შავი ზღვის სრუტეების მნიშვნელობა თურქეთის რეგიონულ და საერთაშორისო პოლიტიკაში (მონტრეს კონვენციის გათვალისწინებით)
DOI:
https://doi.org/10.52340/splogos.2025.02.14საკვანძო სიტყვები:
თურქეთი, მონტრე, კონვენცია, პოლიტიკა, რეგიონიანოტაცია
თურქეთი შავი ზღვის სრუტეებს ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ჯერ კიდევ რესპუბლიკად გამოცხადებამდე ეს ქვეყანა ცდილობდა აღნიშნულ სრუტეებზე სუვერენიტეტის მოპოვებას, რაც გარკვეულწილად მოახერხა ლოზანის კონფერენციით. თურქეთმა შავი ზღვის სრუტეებზე სუვერენიტეტი განიმტკიცა მონტრეს კონვენციით, რომლის ძირითადი პირობებიც დღემდე მოქმედებს. თურქეთის პოზიციების განმტკიცება სრუტეებზე მიუღებელი იყო საბჭოთა კავშირისათვის, რის გამოც, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მონტრეს კონვენციის გადასინჯვის მცდელობებს. მიუხედავად ამისა, თურქეთმა შეძლო მიღწეული შედეგების შენარჩუნება. შავი ზღვის სრუტეები, რომელსაც ამ ქვეყნის ხელისუფლება ,,თურქეთის სრუტეებად“ მოიხსენიებს, ცივი ომის დასრულების შემდეგაც კვლავ თურქეთის გავლენის ქვეშ დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შავიზღვისპირა ქვეყნების რიცხვი გაიზარდა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში თურქეთმა, მონტრეს კონვენციის დებულებების საფუძველზე, უარი განაცხადა ამერიკული სამხედრო ხომალდების შავ ზღვაში შემოსვლაზე, რადგან მათი წყალწყვა კონვენციით დადგენილ ტონაჟის ლიმიტს აჭარბებდა. ეს ფაქტი ნათლად მიუთითებს მის გავლენას სრუტეებზე. რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში თურქეთი კვლავ ახერხებს თავისი პოზიციების შენარჩუნებას სრუტეებზე და ამით ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისინი (,,თურქეთის სრუტეები“) ამ ქვეყნისათვის. იგი აქცენტს აკეთებს მონტრეს კონვენციის დაცვის აუცილებლობაზე როგორც შავი ზღვის, ასევე არაშავიზღვისპირა ქვეყნებისათვის. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თურქეთის ხელისუფლება ცდილობს ბოსფორისა და დარდანელის სახელწოდებად დამკვიდრდეს ,,თურქეთის სრუტეები“, რაც მიუთითებს მათ უდიდეს მნიშვნელობაზე თურქეთის, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო პოლიტიკაში.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
კილაძე ს. სევრის ხელშეკრულება-,,დიდი სომხეთის“ კონტურები, თურქეთის დიდი უკმაყოფილება და ისტორიული დოკუმენტის მნიშვნელობა საქართველოსთვის, https://www.ambebi.ge/article/247599-sevris-xelshekruleba-didi-somxetis-konturebi/
კოპალიანი ნ. თურქეთის რეგიონული ინტერესები, სტამბოლის არხი, საქართველო - ირანის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი მეექვსე საერთაშორისო კონფერენციის შრომები, თბილისი, 2022.
სვანიძე მ. ,,თურქეთის ისტორია 1923-2000წწ.’’,თბილისი, 2005
Batiashvili Z. ,,The Montreux convention and its importance for Georgia’’, Tbilisi, 2021
Nevitt, M. The Russia-ukraine conflict, the black sea, and the Montreux convention’’, 2022
Ogutcu M. Revising the Montreux convention’’, 2018
Turkish reply to the USSR on the revision of the Montreux Convention, University of California Press, 1951
Turkish straits crisis, https://en.wikipedia.org/wiki/Turkish_straits_crisis



