ინტერპოლის, როგორც მთავრობათაშორისი ორგანიზაციის როლი საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში − ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ინსტიტუციური და ტექნოლოგიური ჩარჩო
DOI:
https://doi.org/10.52340/splogos.2026.01.02საკვანძო სიტყვები:
გლობალური მმართველობა, ტრანსნაციონალური უსაფრთხოება, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსი, ინსტიტუციური ტრანსფორმაციაანოტაცია
წინამდებარე სტატია მიმოიხილავს ორგანიზაცია „INTERPOL“-ის სტატუსს გლობალური მმართველობის კონტექსტში და აღწერს, თუ როგორ ჩამოყალიბდა ორგანიზაცია ტრანსნაციონალური უსაფრთხოების მნიშვნელოვან აქტორად XXI საუკუნეში. მიუხედავად იმისა, რომ „INTERPOL“ კლასიკური საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე არ დაფუძნებულა, იგი პრაქტიკულად სრულფასოვნად ასრულებს მთავრობათაშორისი ორგანიზაციის ფუნქციებს და აღიარებულია სწორედ ამ სტატუსით სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „INTERPOL“-ის ტრანსფორმაციას ქსელურ და მონაცემებზე დაფუძნებულ ინსტიტუციად. თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ბიომეტრიული მონაცემებისა და გლობალური საინფორმაციო სისტემების გამოყენებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა „INTERPOL“-ის შესაძლებლობები. ორგანიზაცია წარმოადგენს გლობალური მმართველობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს, რომელიც აყალიბებს უსაფრთხოების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ახალ მოდელს. ეს მოდელი ეფუძნება სახელმწიფოთა შორის ნდობაზე დამყარებულ კოლაბორაციას, ცოდნის გაზიარებასა და საერთო პასუხისმგებლობას, რაც თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარ საფუძვლად გვევლინება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Calcara, G. (2021). Balancing international police cooperation: The problematic aspects of INTERPOL’s governance. Liverpool Law Review, 42(1), 1–19. https://doi.org/10.1007/s10991-020-09266-9;
European Parliament. (n.d.). International police cooperation and INTERPOL;
INTERPOL. (2022–2025). Cybercrime global strategy: Reducing the global impact of cybercrime and protecting communities for a safer world. https://www.interpol.int;
INTERPOL. (2025). UN International Day of Police Cooperation 2025: ICT and AI in policing. https://www.interpol.int/Who-we-are/Our-partners/International-organization;
INTERPOL. (2026). Strategic framework 2026–2030. https://www.interpol.int/en/Who-we-are/Strategic-Framework;
INTERPOL. (n.d.). About INTERPOL. https://www.interpol.int/Who-we-are/What-is-INTERPOL;
INTERPOL. (n.d.). INTERPOL and the United Nations: Priorities for cooperation;
TechRadar Pro. (2026, January 15). Massive INTERPOL operation takes down thousands of cybercrime servers worldwide. https://www.techradar.com/pro/security/massive-interpol-operation-takes-down-45-000-ip-addresses-and-leads-to-94-arrests.



