მიწისქვეშა მტკნარი წყლის რესურსების მართვა საქართველოში - არსებული გამოწვევები და პერსპექტივები

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/pajig.2026.137.13

საკვანძო სიტყვები:

fresh groundwater, hydrogeological monitoring, sustainable management

ანოტაცია

მიწისქვეშა მტკნარი წყლის რესურსების მდგრადი მართვა თანამედროვე ჰიდროგეოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს გამო­წ­ვევას წარმოადგენს. მსოფლიოს მასშტაბით მტკნარი წყლის რესურსებზე მზარდი მოთხოვ­ნილება, კლიმატის გლობალური ცვლილება და გარემოზე ტექნო­გე­ნური ზემოქ­მედება მიწისქვეშა წყლების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის აუცილებლობას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც დასახლებული პუნქტების სასმელ-საყოფაცხოვრებო წყალმო­მა­რაგების 95%-ზე მეტი მიწისქვეშა წყლების ბაზაზე ხორციელდება. ამ რესურსის განსა­კუთრებული მნიშვნელობის მიუხედავად, საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი წყლის რესურსების­ თანამედროვე და კომპლექსური შეფასება მრავალი წელია არ განხორ­ციე­ლებულა და არსებული მონაცემები, ძირითადად, XX საუკუნის 90-იან წლებამ­დე ჩატარე­ბულ კვლევებს ეყრდნობა. მიწისქვეშა წყლების ექსპლუ­ატაცია სისტემური დაგეგმვისა და სათანადო კონტროლის გარეშე მიმდინარეობდა, რაც დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამასთან, აღნიშნული პერიოდიდან მნიშვნელოვ­ნად გაიზარ­და სასმელ-სამეურ­ნეო წყალზე მოთხოვნილება. ამავე პერიოდიდან ასევე შეწყდა ცენტრა­ლიზებული ჰიდროგე­ოლოგიური მონიტო­რინგი, რის შედეგადაც დღეისთვის არ არსებობს სრულყო­ფილი ინფორმაცია მიწისქვეშა წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესაძლო ცვლილებების შესახებ. დღევანდელი მოცემულობით, დარგის სპეციალისტების წინაშე მრავალი გამოწვევა დგას, რომელთა კვალიფიციურ დონეზე გადაწყვეტა არსე­ბული ვითარების სიღრმისეულ შეფასებას და მკაფიო, სტრატეგიული სამოქმედო გეგმების შემუშავებას საჭიროებს. 2026 წლის სექტემბრიდან წყლის რესურსების, მათ შორის მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების, შეფასება უნდა განხორციელდეს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც მიღებულია 2023 წლის 30 ივნისს. ახალი კანონმდებლობა ითვალისწინებს წყლის ობიექტების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობის სისტემური მონიტორინგის, შეფასებისა და მართვის ეფექტური მექანიზ­მების შექმნას. აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიწისქვეშა წყლებს, როგორც წყლის რესურსების მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის შეფასება თანამედ­როვე ჰიდრო­­გე­ოლოგიური კვლევების გარეშე შეუძლებელია. ახალი საკანონმ­დებ­ლო მოთხოვნების პრაქტიკაში განხორციელება, თავის მხრივ, ზრდის ჰიდროგე­ოლოგიის, როგორც გამოყენე­ბითი სამეცნიერო დარგის, მნიშვნელობას და დღის წესრიგში აყენებს სახელმწიფოს მიერ მასშტაბური ჰიდროგეოლოგიური კვლევების განხორ­ცი­ელების აუცი­ლებლობას. აღნიშ­ნუ­ლი კვლევების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ჰიდროგე­ო­ლოგიური მონიტო­რინგი წარმოადგენს, რომლის განახლება საქართველოში 2013 წლიდან, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტმა დაიწყო. განახლებული სამუშა­ოების ფარგლებში, დაინერგა მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის თანამედროვე მეთოდო­ლოგია, რომელიც წყლის მახასიათებელი პარამეტ­რების უწყვეტი მონიტო­რინ­გისა და გარემოს ეროვნულ სააგენტოში მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში გადმოცემის საშუა­ლებას იძლევა. ჰიდროგეოლოგიური მონიტორინ­გი მნიშვნე­ლო­ვანია წყლის რაოდე­ნობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებზე მიმდინარე დაკვირ­ვებისა და მისი ცვლი­ლებების დროული გამოვ­ლენისთვის, თუმცა მხოლოდ მონიტორინ­გის მონაცემები არაა საკმარისი მიწისქვეშა წყლის რესურსების სრულ­ყოფილი შეფასებისა და გრძელვადიან პერსპექტივაში მათი მდგრადი მართვისთვის. ამ მიზნით, აუცილებელია არსებული ჰიდროგეოლოგიური ინფორმაციის, წარსულში ჩატა­რე­ბული კვლევის შედეგებისა და თანამედროვე მონიტორინგის მონაცემების ერთობლივი ანალიზი. ამასთან, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების მდგრადი მართვა, ჰიდროგე­ოლოგიურ საკით­ხებთან ერთად, სოციალურ-ეკონომიკურ და გარემოსდაცვით გამოწვევებ­საც უკავშირ­დება. შესაბამისად, ქართველი სპეციალისტების წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტა თანა­მედროვე ტექნოლოგიური და კვლევითი მეთოდების, სამართლებრივი მექანიზ­მებისა და საზოგადოების მონაწილეობის ინტეგრირებას მოითხოვს. სტატიაში წარმოდ­გენილია სახელმწიფო ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის ფარგლებში მიმდინარე სამუ­შა­ოები და 2026 წლის მდგომარეობით მიღებული ძირითადი შედეგები, რომლებიც საფუძ­ვ­ლად უნდა დაედოს მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის ქსელის განვითარებას და სააუზო მართვის გეგმების შემუშავებას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ნ. ქიტიაშვილი, LEPL National Environmental Agency, Department of Geology

Georgian Technical University

წყაროები

European Commission (2007). Common Implementation Strategy for the Water Framework Directive (2000/60/EC). Guidance Document No. 15. Guidance on Groundwater Monitoring. Luxembourg: Office for Official Publications of the European Communities. ISBN 92-79-04558-X. ISSN 1725-1087.

European Commission, Directorate-General for Environment (2011). Common Implementation Strategy for the Water Framework Directive (2000/60/EC). Guidance Document No. 26. Guidance on Risk Assessment and the Use of Conceptual Models for Groundwater. Luxembourg: Publications Office of the European Union. ISBN 978-92-79-16699-0. ISSN 1725-1087. https://doi.org/10.2779/53333

Gaprindashvili M., Kitiashvili N., Gaprindashvili G., Kakhadze M. (2021). Information Hydrogeological Report - Assessment of the Quantitative and Qualitative Characteristics of Georgia’s Fresh Drinking Groundwater Resources: Analysis of the Current Status, Forecast and Recommendations. LEPL National Environmental Agency, Department of Geology (2021). Tbilisi. Universali. ISBN 978-9941-33-024-7. 296 p.

Law of Georgia on Water Resources Management (2023). https://matsne.gov.ge/ka/document/view/5846594?publication=4

გამოქვეყნებული

2026-10-04

როგორ უნდა ციტირება

ქიტიაშვილი ნ., & გაფრინდაშვილი მ. (2026). მიწისქვეშა მტკნარი წყლის რესურსების მართვა საქართველოში - არსებული გამოწვევები და პერსპექტივები. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომები, (137). https://doi.org/10.52340/pajig.2026.137.13

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.