ამზარა-მუხურის მონოკლინური ზოლის ჰორიზონტალური ტექტონიკური დეფორმაციები
DOI:
https://doi.org/10.52340/pajig.2026.137.10საკვანძო სიტყვები:
indentation, orocline, hemianticlineანოტაცია
ჰორიზონტალური შეკუმშვის რეჟიმში სხვადასხვა ტექტონიკური სტრუქტურული ფორმის შესწავლა მიუთითებს ჰორიზონტალურ სიბრტყეში სტრუქტურული ღუნვების არსებობაზე. ამ მიმართულებით არსებობს მრავალი გამოკვლევა, რომლებიც საკმაოდ დაწვრილებით აღწერს ამ მოვლენებს არა მხოლოდ გეოლოგიური მეთოდებით, არამედ ეკვივალენტურ მასალებზე ექსპერიმენტული მოდელირების მეშვეობითაც.
ლიტერატურაში ამ ტიპის სტრუქტურები ცნობილია როგორც: ოროკლინები, ჰორიზონტალური სტრუქტურული რკალები, ჰორიზონტალური ნაოჭები, სინტაქსისები, ჰემიანტიკლინები, სტრუქტურული ცხვირები და ა.შ.
აქ ამ სტრუქტურების ფორმირების გეოკინემატიკური მექანიზმი თითქმის იდენტურია. განსხვავება მდგომარეობს პროცესის მასშტაბურობაში (ერთი მეტრიდან ასეულ კილომეტრამდე) და დაშვებაში – ისინი ხისტი სხეულების ინდენტაციის (დაწნეხის/ შეჭრის) პროცესის შედეგს წარმოადგენს, თუ ჰორიზონტალურ სიბრტყეში შეკუმშვის ვექტორების მიმართულების ცვლილების გამოვლინებას. ამ შემთხვევაში მონოკლინის ფრთებში ხშირია შრეებს შორის ნაწევური გადაადგილებები. აღნიშნული ნაკეცები შესაძლოა იყოს სიმეტრიული, ასიმეტრიული, პირდაპირი ან გადაბრუნებული ტიპის. პროფილურ ჭრილებში მათი გამოვლენა რთულია, თუმცა, სტერეოგრაფიული ანალიზის მეშვეობით ისინი კარგად იკვეთება. მსგავსი სტრუქტურული პარაგენეზისები ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოს სხვადასხვა ოროგენულ სისტემაში. აღნიშნულის ანალოგიური სურათი გამოვლინდა დასავლეთ საქართველოს ამზარა-მუხურის კირქვოვანი მონოკლინური ზოლის ფარგლებში – კერძოდ, ოქუმი-მუხურის მონაკვეთზე. ეს ტერიტორია წარმოადგენს საქართველოს ბელტისა და კავკასიონის სამხრეთი ფერდობის შეხების ზოლს, სადაც ზედაცარცული კირქვოვანი შრეების მონოკლინური განლაგება მკვეთრადაა გამოხატული. ისტორიულად, ჯერ კიდევ ადრეულ კვლევებში აღწერილია რამდენიმე ჰემიანტიკლინური და სინკლინური სტრუქტურა, რომელთა ღერძული სიბრტყეები ანტიკავკასიური (ჩრდილო-აღმოსავლური) ორიენტაციისაა, რაც აშკარად განსხვავდება ძირითადი კავკასიური განედური და სუბგანედური სტრუქტურებისგან. მათ შორის, აღსანიშნავია ოქუმისა და მუხურის ჰემიანტიკლინი, ასევე, ჯვრისა და დობერაზენის ჰემინსინკლინები, რომლებიც მიიჩნევა ნახევრადჩამოყალიბებულ ნაოჭა სტრუქტურებად. ჩეგალის ჰემიანტიკლინი მდ. ენგურის ხეობის ზედაცარცულ ნალექებში გვიჩვენებს თავდაპირველად სამხრეთ-აღმოსავლური დახრის კუთხეებს (40-45°), რომლებიც შემდგომ 60-70°-მდე იზრდება. ბოლო ეტაპზე დახრის კუთხე აღწევს 70-80° და საწინააღმდეგო მიმართულების, ანუ ჩრდილოეთ – ჩრდილო-დასავლური ხდება. მთა ინგირიშის მიდამოებში აღინიშნება ჩეგალის ჰემიანტიკლინის პერიკლინური დაბოლოება, რომლის ღერძული სიბრტყე სუბმერიდიანულია. მდ. ენგურის ხეობიდან ენგური-მაგანას მონაკვეთამდე, ზედაცარცული და ქვედაპალეოგენური ნალექები ხასიათდება ჩრდილო-აღმოსავლური ორიენტაციით, თუმცა, აღმოსავლეთით, სტრუქტურები მკვეთრად იცვლის მიმართულებას სამხრეთ-აღმოსავლურისკენ. ამგვარად, მაგანას ხეობაში გამოვლენილია სუბმერიდიანული მიმართულების ჯვრის ჰემისინკლინი, რომელიც სამხრეთით სამეგრელოს სინკლინორიუმს უერთდება. მდ. ტეხურას ხეობაში განვითარებული პალეოგენური ნალექები შეიცავს ძლიერ შეკუმშულ დობერაზენის ჰემისინკლინს, რომლის ღერძული სიბრტყე სამხრეთ-დასავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით მკვეთრადაა გადახრილი. აღნიშნული სტრუქტურები მდებარეობს მონოკლინურ ზოლში, რომელიც აგებულია, ძირითადად, ცარცული კირქვებით და წარმოადგენს ოდიშის ბლოკის ჩრდილოეთ საზღვარს.
ამრიგად, ამზარა-მუხურის მონოკლინურ ზოლში ანტიკავკასიური გავრცელების ჰორიზონტალური ფლექსურების - ჰემიანტიკლინებისა და ჰემისინკლინების ფორმირება შეიძლება აიხსნას ჰორიზონტალური კუმშვის ვექტორების მიმართულების შეცვლით ჩრდილოეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Basheleishvili L. (1999). Structural associations of the basement and sedimentary cover of the Georgian part of the Caucasus. Basement tectonics-13. USA-edit. A.K. Sinha, pp. 25-32.
Basheleishvili L., Kumelashvili M., Razmadze T. (2012). Structural forms related to the mechanism of indentation and arcuate formation in certain regions of the Caucasus. Energy Journal, 1(61), Pp. 82-84 (in Russian).
Basheleishvili L.B. (1987). Kinematics of the alhine deformation of the Transcaucasian median massiv. national yang school. Sofia, pp. 215-222.
Basheleishvili, L. V. (1986). Tectonics of the junction strip of the Adzhara-Trialeti zone and the Main Range (Candidate's dissertation). Tbilisi. pp.1-141 (in Russian)
Basheleishvili, L., & Kumelashvili, M. (2013). Identification of models and natural tectonic structures in certain regions of the Caucasus (Eastern Georgia). Energy Journal, 1(65), pp. 91-92 (in Russian)
BazhenovM. L., BurtmanV. S. (1990). Structuralarcs of the Alpine belt: Carpathians-Caucasus-Pamir. Moscow: Nauka, P. 1-270 (in Russian).
Boillot G., Picq M.,Winterer E.,Meyer A.(1986).Amancissement de la croute continentale at denu¬da¬tion tectonicque du manteau superier les marges stablles// Bul.elf-Aquitanie. V.I. 10, 1. P. 95-104.
Davy P.,Cobbold R. (1988). Indentation tectonics in nature and experiment. Bul. Geolog. Inst. of the Uppsala. 14. Pp. 129-141.
De Mets C. (1990). Current platemotions. Geopys. J.int. 101, pp. 78-94
Gamkrelidze, I. P. (1969). Structure and development of the western part of the Southern Slope of the Greater Caucasus and the Georgian Block. Geotectonics, (4), pp. 72–84. (inRussian)
Gamkrelidze, I. P. (2000). Once again on the tectonic subdivision of the territory of Georgia. Proceedings of the Geological Institute of the Georgian Academy of Sciences, (115), pp. 204–208 (in Russian).
Gamond I.F., Odone F. (1984). Same identification criteria of deep urenih-tault induced field analog model and field data. Bull. Soc. Geol. France, 1, XXII, pp. 115-127.
Gudzhabidze, G. E. (1967). Geological structure of the middle part of the area between the Inguri and Tshenistskali rivers (Western Georgia) (Candidate's dissertation in Geological and Mineralogical Sciences). Tbilisi. P. 1-463 (in Russian).
Gusmeo T., Cavazza W., Alania W., Enukidze V., Zattin M., Corrado S. (2021). Structural inversion of back-arc basins–The Neogene Adjara-Trialeti fold-and-thrustbelt (SW Georgia) as a far-field effect of the Arabia-Eurasia collision. Tectonophysics, 803. P. 1-18.
Kopp, M. L. (1997). Lateral expulsion structures in the Alpine-Himalayan collision belt (Transactions of the Geological Institute of RAS, Vol. 506). Moscow: GEOS. P. 1-294 (in Russian).
Onavy P. (1988). Cob bold indentation tectonics in nature end ecsperiment. Bull. of Univer. of Uppsalan. 14, pp. 129-141.
Peltzer G. (1988). Centrifuged exsperiments of continental scale tectonics in Azia. Bull. Geol. Univ. of Upsala N.S, 14, pp. 115-128.
Philip, H., Cisternas, A., Gvishiani, A., And Gorshkuv, A. (1989). The Caucasus: an actual example of the initial stages of continental collision. Tectonophysics, 161, pp. 1-21.
Rastsvetaev, L. A. (1987). Strike-slip parageneses in the ensemble of collisional structures. Tectonic Research in Connection with Medium-Scale Geological Mapping. Moscow: GEOS, pp. 157–173 (in Russian).
Rubinstein, M. M. (1964). Seismotectonics. Geology of the USSR (Vol. X: Georgian SSR). Moscow: Nedra, pp. 492–503 (in Russian).
Soula J.C. (1988). Simple-shear experiments on basement-cover sequences with a comparison to the Burro basin NW Spain. Bull. of univer. of Uppsala N.S, 14, pp. 163-179.
Tapponier P., Armijio R., Peltzer G. (1986). On the mechanics of the collision bitvin India end Azia. Coll. Tecton. Geol. Soc. Spe. Pub., 9, pp. 115-157.
Tibaldi, F.L. Bonali, E. Russo et al. (2018). Structural development and stress evolution of an arcuate fold-and-thrust system, southwestern Greater Caucasus, Republic Georgia. Journal of Asian Earth Sciences, 156, pp. 226-245.
Vakhania, D. E. (1982). Tectonics of the Okumi uplift and adjacent areas of Megrelia and Abkhazia in relation to oil and gas potential (Candidate's dissertation in Geological and Mineralogical Sciences). Tbilisi, P. 1-188 (in Russian).