მყინვარწვერის (ყაზბეგის) ნეოვულკანური ცენტრის (კავკასიონი, საქართველო) ლავური ნაკადების ჩანართების მორფოლოგია, პეტროგრაფია, გეოქიმია და პეტროგენეზისი

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/pajig.2026.137.06

საკვანძო სიტყვები:

Mkinvartsveri (Kazbegi), lava flow, enclaves, xenoliths, MMEs

ანოტაცია

მყინვარწვერის (ყაზბეგის) პოლიგენური ნეოვულკანური ცენტრი არაბეთ-ევრაზიის კონტი­ნენტური კოლიზიის ზონასთან დაკავშირებული გვიანკაინოზოური ვულ­­კა­­ნიზმის ერთ-ერთი მძლავრი გამოვლინებაა კავკასიონზე. ვულკანური ცენტრი მდე­ბა­რეობს კავკასიო­ნის ცენტრალურ ნაწილში ხოხის განედური მიმართების ქედის აღმო­სავ­ლეთ დაბოლოებაზე.

მეოთხეულ (პლეისტოცენურ-ჰოლოცენურ) პერიოდში მყინვარწვერის პოლიგენური ნეოვულკანური ცენტრის ინტენსიური ვულკანური აქტივობის შედეგად წარმოქმნილი ლა­­ვე­ბი წარმო­დგენილია ტრაქიანდეზიტბაზალ­ტების, ანდეზიტბა­ზალ­ტების, ტრაქიანდე­ზი­ტების, ანდეზიტების და დაციტების უწყვეტი რიგით, რომელშიც ჭარბობს ანდეზი­ტუ­რი და დაციტური შედგენილობის ქანები.

საშუალო და მჟავე შედგენილობის ვულკანური ქანების გენეზისი, როგორც წესი, რთუ­ლი, მრავალეტაპიანი მაგმური პროცესების შედეგია და უკავშირდება მაგმური კერე­ბის ხანგრძლივ ევოლუციას, კრისტალიზაციურ დიფერენციაციას, ქერქული მასალის ასი­მი­ლაციასა და მაგმების ურთიერთქმედების პროცესს. ლავებში არსებული სხვადასხვა წარ­მოშობის ჩანართები აღნიშნული პროცესების შესწავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სა­შუა­ლებას წარ­მო­ადგენს. ჩანართების პეტროგრაფიული და პეტროგეოქიმიური თავი­სებუ­რე­ბები შეი­ძლება გამოყენებულ იქნას, როგორც მათი შესაძლო წყაროს, მაგმის თერმო-დინა­მიკური პირობების, კრისტალიზაციის ისტორიისა და მაგმების ურთიერთ­ქმედების პრო­ცესების შესაფასებლად. ამასთანავე, ზოგიერთი ჩანართი შეიძლება იყოს ღრმა ქერ­ქული ან ლითოსფერული სუბსტრატის ფრაგმენტი, რომელიც მაგმამ ზედაპირზე ამოიტანა.

სხვადასხვა ავტორის მიერ მყინვარწვერის ვულკანური ცენ­ტ­რის გეოლოგიური და პეტროლოგიური თავისებურებები დეტალურადაა შესწავლილი, თუმცა ლავებში არსებუ­ლი სხვადასხვა ტიპის ჩანართების - ქსენოლითების, ავტოლითების, კუმულა­ტების, მაფუ­რი მიკროგრანულარული ჩანართების, შლირების და სხვ. დეტალური კვლევა ნაკლებად დამუშავებულ საკითხად რჩება. შესაბამისად, აღნიშნული ლავების ჩანართების დეტა­ლუ­რი შესწავლა აქტუალურია, როგორც ვულკანური ცენტრის მაგმური ევოლუციის, ისე მისი ქერქთან ურთიერთქმედების პროცესების უკეთ გასაგებად და, ამავე დროს, სამეცნიერო სიახლეს წარმოადგენს.

წინამდებარე ნაშრომის მიზანია მყინვარწვერის ნეოვულკანური ცენტრის ლავებში არსებული ჩანართების კომპლექსური შესწავლა მორფოლოგიური, პეტროგრაფიული, მი­ნე­რალოგიური და პეტროგეოქიმიური თვალსაზრისით, მათი შესაძლო გენეტური ტიპე­ბის გამოყოფა და მაგმურ სისტემაში მიმდინარე პროცესების შეფასება.

შესწავლილია დაახლოებით 40 ჩანართის ნიმუში, რომლებიც აღებულია მყინვარწვე­რის ვულკანური ცენტრის სხვადასხვა ასაკისა და შედგენილობის ლავური ნაკადებიდან, ასევე ცენტრალური და პარაზიტული ვულკანების კონუსებიდან. 

დადგენილია, ჩანართების ფორმის, ზომის, ფერის, ტექსტურულ-სტრუქტურული თა­­ვი­სებურებებისა და შემცველ ქანებთან კონტაქტის ხასიათის მრავალფეროვნება. პეტ­რო­გრა­ფიული მონაცემების მიხედვით, ჩანართებში ძირითადად აღინიშნება ოფიტური, ინტერსერტალური და პორფირული სტრუქტურები. გავრცელებულია პლაგიოკლაზი, პი­როქ­სენები, ამფიბოლი, ოლივინი და სხვა მინერალური ფაზები.

პეტროგეოქიმიური მონაცემების მიხედვით, ჩანართებს შემცველ ლავებთან შედა­რებით, უფრო მაღალი Fe-Mg-იანი ფუძე შედგენილობა აქვს და ბაზალტით, ბაზალტური ანდეზიტით, ანდეზიტითა და ტრაქიანდეზიტით არის წარმოდგენილი. მათი კირ-ტუტე ხასიათი და შემცველი ქანებისგან განსხვა­ვებული ქიმიური შედგენილობა მაგმური სის­ტემის დინამიკურ განვითარებაზე მიუთი­თებს. ჩანართებში პლაგიოკლაზის საცრისებრი სტრუქტურა, ამფიბოლისა და სხვა მუქი მინერალების ოპაციტიზაცია, ასევე ნემსისებრი აპატიტის კრისტალების არსებობა შესაძ­ლოა მიუთითებდეს ტემპერატურის, წნევის, წყლის შემცველობისა და მაგმების შერევის პროცესებთან დაკავშირებულ სწრაფ ცვლი­ლე­ბებსა და მაგმების ურთიერთქმედების პროცესებზე.

ლავებში გავრცელებული ჩანართების კომპლექსური მორფოლოგიური, პეტროგრა­ფი­­ული და გეოქიმიური კვლევებით დადგინდა, რომ ანდეზიტურ და დაციტურ ლავებში ჩანართების სახით ძირითადად გვხვდება ავტოლითები და მაფური მიკროგრანულარული ჩანართები, რომლებიც წარმოდგენილია ბაზალტით, ბაზალტური ანდეზიტით, ტრაქი­ანდეზიტითა და ანდეზიტით. ასევე, იდენტიფიცი­რებუ­ლია ქსენოლითები, რომლებიც წარმოდგენილია დიორიტითა და კორდიერიტიანი რქაულით.

ქსენოლითებისა და ჩანართების შესწავლა მიუთითებს, რომ მყინვარწვერის ნეო­ვულ­­კანური ცენტრის ლავების წარმოშობა და ევოლუცია დაკავშირებული იყო რთულ, მრავალეტაპიან მაგმურ პროცესებთან, რომლებშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა განს­ხვა­ვებული შედგენილობის მაგმების ურთიერთქმედებამ და მაგმურ სისტემაში მიმ­დი­ნა­რე თერმოდინამიკურმა ცვლილებებმა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Bewick S. (2016). Deciphering the Tectonics of the Caucasus from Post-Collisional Volcanism. A PhD. thesis Department of Environment, Earth and Ecosystems. The Open University, United Kingdom. 261 p.

Donna L. Whitney, and Bernard W. Evans (2010). Abbreviations for names of rock-forming minerals. American Mineralogist, Vol. 95, pp. 185–18.

Dzotsenidze, N.M., Khaburzaniya, I.A., and Bagratishvili, T.D. (1985). Report on the Geological and Paleomagnetic Study of Lava Piles of the Kazbek Area in the Greater Caucasus Aimed at their Correlation, Refinement of the Age and Determination of Possible Ore Potential), Tbilisi: CIMR, (in Russian).

Ewart, Anthony (1982). "The mineralogy and petrology of Tertiary-Recent orogenic volcanic rocks: with special reference to the andesitic-basaltic compositional range" Andesites: Orogenic Andesites and Related Rocks. 7, pp. 25-98.

Gabarashvili K., Togonidze M., Vashakidze G., Kavsadze M, (2019). Xenoliths in volcano Shevardeni lavas (Kazbegi neovolcanic center, Greater Caucasus), Georgia. 34th IAS Meeting of Sedimentology. September 10 – 13, 2019, Roma. Abstracts book, pp. 548.

Irvine T.M. and Baragar W.R. (1971). A guide to the chemical classification of common volcanic rocks, Can. J. Earth Sci., vol. 8, pp. 523–548.

Koronovskii, N.V. and Demina, L.I. (2003). Disappeared volcanoes of the Main Caucasus Range, Priroda, no. 10, pp. 37–43.

Le Bas M.J., Le Maitre R.W., Streckeisen A., Zanettin B. (1986). A chemical classification of volcanic rocks based on the alkali-silica diagram // J. Petrol. V. 27. P. 745–750.

Lebedev V.A., Parfenov A.V., Vashakidze G.T., Gabarashvili Q.A., Chernyshev I.V., Togonidze M.G. (2018). Chronology of Magmatic Activity and Petrologic–Mineralogical Characteristics of Lavas of Kazbek Quaternary Volcano, Greater Caucasus. Petrology. Vol. 26, №1, pp. 1–28.

Lebedev V.A., Parfenov A.V., Vashakidze G.T., Chernishev I.V., Gabarashvili K.A. (2014). Major Events in Evolution of the Kazbek Neovolcanic Center, Greater Caucasus: Isotope-Geochro¬nolo¬gical Data, Doklady Earth Sciences, vol. 458, part 1., pp. 1092-1098.

Panov D.I. (2003). Correlation of sections of Lower–Middle Jurassic deposits in the Greater Caucasus, Stratigraphy. Geol. Correlation, vol. 11, no. 1, pp. 61–73.

Parfenov A.V., V.A. Lebedev, I.V. Chernyshev, G.T. Vashakidze, A.I. Yakushev, Yu.V. Goltsman, A.V. Chugaev, T.I. Oleinikova, E.M. Kanunnikova, K.A. Gabarashvili (2019). Petrological-Geochemical Characteristics of Lavas, Sources and Evolution of Magmatic Melts of the Kazbek Neovolcanic Center (Greater Caucasus). Petrology. Vol. 27, № 6, pp. 606–632.

Vashakidze Giorgi, Parfenov Anton V., Gabarashvili Ketevan, Togonidze Manana, Beridze Tamar and Lebedev Vladimir A. (2021). Quaternary Volcanic Activity in the Greater Caucasus: A Review of Elbrus, Kazbek and Keli Volcanoes. In book “Building Knowledge for Geohazard Assessment and Management in the Caucasus and other Orogenic Regions”. Springer Nature, pp. 217-239.

გამოქვეყნებული

2026-10-03

როგორ უნდა ციტირება

გაბარაშვილი ქ. (2026). მყინვარწვერის (ყაზბეგის) ნეოვულკანური ცენტრის (კავკასიონი, საქართველო) ლავური ნაკადების ჩანართების მორფოლოგია, პეტროგრაფია, გეოქიმია და პეტროგენეზისი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომები, (137). https://doi.org/10.52340/pajig.2026.137.06

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.