებასა და სოციალურ დისბალანსს. სტატიის დასკვნით ნაწილში ხაზგასმულია გლობალური სოციალური დიალოგისა და საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის როლი, როგორც გლობალიზაციის უარყოფითი მხარეების შემამსუბუქებელი და უფრო სამართლიანი მოდელის ჩამოყალიბების მექანიზმი.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
“Globalization” The Human Conzequences / ZYGMUNT BAUMAN, „გლობალიზაცია“ ადამიანის შედეგები / სოციოლოგი − ზიგმუნტ ბაუმანი, დიდი ბრიტანეთი, ოქსფორდი / კემბრიჯი 1998 წ.;
AIInews.ge − „ზოგიერთი კორპორაცია ზოგ ქვეყანას უკვე უთანაბრდება, როგორც შემოსავლებით, ისე საზოგადოებრივ აზრზე გავლენით − როგორ შეიძლება შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი?“, რუბრიკა − მსოფლიო 22.01.2021 წ. / 10:14, https://www.allnews.ge/msoplio/ 166153-zogierti-korporacia-rig-kveqnebs-ukve-utanabrdeba-rogorc-shemosavlebit-ise-sazogadoebriv-azrze-gavlenit-rogor-sheizleba-sheicvalos-msoplio-cesrigi/.
Globalizations, 1945-2011 / Volume 4: / The Sources of Social Power / MICHAEL MANN, „გლობალიზაცია“ სოციალური ძალაუფლების წყაროები / სოციოლოგი − მაიკლ მანი, კალიფორნიის უნივერსიტეტი / კემბრიჯი, 2013 წ.;
აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (“EECMD“), − პოლიტიკა და დემოკრატია, გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი, 2020 წ.;
სასწავლო სახელმძღვანელო წიგნი − გლობალური გეოგრაფია, ავტორები − ზურაბ დავითაშვილი, ნოდარ ელიზბარაშვილი, თავი I − „გლობალიზაცია“ 1.1. „გლობალიზაციის ცნება / გლობალიზაციის ინდექსი“ (გლობალიზაციის არსი და ნიშნები, გლოკალიზაცია), თბილისი, 2012 წ.;
საქართველოს პირველი არხი 1TV.GE / 42° პარალელი / საზოგადოებრივი მაუწყებელი / რუბრიკა − დისკურსი & ინტერპრეტაცია / „გლობალიზაციის ექსპოზიცია“ − რუბრიკაში საუბარია გლობალიზაციის რაობაზე, როგორც სოციალური პროცესის, მდგომარეობისა და ეპოქის შესახებ, გადაცემა 42° პარალელის ანალიტიკოსი − მკვლევარი ბაქარ ბერეკაშვილი, თბილისი 28.10.2020 წ. https://youtu.be/8UKz_ohf7Ao?si=jM-n7EavUYyy59d3;
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება / საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე − საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე, გეგმა/სახელმძღვანელო/პრეზენტაცია „გლობალიზაცია“, პროფკავშირების სასწავლო ცენტრი, ქობულეთი 2016 წ.;
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება / საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე − რაისა ლიპარტელიანი, გეგმა / სახელმძღვანელო / პრეზენტაცია „სოციალური დიალოგი“ / „ყოვლისმომცველი შრომის ბაზარი საქართველოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად“, პროფკავშირების ქართულ-ავსტრიული სკოლა, თბილისი 2020 წ.;
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კულტუროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, წიგნი − საერთაშორისო ურთიერთობები და საქართველო, თავი „გლობალიზაცია და ეროვნული ფენომენი“, გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, თბილისი, 2018 წ.;
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, წიგნი − საერთაშორისო ურთიერთობების თეორია (სოციალურ მეცნიერებათა სერია − სალექციო კურსი), ლექცია XIII „გლობალიზაცია“, თბილისი, 2006 წ.;



