გაიდლაინი
- სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, ხოლო გაფართოებული რეზიუმე - ქართულ ენაზე.
- სტატიის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 15 გვერდს, მ.შ. მოკლე რეზიუმე, გაფართოებული რეზიუმე, გრაფიკული მასალა, ცხრილები და ლიტერატურის სია.
- სტატია უნდა გაფორმდეს შემდეგი სახით (ქვემოთ იხ. ნიმუში):
- შრიფტი - Sylfaen;
- სათაური - შრიფტის ზომა 12, დიდი ასოებით, მუქი (ბოლდი); ქვესათაურები - შრიფტის ზომა 11, დიდი ასოებით; სათაური უნდა გამოხატავდეს სტატიის შინაარსს; ის არ უნდა შეიცავდეს აკრონიმებსა და აბრევიატურებს;
- ავტორი (ავტორები) - შრიფტის ზომა 12, ბოლდი;
- სამუშაო ადგილი - შრიფტის ზომა 11, კურსივი (დახრილი);
- მოკლე რეზიუმე (50 სიტყვამდე), შრიფტის ზომა 11, ინტერვალი 1; რეზიუმე უნდა იწყებოდეს სტატიის სათაურითა და ავტორებით (ბოლდი);
- საკვანძო სიტყვები: არა უმეტეს 5 სიტყვისა ან გამოთქმისა, რომელიც ერთმანეთისგან წერტილ-მძიმით უნდა იყოს გამოყოფილი;
- გაფართოებული რეზიუმე - 2 გვერდამდე, შრიფტის ზომა 11, ინტერვალი - 1,15.
- ძირითადი ტექსტი - A4, შრიფტი 11, ინტერვალი - 1,15, აბზაცი - 10 მმ; არეები: ზედა - 25 მმ, ქვედა – 25 მმ, მარცხენა – 35 მმ და მარჯვენა – 20 მმ.
- ძირითადი ტექსტი უნდა მოიცავდეს ქვეთავებს მოკლე და იმფორმაციული ქვესათაურებით. ესენია:
- შესავალი, რომელიც უნდა ასახავდეს სტატიის ძირითად შინაარს;
- შესასწავლი ობიექტის მოკლე გეოლოგიური დახასიათება; ასევე, ნებისმიერი წინა პუბლიკაცია, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ეხება სტატიაში განხილულ საკითხებს, უნდა იყოს ციტირებული და მოკლედ შეჯამებული;
- მეთოდოლოგია და მასალები; ამ ქვეთავში აღწერილი უნდა იყოს კვლევის ყველა საფეხური ან პროცედურა, ასევე ხელსაწყოები და აპარატურა, რომელიც გამოიყენებულია მონაცემთა მოსაპოვებლად.
- დისკუსია, სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს მსჯელობა კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების შესახებ;
- დასკვნა, სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს კვლევის საბოლოო შედეგები.
- ცხრილი წარმოდგენილი უნდა იყოს ზემოთ აღნიშნული არეების დაცვით, შრიფტის ზომა 9 ან
- გრაფიკული მასალის ქვეწარწერებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს შრიფტი 10; სურათის ან ცხრილის ნომერი (ფრჩხილებში) მითითებული უნდა იყოს ტექსტში სათანადო ადგილას, მაგ.: (Fig. 1) ან (Table 1).
- გრაფიკული მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს მაღალი რეზოლუციის Tiff და JPG ფაილების სახით. უხარისხო გრაფიკული მასალა არ მიიღება.
- ლიტერატურის სია უნდა დალაგდეს ანბანის მიხედვით; მითითებული უნდა იყოს ჯერ ავტორის/ავტორების გვარი და ინიციალები, შემდეგ წელი ფრჩხილებში, სტატიის სათაური, ჟურალის/წიგნის დასახელება და სტატიის გვერდები; ლიტერატურა ტექსტში აღნიშნული უნდა იყოს ავტორის/ავტორების და წლის მითითებით ფრჩხილებში, მაგალითად: (Taylor, 1999). ერთი, ორი ან სამი ავტორის შემთხვევაში, მიეთითება ყველა მათგანი, ოთხის და მეტის შემთხვევაში კი - მხოლოდ პირველი ავტორი, მაგ.: (Alther et al., 2000).
- სტატია წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული სახით.
- ყველა სტატია გაივლის რეცენზირებას.
მთავარი საკონტაქტო პირი: ქ. გაბარაშვილი, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი
ტელ: 577 30 11 42.; E-mail: ajig1925@gmail.com qgabarashvili@yahoo.com
სტატიის გაფორმების ნიმუში:
GEOCHEMISTRY OF VARISCAN GRANITOIDS
OF THE GREATER CAUCASUS
- Shengelia*, N. Poporadze**, R. Vekua*
*Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Alexandre Janelidze Institute of Geology
**Georgian TechnicalUniversity
Abstract. The Caucasus represents complicated polycyclic geological structure involving mountain foldsystems of the Greater and Lesser Caucasus and adjacent fore deeps and intermountain troughs....
Key words: the Greater Caucasus; geochemistry; Variscan granitoids.
საკვანძო სიტყვები: კავკასიონი; გეოქიმია; ვარისკული გრანიტოიდები.
გაფართოებული რეზიუმე
კავკასიონის ვარისკული გრანიტოიდების გეოქიმია. დ. შენგელია, ნ. ფოფორაძე, რ. ვეკუა. კავკასია წარმოადგენს რთულ პოლიციკლურ გეოლოგიურ სტრუქტურას, რომელიც მოიცავს კავკასიონისა და მცირე კავკასიის მთათა ნაოჭა სისტემებს, მომიჯნავე განაპირა როფებსა და მთათაშუა როფს....
INTRODUCTION
The Caucasus represents complicated polycyclic geological structure involving mountain foldsystems of the Greater and Lesser Caucasus and adjacent fore deeps and intermountain troughs....
Table 1.
Composition of hornblende-bearing granitoids of the Elbrus subzone
№ |
SiO2 |
TiO2 |
Al2O3 |
Fe2O3 |
FeO |
MnO |
CaO |
MgO |
P2O5 |
Na2O |
K2O |
H2O+ |
259 |
46.5 |
0.41 |
9.42 |
2.12 |
8.90 |
0.18 |
10.20 |
18.40 |
0.16 |
2.0 |
0.7 |
0.15 |
260 |
50.0 |
1.00 |
18.70 |
2.76 |
5.96 |
0.15 |
8.75 |
5.47 |
0.20 |
2.9 |
2.3 |
0.22 |
662 |
46.0 |
0.31 |
8.12 |
2.28 |
8.47 |
0.21 |
10.70 |
19.70 |
0.13 |
1.9 |
0.6 |
0.17 |
6085 |
54.5 |
0.89 |
17.80 |
2.40 |
5.24 |
0.13 |
7.42 |
3.88 |
0.33 |
4.0 |
2.0 |
0.16 |
Plagiognaisses – 259, 260 (Nenskra River gorge), 662, 6085 (Nakra River gorge)
REFERENCES
Gamkrelidze I., Shengelia D. (1998). New data on the interrelation and age of the Dzirula crystalline massif constituting rocks//Bull. Acad. Sci. of Georgia, vol. 158, N1, pp. 93-96.