იმერეთის რეგიონის ქვევრების ნედლეულის მინერალური შედგენილობა

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/pajig.2026.137.03

საკვანძო სიტყვები:

qvevri, wine, Imereti, clay minerals, qvevri maker

ანოტაცია

საერთაშორისო სივრცეში ქვეყნის გეოპოლიტი­­­­კურ პოზიციას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მისი ბუნებრივი და მინერალური რესურსების პოტენციალი, აგრეთვე ის შესაძლებლობი, თუ რამდენად ეფექტიანად შეუძლია სახელმწიფოს ამ რესურსების ათვისება და ეროვნული ინტერესების სამსახურში ჩაყენება. ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს სწორედ საკუთარი რესურსებით უზრუნველყოფის უნარი წარმოადგენს.

ბოლო წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების გარკვეული დადებითი ტენდენციების მიუხედავად, სოფლის მეურნეობის დარგი ჯერ კიდევ სათანადო დონეზე ვერ ვითარდება. შესაძლებელია ითქვას, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს შიდა ბაზრის მოთხოვ­­­ნებსაც კი. ამ ფონზე, საექსპორტო პროდუქციას შორის, ღვინო კვლავ ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. საქართველო ისტორიულად ცნობილია, როგორც სხვადასხვა სახეობის ღვინის მნიშვნელოვანი მწარმოებელი ქვეყანა. ამ თვალსაზრისით განსაკუთ­რებული ად­გი­ლი უჭირავს ქვევრის ღვინოს, რომელიც არა მხოლოდ ღვინის დაყენების უნიკალურ ტექნოლოგიას, არამედ საქართველოს გამორჩეულ კულტურულ ტრადიციასაც უკავშირ­დე­ბა.

ქვევრის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია საქართვე­ლოში 8000 წელზე მეტს ითვლის და ქართული კულტურული იდენტობის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა (P. Mc Govern et al., 2017). ქვევრში ღვინო სპეციფიკურ გარემოში ყალიბდება, რის შედეგადაც იგი განსხვავებულ გემოსა და თვისებებს იძენს. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა ის, რომ იუნესკომ ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა (UNESCO, 2013). საერთაშორისო სამეცნიერო და კულტურულ საზოგადოებაში საქართველო აღიარე­ბულია ღვინის სამშობლოდ, სადაც ქვევრის ღვინის წარმოება უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას და, ამავდროულად, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალის მქონე ბრენდს წარმოადგენს. ამ აღიარების ერთ-ერთი მნიშვ­ნელოვანი გამოხატულება იყო 2017 წელს ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივი­ლიზაციის ცენტრში, გამოფენის „საქართ­ველო - მეღვინეობის აკვანი“ საზეიმოდ გახსნა.

 განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული აღნიშვნა „ქვევრი“ საქპატენტში 2021 წლის 21 მაისს დარეგისტრირდა ჩვენი ჯგუფის ჩართულობით. დღეს საქართველოში „ქვევრი“ (“QVEVRI”) ერთადერთი არასასურსათო პროდუქტია, რომელსაც გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი აქვს და რომელიც საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების სახელ­მ­­წიფო რეესტრშია შეტანილი. აღნიშნული აღიარება ქვევრის, როგორც საღვინე ჭურჭლის, მრავალსაუკუნოვან რეპუტაციას და მის კულტურულ მნიშვნელობას ეფუძნება, რადგან ქვევრი, როგორც ნივთი და ტრადიციული წარმოების შედეგი, ქართული თვითმყო­ფა­დობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

ამგვარი საერთაშორისო და ეროვნული აღიარება ქვეყანას კიდევ უფრო მეტად ავალდებულებს, რომ ქვევრის ძირითადი მახასიათებლები - ქიმიური შედგენილობა და მინერალური შემადგენლობა, დამზადების ტექნოლოგია, ფორმა, კედლის სისქე და სხვა მნიშვ­ნე­ლოვანი პარამეტრები არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონე­ზეც კომპლექსურად და მეცნიერულად იქნას შესწავლილი.

ქვევრის ღვინის ხარისხი დამოკიდებულია არა მხოლოდ ყურძნის ჯიშსა და ღვინის დაყენების წესზე, არამედ, მნიშვნელოვანწილად, ქვევრის შემადგენელი გამომწვარი თიხა-კერამიკული მასალის თვისებებზეც. ამ მასალის მინერალური და ქიმიური შედგენილობა, გრანულომეტრია, ფორიანობა, წყლის შთანთქმის უნარი, მექანიკური მდგრადობა და ღვინოსთან ურთიერთქმედების ხასიათი განსაზღვრავს ქვევრის ფუნქციურ ვარგისი­ანობას. შესაბამისად, ქვევრისთვის გამოყენებული ნედლეულის მეცნიერული შესწავლა აუცილებელია პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

იუნესკოს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსით აღიარებამ კიდევ უფრო გაზარდა ქვევრის წარმოების სტანდარტიზაციისა და კომპლექსური კვლევის მნიშ­ვ­­ნელობა. ამავე კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვევრის დამზადებისთვის გამოყენებული თიხოვანი ნედლეულის რაობის, მინერალური შედგენილობისა და ტექნო­ლოგიური თვისებების ზუსტი განსაზღვრა. მიღებული მონაცემები უნდა გახდეს საფუძ­ველი იმ კრიტერიუმებისა, რომელთა მიხედვითაც შეფასდება ქვევრის ავთენტუ­რობა, გამძლეობა და უსაფრთხოება. ამასთანავე, ქვევრის ღვინო არამარტო სახელი, ტრადიცია და ქვეყნის ცნობადობა უნდა იყოს, არამედ მას დიდი ეკონომიკური სარგებლის მოტანაც უნდა შეეძლოს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Barisashvili, G., Mirvelashvili, M., Pruidze, L., & Ghlonti, T. (2011). Making Wine in Qvevri - A Unique Georgian Tradition. Association ELKANA, Tbilisi.

Bochorishvili, L. (1949). Georgian Ceramics: Kakhetian (Book I). Publishing House of the Academy of Sciences of the Georgian SSR, Tbilisi. 258 p.

Gabrichidze, Zh. (2022). Qvevri and Traditional Georgian Winemaking. Tbilisi.

McGovern, P., Jalabadze, M., Batiuk, S., Callahan, M. P., Smith, K. E., Hall, G. R., Kvavadze, E., Maghradze, D., Rusishvili, N., Bouby, L., Failla, O., Cola, G., Mariani, L., Boaretto, E., Bacilieri, R., This, P., Wales, N., & Lordkipanidze, D. (2017). Early Neolithic wine of Georgia in the South Caucasus. Proceedings of the National Academy of Sciences of the United States of America, 114(48), E10309-E10318. https://doi.org/10.1073/pnas.1714728114.

Mertz, U., & Petzold, I. (2017). Constituent Elements and Physico-Chemical Characteristics of Qvevri Clay; The Qvevri Manufacturing Process. Tbilisi.

Mertz, U., Bitarishvili, I., Darting, M., Burkart, I., Petzold, I., Seitz, B., et al. (2017). Identity of Qvevri Wine: Based on the Practice of Members of the Georgian Qvevri Wine Cluster. Tbilisi.

Poporadze, N., Gamtkitsulashvili, G., Gamtkitsulashvili, G., & Metreveli, R. (2018). Laboratory examination of constituent materials of modern qvevris. Journal "Intellektuali".

Poporadze, N., Seskuria, O., & Metreveli, R. (2011). Qvevris of Armaztsikhe-Bagineti and Armazis¬khevi wine cellars. Museum and Cultural Heritage, (4). National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia, Tbilisi.

Tsikarishvili, Kh. (2006). Production of Large-Capacity Ceramic Vessels in Georgia from Ancient Times to the Present Day [Doctoral dissertation]. Tbilisi.

Tsikarishvili, Kh., & Tsintsadze, M. (2002). Rules of clay preliminary processing in ancient Georgia. Georgian Chemical Journal. Tbilisi.

UNESCO. (2013). Ancient Georgian traditional Qvevri wine-making method. Representative List of the Intangible Cultural Heritage of Humanity.

გამოქვეყნებული

2026-10-02

როგორ უნდა ციტირება

ფოფორაძე ნ., სესკურია ო., გველესიანი ს., & მეტრეველი რ. (2026). იმერეთის რეგიონის ქვევრების ნედლეულის მინერალური შედგენილობა. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომები, (137). https://doi.org/10.52340/pajig.2026.137.03

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.