მოტივაციის არსი და მასზე მოქმედი ფაქტორები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
DOI:
https://doi.org/10.52340/splogos.2025.06საკვანძო სიტყვები:
მოტივაცია, მოტივაციის მექანიზმები, სტრატეგია, პერსონალი, პერსონალის მართვაანოტაცია
ნაშრომი ეხება პერსონალის მოტივაციის როლს, მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევებს, რომელიც ვლინდება ზოგადსაგანმანმანათლებლო დაწესებულებებში. ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატებულ მართვას და მიზნების მიღწევას განაპირობებს პერსონალი მიერ შესრულებული სამუშაო. ნაშრომში ხაზგასმულია მასწავლებლისთვის მოტივაციის აუცილებლობა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის წარმატებისთვის ნებისმიერი რგოლის მოტივაცია მეტად მნიშნელოვანია, თუმცა მასწავლებლის როლი, განმსაზღვრელი ასპექტია სკოლის სისტემაში. პედაგოგი ახორციელებს იმ მთავარ მიზანს, რასაც სკოლა ემსახურება - ცოდნის გადაცემას მომავალ თაობისთვის. ამიტომ, მასწავლებლის შრომითი კმაყოფილება და მისი მოტივაციის მაღალი დონე განაპირობებს სამუშაოს ეფექტიანობას. შესაბამისად, პერსონალის მართვის სწორი სტრატეგიები, მოტივაციის და მისი საქმიანობის შეფასება უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია პერსონალის სამუშაოს შეფასების სისტემაზე და მისი შედეგების გამოყენების აუცილებლობაზე მოტივაციის პროცესში. ნაშრომის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა მოტივაციის თავისებურებების ანალიზი და მისი მნიშვნელობა სასურველი მიზნის მიღწევის პროცესში. სამაგიდო კვლევის საფუძველზე, განხილულ იქნა, პერსონალის მოტივაციის ასპექტები, ამ საკითხზე არსებული ლიტერატურა და სამართლებრივი აქტები. არსებულმა ნაშრომებმა და სიღრმისეულმა ინტერვიუებმა, ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებებში არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების დადგენის საშუალება მოგვცა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბერიძე, რ. (2011). ადამიანური რესურსების მენეჯმენტი. თბილისი.
პაიჭაძე, ნ. (2019). ადამიანური რესურსების მართვა. თბილისი: ივერიონი
გვენცაძე, ნ. (2008) ადამიანური რესურსების მართვა. " თბილისი: ტექნიკური უნივერსიტეტი
შუბლაძე, გ. მღებრიშვილი, ბ. წოწკოლაური, ფ.(2008) მენეჯმენტის სფაუძვლები. თბილისი:"უნივერსალი"
ოუენსი, რ.ჯ. ვალესკი, თ.ს. ორგანიზაციული ქცევა განათლებაში. 10-ე გამოცემა. განათლების მართვის პროექტი
Amstrong, M. (2000). "Performance Management". Kogan Page.
Spitzer, D. (2007). "Transforming Performance Management". American Management Association.
საქართველოს მთავრობის დადგენილება N390 2020 წლის 26ივნისი."მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებაში ცვილებების შეტანის თაობაზე.
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასება 2023. (საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი)



