სარედაქციო პოლიტიკა

სტატიის წარდგენა PIG-ში გადის პირველად განხილვას, რათა დადგინდეს, რომ ხელნაწერის წარდგენა განხორციელდა სრულად. შემდეგ იგი გადაეგზავნება მთავარ რედაქტორს შეფასებისთვის. როგორც წესი, რეცენზირება უტარდება ყველა სტატიას, რაც გულისხმობს მინიმუმ ერთი დამოუკიდებელი და გამოცდილი რეცენზენტის მიერ ხელნაწერის შეფასებას.

PIG მკაცრად კრძალავს ავტორის მიერ რეკომენდებული რეცენზენტების გამოყენებას.

მთავარი რედაქტორი განსაზღვრავს, დაექვემდებაროს თუ არა ხელნაწერი რეცენზირებას. იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს რაიმე სახის ინტერესთა კონფლიქტი კონკრეტული ხელნაწერის ავტორთან/ავტორებთან, მაშინ დაინიშნება სარედაქციო კოლეგიის სხვა წევრი,  რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ამ ხელნაწერის შეფასების პროცესს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, რედაქტორები მხედველობაში მიიღებენ რეცენზენტების შეფასებებს, მაგრამ ისინი არ არიან ვალდებულნი მიემხრონ მათში მოცემულ მოსაზრებებს ან შეხედულებებს. ავტორებს აქვთ უფლება გაეცნონ რეცენზენტების შეფასებებს.