საგამომცემლო პოლიტიკა
გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ხელნაწერი მანამდე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული.
PIG დიდი პასუხისმგებლობით განიხილავს საავტორო უფლებების დარღვევას, პლაგიატს ან გამოცემის პრაქტიკის ნებისმიერ სხვა დარღვევას. ჩვენი უპირველესი მიზანია დავიცვათ ჩვენი ავტორების უფლებები და, აგრეთვე, ჟურნალის რეპუტაცია ნებისმიერი არაეთიკური ქმედებისგან. თუ აღმოჩნდება, რომ სტატია წარმოადგენს პლაგიატს ან შეიცავს საავტორო უფლებებით დაცულ მასალას სათანადო ნებართვის გარეშე, ან თუ არსებობს დავა სტატიის ავტორობასთან დაკავშირებით, ჟურნალის რედაქციას აქვს უფლება მიიღოს სხვადასხვა ზომები. ეს შეიძლება მოიცავდეს შესწორებების გამოქვეყნებას, სტატიის უკან დაბრუნებას, საკითხის განხილვას საავტორო დაწესებულების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, შესაბამის აკადემიურ ორგანოებთან ან საზოგადოებებთან დაკავშირებას ან, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი ქმედებების განხორციელებას.
ავტორებმა უნდა უზრუნველყონ საავტორო უფლებების მფლობელისგან, ადრე უკვე გამოქვეყნებული ნებისმიერი სურათის, ცხრილის ან ვრცელი ციტატის გამოყენების ნებართვის მიღება.
წარმოდგენილი ხელნაწერები ეგზავნება სარედაქციო კოლეგიის მთავარ რედაქტორს. იგი, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ხელნაწერს გადასცემს რეცენზენტს. PIG იყენებს ცალმხრივ ბრმა შეფასების პროცესს. დეტალური ინფორმაცია განხილვის პროცესის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ „სტატიის შეფასების სისტემაში“.
ყველა ავტორმა ხელნაწერში უნდა მიუთითოს თავისი ORCID ნომერი.