ლავა/სედიმენტის ურთიერთქმედებით წარმოქმნილი პეპერიტული ტექსტურა: მაგალითი ბოლნისის რაიონიდან, საქართველო
DOI:
https://doi.org/10.52340/pajig.2024.136.12საკვანძო სიტყვები:
ფლუიდური პეპერიტი, ლავა/სველი სედიმენტის ურთიერთქმედება, სუბაერული ვულკანიზმი, საქართველოანოტაცია
თანადროული დანალექი და მაგმური პროცესების სივრცეში ზედდებისას, შეიძლება მოხდეს ურთიერთქმედება ცხელ მაგმასა და სუსტად კონსოლიდირებულ და სველ დანალექ ქანს შორის; ეს იწვევს მაგმის ფრაგმენტირებას და ფრაგმენტების შერევას დანალექ ქანში. წარმოიქმნება ქანი სახელად პეპერიტი, სადაც ცემენტი დანალექი წარმოშობისაა, ხოლო კლასტები - მაგმური, რომლებიც ცემენტზე ახალგაზრდაა (Skilling, White, McPhie, 2002). შპს „კავკასიის სამთო ჯგუფის“ მიერ, სოფელ მუხრანას მახლობლად, გაიბურღა ხუთი სადაზვერვო ჭა, რომლებმაც გადაკვეთა ზედა პლიოცენ-პლეისტოცენური ახალქალაქის წყების ბაზალტები, დანიური ხრამის წყების და აგრეთვე კამპანურ-მაასტრიხტული თეთრიწყაროს წყების კირქვები და მერგელები (ნახ.1). ამას გარდა, მათ გადაკვეთეს კარბონატული ბრექჩიის თხელი (1-110 სმ) შრე, რომელიც იკავებს მკაფიო სტრატიგრაფიულ დონეს ახალქალაქის და ხრამის წყებებს შორის და შედგება ქვეშმდებარე კირქვების დაკუთხული და სუსტად მომრგვალებული კლასტებისაგან. მისი მატრიქსი წარმოადგებს რკინის ჟანგის მიერ წითლად შეფერილი თიხის და კრისტალური კალციტის ნარევს. ერთ-ერთი ჭის კერნში, კარბონატული ბრექჩია შეიცავს გადამფარავი ბაზალტის ფლუიდური ტიპის პეპერიტულ კლასტებს, რომლებიც ხასიათდება ამების მსგავსი კონტურებით (ნახ. 2). ამგვარი მორფოლოგიის პეპერიტი გამოიძერწება ხოლმე პლასტიური დეფორმაციის რეჟიმში (Busby-Spera and White, 1987) და მიუთითებს დინამიკურ ურთიერთქმედებაზე, რომელიც ხდებოდა სუსტად ლითიფიცირებულ და სველ კარბონატულ ბრექჩიის შრესა და მასზე მოძრავ გავარვარებულ ბაზალტურ ლავურ ნაკადს შორის. აღნიშნული ჭის კერნში, მის ბაზალტურ ნაწილში, უშუალოდ კარბონატულ ბრექჩიასთან კონტაქტში, დაფიქსირდა მცირე ნაპრალის და აგრეთვე ბაზალტში არსებული სფეროიდული სიცარიელების გარკვეული ნაწილის შევსება კარბონატული ბრექჩიის წვრილნატეხოვანი ცემენტით. ეს მოვლენა მიუთითებს სველი და სუსტად ლითიფიცირებული შემცველი სედიმენტის მობილურ მდგომარეობაზე, რაც დამახასიათებელია პეპერიტების წარმოქმნის პროცესისთვის (Kokelaar, 1982; Goto and McPhie, 1996; Doyle, 2000; Dadd and Van Wagoner, 2002). პეპერიტი და მასთან ასოცირებული წარმონაქმნები არ დაფიქსირდა ბაზალტური ლავა/კარბონატული ბრექჩიის კონტაქტის სხვა გადაკვეთებში. შესაძლოა, სუბაერულ პირობებში, კარბონატული ბრექჩიის შრე არათანაბრად იყო გაჟღენთილი წყლით და ლავა/სედიმენტის ურთერთქმედება ინტენსიური იყო მხოლოდ იქ, სადაც შრე მაქსიმალურად იყო დასველებული.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Adamia Sh.A., Shavishvili I.D. (1979). Model of tectonic evolution of the Earth crust of the Caucasus and adjacent territory//Geotectonica 1, pp. 77–84.
Adamia Sh., Alania V., Chabukiani A., Chichua G., Enukidze O., Sadradze N. (2010). Evolution of the Late Cenozoic basins of Georgia (SW Caucasus): a review//Geological Society, London, Special Publication, 340, pp. 239–259. doi:10.1144/SP340.11.
Adamia Sh., Zakariadze G., Chkhotua T., Sadradze N., Tsereteli N., Chabukiani A., Gventsadze A. (2011). Geol. of the Caucasus: A review//Turkish Journal of Earth Scien. 20, pp. 489-544.
Busby-Spera C.J., White J.D.L. (1987). Variation in peperite textures associated with differing host-sediment properties//Bull. Volcanol. 49, pp. 765-775.
Dadd K.A., Van Wagoner N.A. (2002). Magma composition and viscosity as controls on peperite texture: an example from Passamaquoddy Bay, southeastern Canada In: Skilling, I.P., White, J.D.L., McPhie, J. (Eds.), Peperite: Processes and Products of Magma-Sediment Mingling// J. Volcanol. Geotherm. Res., v.114. pp. 63-80.
Doyle M.G., (2000). Clast shape and textural associations in peperite as a guide to hydromagmatic interaction: Upper Permian basaltic and basaltic andesite examples from Kiama, Australia//Aust. J. Earth Sci., 47, pp. 167-177.
Jankovic´ S. (1997). The Carpatho–Balkanides and adjacent area: a sector of the Tethyan Eurasian metallogenic belt//Mineralium Deposita, 32, pp. 426-433.
Gabunia L., Vekua A. (1995). Plio–Pleistocene hominid from Dmanisi, East Georgia, Caucasus// Nature, 37, pp. 509-512.
Gabunia L., Joris A., Justus A., Lordkipanidze D., Muskhelishvili A., Nioradze M., Swicher C. III, Vekua A., Bosinski G., Ferring R., Maisuradze G. (1999). Neue hominidefunde des Altpalaolitischen fundplatzes Dmanisi (Georgian Caucasus) in kontext aktueller grabun-gsergebnisse//Archaologisches Korrespondezblatt Jargang., 29, pp. 451-488.
Gambashidze R.A. (1979). Stratigraphy of the Upper Cretaceous deposits of Georgia and adjacent regions of Azerbaijan and Armenia//Proceedings of Geol. Inst. of Acad. of Scie. Georgia, New Series 61, 226 p. (in Russian).
Gambashidze R.A. (1984). History of the geological development of Georgia in the Late Cretaceous era//Proc. of Geol. Inst. of Acad. of Scie. Georgia, New Ser. 8, 111 p. (in Russian).
Gamkrelidze I.P., Dumbadze G.D., Kekeliya, M.A. (1981). Ophiolites of the Dzirula massif and the problem of the Paleotethys on the Caucasus//Geotektonika 5, pp. 23-33.
Gamkrelidze I.P., Shengelia D.M., Shvelidze Iu.U., Vashakidze G.T. (1999). The new data about geological structure of the Loki crystalline massif and Gorastskali metaophioli-tes//Proc. of Geol. Inst. of Academy of Sciences Georgia, New Series 114, pp. 82-108.
Gamkrelidze I.P., Shengelia D.M. (1999). The new data about geological structure of the Dzirulla crystalline massif and the conditions of formation of magmatites//Proc. of Geol. Inst. of Academy of Sci. Georgia, New Series 114, pp. 46-71.
Gamkrelidze, P.D. (1964). Geology of the USSR. Georgian SSR. Moscow//”Nedra” X, 655 p. (in Russian).
Goto Y., McPhie J. (1996). A Miocene basanite peperitic dyke at Stanley, northwestern Tasma¬nia, Australia//J. Volcanol. Geotherm. Res., 74, pp. 111-120.
Kokelaar B.P. (1982). Fluidization of wet sediments during the emplacement and cooling of various igneous bodies//J. Geol. Soc. London, 139, pp. 21-33.
Lebedev V., Bubnov S., Dudauri O. Vashakidze G. (2008). Geochronology of Pliocene volca¬nism of Javakheti highland (Lesser Caucasus). Article 2. Eastern part of the Javakheti highland//Regional Geological Correlation, 16, pp. 101-123 (in Russian).
Migineishvili R.R. (2005). Hybrid nature of the Madneuli Cu-Au deposit, Georgia//Geo¬che-mistry, Mineralogy and Petrology, 43, pp. 128-132. ISSN 0324-1718
Moritz R., Melkonyan R., Selby D., Popkhadze N., Gugushvili V., Tayan R., Ramazanov V., (2016). Metallogeny of the Lesser Caucasus: From arc construction to postcollision evolution//Society of Economic Geologists, Special Publication, 19, pp. 157-192.
Pontzer H., Rolian C., Rightmire G. P., Jashashvili T., Ponce de León M. S., Lordkipanidze D., Zollikofer Ch. P. E. (2010). Locomotor anatomy and biomechanics of the Dmanisi hominins//Journal of Human Evolution, 58(6), pp. 492-504.
Rolland Y., Sosson M., Adamia Sh., Sadradze N. (2011). Prolonged Variscan to Alpine history of an active Eurasian margin (Georgia, Armenia) revealed by 40Ar/39Ar dating//Gondwana research 20, pp. 798-818.
Skilling I.P., White J.D.L., McPhie J. (2002). Peperite: a review of magma-sediment mingling. In: Skilling, I.P., White, J.D.L.,McPhie, J. (Eds.), Peperite: Processes and Products of Magma–Sediment Mingling//J. Volcanol. Geotherm. Res., vol. 114, pp. 1–17.
Tutberidze B. (2004). Geology and Petrology of Alpine Late Orogenic Magmatism of the Central Part of Caucasian Segment//Tbilisi University Publishers, Tbilisi, pp. 1–340. (in Russian).
Zakariadze G.S., Dilek Y., Adamia Sh.A., Oberhaensli R.E., Karpenko S.F., Bazylev B.A., Solov'eva N. (2007). Geochemistry and geochronology of the Neoproterozoic Pan-African Transcaucasian Massif (Republic of Georgia) and implications for island arc evolution of the late Precambrian Arabian–Nubian Shield//Gondwana Research 11, pp. 92-108.
Vekua A., Lordkipanidze D., Rightmire P., Agusti J., Ferring R., Maisuradze G., Mouskhelishvili A., Nioradze M., Leon M., Tappen M., Tvalchrelidze M., Zollikofer C. (2002). A new skull of early Homo Dmanisi, Georgia. Science, 297, pp. 85-90.
Yilmaz A., Adamia Sh., Chabukiani A., Chkhotua T., Erdogan K., Tuzcu S., Karabilykoglu M. (2000) Structural correlation of the southern Transcaucasus (Georgia)-eastern Pontides (Turkey)//Tectonics and magmatism in Turkey and the surrounding area. Geological Society, London, Special Publication, 173, pp. 171-182.